განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: საზოგადოებას სამართლიან არჩევანს ვთავაზობთ ჩვენ!
19:53 / 13.10.2016
ნინო ბურჯანაძე: საზოგადოებას სამართლიან არჩევანს ვთავაზობთ ჩვენ!

დღეს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზღვარგარეთ გაგზავნილია უამრავი წერილი, რითაც პარტია ყველა დაინტერესებულ პირს აწვდის ობიექტურ ინფორმაციას

8 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძე: არ ვეთანხმებით არჩევნების შედეგებს და ვიბრძვით ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად!
17:34 / 13.10.2016
ნინო ბურჯანაძე: არ ვეთანხმებით არჩევნების შედეგებს და ვიბრძვით ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, პარტია არ იღებს არჩევნების იმ შედეგებს, რომელსაც აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის სათაო ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მან და პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა გუშინ საოლქო კომისიებში გამართული საჩივრების განხილვების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია ჟურნალისტებს.

ნინო ბურჯანაძე: პარტიების დიდი უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს!
16:33 / 13.10.2016
ნინო ბურჯანაძე: პარტიების დიდი უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა , კომენტარი გააკეთა არჩევნების შემდგომ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ყველა პარტიამ ბრძოლისუნარიანობის ნაკლებობა გამოავლინა, თუმცა პარტიების ლიდერების უმრავლესობა მზად არის მხარი დაუჭიროს ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ მოთხოვნას ხმების გადათვლასთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე დარჩება ძალაში იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა პარტიამ და პარტიის ლიდერმა იცის, რომ ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო მოსყიდვას, უპრეცედენტო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და უპრეცედენტო გაყალბებას , რომელიც ძალიან კარგად იყო შეფარული და ამას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად აეხდება ფარდა.

ნინო ბურჯანაძე: ჩვენი პარტიის დაშლას გამოვრიცხავ, ჩვენ გულყრები არ გვემართება!
16:51 / 12.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ჩვენი პარტიის დაშლას გამოვრიცხავ, ჩვენ გულყრები არ გვემართება!

დღეს ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა კახა შარტავას ინიციატივასთან დაკავშირებით , რაც ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლას და ერთ პარტიად გაერთიანებას გულისხმობს და აღნიშნა, რომ ამ ფორმით, ეს ინიციატივა, აბსოლუტიური უმრავლესობისათვის, არ იქნება მისაღები, მაგრამ თუ საუბარია იმაზე, რომ ის პოლიტიკური ძალები რომლებიც (ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევითა და წყალობით), ჯერ-ჯერობით პარლამენტს გარეთ არიან, გარკვეულ კონსულტაციებს დაიწყებენ და გარკვეულ კოორდინაციაში იქნებიან ერთმანეთთან, ეს, აბსოლუტურად მისაღებია.

ნინო ბურჯანაძე თუ ხელისუფლება დალუქულ ოქმებს არ გახსნის ამით დაამტკიცევს რომ არჩევნები გაგვიყალბა!
13:55 / 12.10.2016
ნინო ბურჯანაძე თუ ხელისუფლება დალუქულ ოქმებს არ გახსნის ამით დაამტკიცევს რომ არჩევნები გაგვიყალბა!

"ნინო ბურჯანაძე- დერმოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა , ტელეკომპანია ,,კავკასიის“ პირდაპირ ეთერში , სტუდია ,,სპექტრში“, დავით აქუბარდიასთან აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგად მიღებული სამოცდაორი ათასი ბიულეტენი ( დაახლოებით 3/5 % ) არის ბათილი და განმარტა, რომ ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ ითხოვს ხელახლა გადაითვალოს და გადაისინჯოს ბიულეტენები სადავო უბნებში. ,,მე არ ვამბობ, რომ მარტო ჩვენ მოგვპარეს ხმები. ბიძინა ივანიშვილისგან ისიც იყო ნათქვამი, რომ შალვა ნათელაშვილსაც არ უნდა გადაელახა ბარიერი.

