განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: სამეგრელომ მშვენივრად იცის რა მნიშვნელობა აქვს რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობას!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, მეორე დღეა სამეგრელოში მართავს შეხვედრებს. ამ წუთებში ის ზუგდიდის მოსახლეობას ხვდება.

,,მეორე დღეა სამეგრელოში ვარ და მიხარია, რომ ძალიან კარგი და თბილი შეხვედრები მაქვს დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სამეგრელოს მოსახლეობა გააკეთებს ნამდვილად სწორ არჩევანს იმიტომ, რომ სამეგრელო ყველაზე მეტად არის დაზარალებული იმ ვითარებით და მდგომარეობით, რაც დღეს არის საქართველოში. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი კუთხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის, ნორმალური ურთიერთობები მეზობლებთან - რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, გზის გახსნა, რუსული ბაზრის გახსნა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს, ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, დიალოგი გავმართოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან და რეალურად, მართლაც ის ხელოვნური საზღვარი, რომელიც დღეს არსებობს დანარჩენ საქართველოსთან და აფხაზეთთან, აუცილებლად მოიხსნება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. ამით იხეირებს არა მხოლოდ მთელი საქართველო და მათ შორის სამეგრელო, არამედ აფხაზეთიც. სწორი პოლიტიკით, ჩვენ შევძლებთ ავაღორძინოთ ეკონომიკა“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, სამეგრელო და დანარჩენი საქართველო აყვავდება, ეკონომიკურად წელში გაიმართება და ფეხზე დადგება. ნინო ბურჯანაძემ ზუგდიდის მოსახლეობას მოუწოდა, რომ გამოიჩინოს გამჭრიახობა, მხარი დაუჭიროს ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობას“ და შემოხაზოს ნომერი სამი იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური ბლოკისთვის ყველაზე მთავარი არის სახელმწიფო ინტერესი.

 

FaceBook Twitter Google