ნინო ბურჯანაძე: ზუსტად ვიცი ვინც შეეკამათა თათბირზე ბიძინას და უთხრა რომ ბარიერის პრობლემა ჩევნ არ გვქქონდა!
13:54 / 12.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ზუსტად ვიცი ვინც შეეკამათა თათბირზე ბიძინას და უთხრა რომ ბარიერის პრობლემა ჩევნ არ გვქქონდა!

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ტელეკომპანია ,,კავკასიის“ სტუდია ,,სპექტრში“ - დავით აქუბარდიასთან განაცხადა, რომ არჩევნებამდე , გარკვეული პერიოდით ადრე, იყო გაცემული ბრძანება, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ არჩევნებზე მისულიყო არანაკლებ მილიონ რვაასი ათასი ადამიანისა და ასევე ბრძანება იყო გაცემული მასზედ, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაელახა ბარიერი. ,,მესმის, ბ-ნო ბიძინა, რომ ძალიან გეშინიათ ბურჯანაძის.

ნინო ბურჯანაძე: ვინც გვიღალატა კომისიებში გავარკვევთ და პლაკატებს დავბეჭდავთ მათი ფოტოებით!
13:52 / 12.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ვინც გვიღალატა კომისიებში გავარკვევთ და პლაკატებს დავბეჭდავთ მათი ფოტოებით!

"ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ტელეკომპანია ,,კავკასიის“ პირდაპირ ეთერში , დავით აქუბარდიასთან - სტუდია ,,სპექტრში“ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, პარტიის მიერ წარგზავნილი კომისიის წევრები გაიყიდნენ. ,, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ. მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც უღალატა ჩვენს პარტიას და ქვეყანას იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესებში შედიოდა ის, რომ ჩვენ მოვსულიყავით ხელისუფლებაში. პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვატარებთ მოკვლევას და ყველას გამოვავლენთ ვინც უღალატა იმ ხალხს, რომლებმაც შემოხაზეს სამი ნომერი.

ნინო ბურჯანაძე: ველოდები "პატრიოტთა ალიანსის" განმარტებებს ჩატარდა თუ არა არჩევნები სამართლიანად!
13:51 / 12.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ველოდები "პატრიოტთა ალიანსის" განმარტებებს ჩატარდა თუ არა არჩევნები სამართლიანად!

"ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ტელეკომპანია ,,კავკასიის“ დავით აქუბარდიას სტუდია ,,სპექტრის“ პირდაპირ ეთერში ,,პატრიოტთა ალიანსს“ წარმატებას უსურვებს, მაგრამ ბ-ნი დავით თარხან-მოურავის სიტყვებიც ახსოვს: ოცდაათი კაცი შემყავს პარლამენტში და აბა, გაბედონ გაყალბებაო და ,,პატრიოტთა ალიანსისგან“ ელოდება განმარტებებს და განცხადებებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ თვლიან ისინი - სამართლიანად ჩატარდა არჩევნები თუ გაყალბდა? ,, თუ სამართლიანად მიაჩნიათ, მაშინ მათ, მოუწევთ იმის აღიარება, რომ ოცი და ოცდაათი პროცენტი კი არ ჰქონდათ მხარდაჭერა, არამედ სულ ხუთი პროცენტი და თუ არასამართლიანად ჩატარდა, მაშინ ალბათ იტყვის ,,პატრიოტთა ალიანსი“ ამის თაობაზე და იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც - ბ-ნ შალვა ნათელაშვილთან, მრეწველებთან, ფორუმთან და ყველას აზრი ვიცი. აბსოლუტურად ყველა თვლის, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული და კომისიის წევრებიდან კი არ მოდის ეს უბედურება, არამედ ხელისუფლების უმაღლესი შტოდან - ადამიანების მოტყუება, ქვეყნის გარყვნა და დაქცევა.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადება
16:04 / 11.10.2016
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადება

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამ სრულ შოკში ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა და გარკვეული უიმედობა გააჩინა ოპოზიციური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას შორის. პოლიტიკური ლიდერების განცხადებებმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ნორმალური პროცესის არსებობა საქართველოში.

ნინო ბურჯანაძე: არჩევნებზე „ფარული ხელი” ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელი!
17:29 / 10.10.2016
ნინო ბურჯანაძე: არჩევნებზე „ფარული ხელი” ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელი!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ,,ტვ-პირველის“ ინგა გრიგოლიას ,,დღის ამბებში“ განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს, რომ ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობას“ არ აქვს ბარიერის პრობლემა და ეს ფაქტი, ძალიან მალე დამტკიცდება.

,,ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას, არ ვაპირებთ შევეგუოთ მანიპულირებას. როდესაც უცხოელი დამკვირვებლები პირველად დასკვნებში ამბობენ, რომ ყველაფერი იდეალურად აშკარად არ იყო, ეს, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება არჩევნების ორგანიზებას და მეტ-ნაკლებად სიმშვიდეს და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ამ არჩევნებში ვიღაცის ფარული ხელი ურევია - სრულიად ნათელია ვისი ფარული ხელიც ურევია. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ფარული ხელი. რეალურად მოხდა ამ არჩევნების მანიპულირება.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე: ვის სჯერა, რომ საქართველოს ყოველმა მეორე მოქალაქემ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა?!
17:21 / 10.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ვის სჯერა, რომ საქართველოს ყოველმა მეორე მოქალაქემ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა?!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა,

,,ტვ- პირველის“ ინგა გრიგოლიას ,,დღის ამბებში“, პირდაპირ ეთერში განმარტა, რომ არც შეღავათს ითხოვს და არც რაიმე ხელის შეწყობას.

,,მე მივყვები კანონს. ვის სჯერა, რომ ყოველმა მეორე საქართველოს მოქალაქემ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა და თუ არ შედგება ქვორუმი, საერთოდ ახალი არჩევნები იქნება ჩასატარებელი. ნაციონალების ხმები დარჩება ნაციონალებს და ჩვენ დავიბრუნებთ იმ ხმებს , რაც წაგვართვეს. თუ ნაციონალებს მართლა აქვთ აღებული ხმების ის პროცენტი, რასაც ამბობენ.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
13:54 / 10.10.2016
ნინო ბურჯანაძემ ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

დღეს, ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ქ-ნ თამარ ჟვანიას და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდა და ჩააყენა საქმის კურსში იმ მრავალრიცხოვან დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ იკითხება გაყალბებულ შემაჯამებელ ოქმებში.

,,რასაც თქვენ აქ ხედავთ, ეს არის მცირე ჩამონათვალი თუ სად არის დარღვევები და მინდა საზოგადოებას ვუთხრა:

მთაწმინდის რაიონში არის 31 უბანი და აქედან 30 არის დაუბალანსებელი - პრაქტიკულად 99%.

ვაკეში -არის 67 უბანი და აქედან 28 არის დაუბალანსებელი - არ ემთხვევა მომსვლელის, ხმის მიმცემისა და მიღებული ხმების რაოდენობა.

სამგორში - 104 უბნიდან 47 არის დაუბალანსებელი.

ოზურგეთში - 49 უბნიდან 18 უბანი არის დაუბალანსებელი. 16 უბნიდან არის დაკარგული 56 ბიულეტენი, ორ უბანზე ჩაგდებულია ოთხი ბიულეტენით მეტი

ნინო ბურჯანაძე: არჩევნები კოჰაბიტაცურ რეჟიმში წარიმართა და გაყალბდა!
17:55 / 09.10.2016
ნინო ბურჯანაძე: არჩევნები კოჰაბიტაცურ რეჟიმში წარიმართა და გაყალბდა!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, სათაო ოფისში არჩევნების წინასწარ შედეგებტან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედგები, პრაქტიკულად სრულ თანხვედრაშია ნათელ მხილველი ბ-ბი ბიძინა ივანიშვილის პროგნიოზებთან.

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“
07:00 / 09.10.2016
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ უბნების დახურვიდან თერთმეტი საათის გასვლის შემდეგაც კი უბნების ნახევარი არ არის დათვლილი, რაც საქართველოს არჩევნების ისტორიაში არის უპრეცედენტო ფაქტი, ჩვენი პოლიტიკური ძალა ჩვენს დამოკიდებულებასა და პოლიტიკურ შეფასებას 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთებს მას შემდეგ, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულად გამოაქვეყნებს არჩევნების წინასწარ შედეგებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მოესწრება 9 ოქტომბრის 16:00 საათამდე, ვინაიდან ბლოკის ლიდერი ნინო ბურჯანაძე სწორედ ამ დროისათვის გეგმავს პრეს-კონფერენციის ჩატარებას.

 

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური

9 ოქტომბერი

7:30 საათი.

ნინო ბურჯანაძე: მაქვს ინფორმაცია ადგილებიდან და კარგად ვიცი, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ხმა მივიღეთ!
20:35 / 08.10.2016
ნინო ბურჯანაძე: მაქვს ინფორმაცია ადგილებიდან და კარგად ვიცი, რომ  ჩვენ ძალიან ბევრი ხმა  მივიღეთ!

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, ახლა იწყება არჩევნების მეორე ეტაპი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველი.

,,მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ხმა მოგვცა ჩვენ. ახლა, ძალიან ბევრი რამ არის თქვენზე დამოკიდებული - უნდა იყოს მაქსიმალური მობილიზაცია, რომ თითოეული თქვენი ხმა , თითოეული მომხრის ხმა, რომელიც ძალიან ბევრია, იყოს დაცული. მე მაქვს ინფორმაცია ადგილებიდან და ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ხმა მივიღეთ, რომლებიც აუცილებლად , ძალიან მალე გამოჩნდება.

ნინო ბურჯანაძე: ამ დროისათვის „ქართული ოცნება“ ლიდერობს ხოლო ჩვენ მეორე ადგილისათვის ვიბრძვით!
17:55 / 08.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ამ დროისათვის „ქართული ოცნება“ ლიდერობს ხოლო ჩვენ მეორე ადგილისათვის ვიბრძვით!

„ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მოუწოდა მომხრეებს აქტიურობისაკენ, რომ არც ერთი ბიულეტენი არ დარჩეს ცარიელი და „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საბოლოოდ გაიფორმოს მეორე ადგილი.

„სულ ორიოდ საათი დარჩა საარჩევნო უბნების დახურვამდე.

მინდა მივმართო ჩვენს მომხრეებს, ყველა იმ ადამიანს ვისაც ამ დრომდე არ მიუღია მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენს მომხრეებს.

მე ახლა მაქვს ინფორმაცია, რომელიც მაძლევს იმის თქმის საფუძველს რასაც ახლა განვაცხადებ!

ნინო ბურჯანაძე: რაც მეტნი ვიქნებით პარლამენტში მით მეტს მოიგებს ამომრჩეველიც და ქვეყანაც!
16:29 / 08.10.2016
ნინო ბურჯანაძე: რაც მეტნი ვიქნებით პარლამენტში მით მეტს მოიგებს ამომრჩეველიც და ქვეყანაც!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის მხარდამჭერები არიან აქტიურები, თუმცა თითოეული ხმა გადამწყვეტია და მოუწოდა მათ ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა საარჩევნო უბნებზე რომ მივიდნენ და გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

,,კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს თანამემამულეებს და დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინ უკვე იყო არჩევნებზე მისული. ცხადია, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს პაარტიას მისცა ხმა და მინდა ვთხოვო იმა, ვინც ჯერ არ მისულა არჩევნებზე, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, სწორი არჩევანი გააკეთონ, რომ საქართველო იყოს გამთლიანებული, იყოს მავთულხლართების გარეშე - ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს ჯარის გარეშე და იყპოს წინსვლა, განვითარება და სამართლიანი ქვეყანა.

ბესიკ ნადელია: N86 უბანზე ნაციონალების რეგისტრატორი პარტიული ბიულეტენების მოპარვის მცდელბაზე დავიჭირეთ!
13:49 / 08.10.2016
ბესიკ ნადელია: N86 უბანზე ნაციონალების რეგისტრატორი პარტიული ბიულეტენების მოპარვის მცდელბაზე დავიჭირეთ!

174 საჯარო სკოლაში არსებულ №86 უბანზე ბლოკ “დემოკრატიული მოძრაობა- ნინო ბურჯანაძის“ მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბესიკ დანელია არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

„ჩვენი კომისიის წევრმა დააფიქსირა, რომ ნაციონალების რეგისტრატორი პროპორციული სიის ცისფერ ბიულეტენებს იპარავდა. აღმოჩნდა, რომ პარტიული სიების, ანუ პროპორციული სიების ბიულეტენები იყო უფრო ნაკლები ვიდრე მაჟორიტარების, დაიწერა საჩივარი, ყველა კომისიის წევრის მიერ იქნა ხელმოწერილი ეს საჩივარი. ასევე აღნიშნულ უბანზე მოხდა რეგისტრატორის ცვლილება. ვეღარ გაიგეს გარკვეული ე.წ. პარტიის წარმომადგენლებმა, რომ ჩვენ აქ ვართ, ვართ ყველგან და მაგათი პარპაშის დრო დასრულდა და დღეს საღამოს საბოლოოდ დავუსვამთ წერტილს”-განაცხადა მედიასთან საუბარში ბლოკ “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბესიკ დანელიამ.

 

ნინო ბურჯანაძე მე ხმა მივეცი პროფესიონალებს პარლამენტში და საქართველოს უცხო ქვეყნის ჯარების გარეშე!
11:52 / 08.10.2016
ნინო ბურჯანაძე მე ხმა მივეცი პროფესიონალებს პარლამენტში და საქართველოს უცხო ქვეყნის ჯარების გარეშე!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთელს საქართველოს უსურვებს მშვიდობიან და სტაბილურ დღეს და რა თქმა უნდა - მომავალს.

,,მე, ხმა მივეცი იმას, რომ პარლამენტში იყვნენ პროფესიონალები - ვინც იცის, რა სჭირდება ქვეყანას და როგორ უნდას მოუაროს ჩვენს სამშობლოს. მე, ხმა მივეცი გამთლიანებულ საქართველოს. საქართველოს მავთულხლართების გარეშე - ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს ჯარების გარეშე. ხმა მივეცი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, სიძლიერეს და ნათელ მომავალს.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ,, ჩვენი ამოცანაა მტერი შემოვირიგოთ და მოყვარე მტრად არ გადავიკიდოთ!“
19:00 / 07.10.2016
ნინო ბურჯანაძე ,, ჩვენი ამოცანაა მტერი შემოვირიგოთ და მოყვარე მტრად არ გადავიკიდოთ!“

,,ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა , დღეს, ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ,, კონტაქტი ექვსზე“ - ჟურნალისტ ნინო თოლორდავასთან, პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“ გახდება საპარლამენტო პარტია.

,, პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანს, რომლებმაც ჩემთან ერთად მიიღეს მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენ, უამრავ ადამიანს შევხვდით, მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო და დავინახეთ, რომ მოსახლეობისთვის მისაღებია ის გეგმები, წინადადებები და პოზიციები, რომლებზეც ჩვენ მათ ვესაუბრებოდით. მათთვის მისაღებია ჩვენი დაპირებები და იმედი მაქვს, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ. ჩვენთვის მთავარია არა მარტო პარლამენტში ყოფნა; ჩვენთვის მთავარია ის, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, განვახორციელოთ ის დაპირებები, რასაც ჩვენ, მოსახლეობას ვაძლევთ და ამისათვის საჭიროა, ხვალ, მოსახლეობამ არ დაიზაროს, მოვიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს სამი ნომერი. შემიძლია ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ჩვენ, ნამდვილად განსაკუთრებული პროგრამა გვქონდა და ნამდვილად განსაკუთრებული დაპირებები.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.