განცხადებები
ანონსი
17:20 / 07.10.2016
ანონსი

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, სიით პირველი ნომერი ნინო ბურჯანაძე, ხვალ

8 ოქტომბერს, 11:15 სთ-ზე ხმას მისცემს  საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის 1 კორპუსში, მე-6 საარჩევნო ოლქის 1 უბანზე-

მ. კოსტავას # 72-ში.

საკონტაქტო ტელ: 577 20 90 00

"ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის" მიმართვა
15:06 / 07.10.2016
"ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის" მიმართვა

თანამემამულენო!

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმისთვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში და დღესაც ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერასა და ნდობას. ჩვენ ერთად ხანგრძლივი წინასაარჩვენო კამპანია გავიარეთ.

შემოვიარეთ მთელი საქართველო. თქვენ გხვდებოდით დიდ ქალაქებსა და პატარა სოფლებში.

ვეცადეთ მოგვესმინა ყველასათვის და ამომწურავი პასუხი გაგვეცა ყველა თქვენს შეკითხვაზე.

გაგაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმა, დავინახეთ ამ გეგმისადმი თქვენი მხარდაჭერა და ვიბრძოლებთ ამ გეგმის ბოლომდე მის შესასრულებლად!

ჩვენ ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი.

ხვალ, 8 ოქტომბერს, უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და გავაკეთოთ არჩევანი.

ეს არ არის უბრალო არჩევანი რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შორის.

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა პარტიის ავჭალის ორგანიზაციის ხელმძღვანეილი ირაკლი კოხრეიძე.
18:11 / 06.10.2016
,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა პარტიის ავჭალის ორგანიზაციის ხელმძღვანეილი ირაკლი კოხრეიძე.

,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

პანაშვიდები: 7 და 8 ოპქტომბერს

გამოსვენება: 9 ოქტომბერს - 14. 00

მის: გლადანის მე- 8 მკრ. 27 -ე კორპ. მე-3 სად. მე-3 სართ.

ნინო ბურჯანაძე: ნაციონალების ხელისუფლებაში ვერ მობრუნდებიან ეს გამორიცხულია!
14:02 / 06.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ნაციონალების ხელისუფლებაში ვერ მობრუნდებიან ეს გამორიცხულია!

,,ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ,,20.30“-ს პირდაპირ ეთერში განმარტა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელსაც თავისი ბოლო მომხრეც კი გამოყავს არჩევნების დროსაც და ასეთი მასობრივი შეკრებების დროსაც და მიმართა ტელემაყურებლებს:

,, რაც თქვენ ნახეთ რუსთაველის გამზირზე და ვარდების მოედანზე, ეს არის ის რაოდენობა, რომელიც ნაციონალებს უჭერს მხარს და ეს, არ არის ის რაოდენობა, რომელიც მათ, ხელისუფლებაში მოყვანას უზრუნველყოფს. ასე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროთ, რომ რაიმე ტიპის პანიკის საფუძველი არის. არ შეცდეთ !“

ნინო ბურჯანაძე: არც არაფრის მაქნისი ოცნება და არც დამნაშავე ნაციონალები, შემოხაზეთ 3 ნომერი!
14:00 / 06.10.2016
ნინო ბურჯანაძე: არც არაფრის მაქნისი ოცნება და არც დამნაშავე ნაციონალები, შემოხაზეთ 3 ნომერი!

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მას, ზუსტი ინფორმაცია ექნება არჩევნების დღეს მისი რამდენი მხარდამჭერი მივა არჩევნებზე და რამდენი ადამიანი შემოხაზავს სამიანს და შემდგომ, მისი პოლიტიკური პარტია, ამის მიხედვით იმოქმედებს.

ნინო ბურჯანაძე: ,,მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და სწორედ ამიტომ მინდა საქმის კეთება.
14:36 / 05.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ,,მე  მიყვარს ჩემი ქვეყანა და სწორედ ამიტომ მინდა საქმის კეთება.

,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ტელეკომპანია ,,კავკასიის“, ნინო ჯანგირაშვილი თოქ-შოუში ,,ბარიერი“, აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს გამოჩნდება თუ რამდენად ეფექტური იყო მისი და მისი თანაგუნდელების წინასაარჩევნო კამპანია.

,, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვა , დაგვიჭერს მხარს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმას, რომ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და მივიღეთ ძალიან ეფექტური შედეგი .

ნინო ბურჯანაძე: ,,მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და სწორედ ამიტომ მინდა საქმის კეთება.
14:36 / 05.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ,,მე  მიყვარს ჩემი ქვეყანა და სწორედ ამიტომ მინდა საქმის კეთება.

,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ტელეკომპანია ,,კავკასიის“, ნინო ჯანგირაშვილი თოქ-შოუში ,,ბარიერი“, აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს გამოჩნდება თუ რამდენად ეფექტური იყო მისი და მისი თანაგუნდელების წინასაარჩევნო კამპანია.

,, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვა , დაგვიჭერს მხარს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმას, რომ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და მივიღეთ ძალიან ეფექტური შედეგი. ძალიან კარგი კამპანია გვქონდა მიუხედავად იმისა, რომ მედიარესურსებით შეზღუდულები ვიყავით - ტელევიზიები პრაქტიკულად არ აშუქებდნენ არც ჩვენს შეხვედრებს და არც ინიციატივებს. დებატებშიც, თითქმის არსად არ მიგვიღია მონაწილეობა და საერთოდ, მთელი რიგი პოლიტიკური ორგანიზაციები თავს არიდებდნენ დებატებს.

ნინო ბურჯანაძე: ეს უმსგავსობა ვერ დამთავრდება სანამ სამართლიანობა არ აღსდგება!
11:46 / 05.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ეს უმსგავსობა ვერ დამთავრდება სანამ სამართლიანობა არ აღსდგება!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის რაც გუშინ, გვიან ღამით მოხდა, რა თქმა უნდა, დასაგმობია და იმედი გამოთქვა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაშავდა, მალე გამოჯანმრთელდება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დაპირებებს იმიტომ, რომ ვიცით რას გპირდებით!
18:29 / 04.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დაპირებებს იმიტომ, რომ ვიცით რას გპირდებით!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი , წინასაარჩევნო კამპანით კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევის მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ ამ სოფელშიც , ისევე როგორც თელავსა და გურჯაანში, მოსახლეობა მხარს უჭერს უბლოკო სტატუსს, რაც ძალიან დასაფასებელია.

,, აქ, ადამიანებს, ჩემი საუბარი დიდად არც დასჭირვებიათ იმისათვის, რომ დამერწმუნებინა თუ ვის უნდა მისცენ ხმა. აქ იყვნენ 26 მაისის მონაწილეებიც... კაცებს, ცრემლები ადგებათ თვალზე იმ ღამეს რომ იხსენებენ. არ ვაპატიებთ სააკაშვილს! ნამდვილად არ ვაპატიებთ იმ ხალხსაც ვინც ქართველი კაცები ცრემლებამდე მიიყვანა. აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს!“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე: კახეთში ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი არის სწორედ რუსეთთან ურთიერთობა
15:35 / 04.10.2016
ნინო ბურჯანაძე: კახეთში ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი არის სწორედ რუსეთთან ურთიერთობა

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის “ ლიდერმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები კახეთში დაიწყო, თელავის და გურჯაანის მოსახლეობა მოინახულა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია ამ შეხვედრებით, რადგან კახეთში, ტრადიციულად, ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიულ მოძრაობას“ უამრავი მომხრე ჰყავს იმიტომ, რომ ადამიანებს ძალიან ნათლად და კარგად ესმით ამ პარტიის დაპირებები და ის, რაც წინასაარჩევნო პროგრამაშია ნათქვამი ქვეყნის განვითარებასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით , ეს არის ქვეყნის ხსნა.

ნინო ბურჯანაძე: ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები წავლენ და ევროპაში დაიწყებენ მუშაობას!
12:36 / 04.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები წავლენ და ევროპაში დაიწყებენ მუშაობას!

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღება საქართველოსათვის, ამ ვითარებაში, საკმაოდ რთული იქნებოდა და , რომ ეს დადასტურდა კიდეც.

,, ჩვენს მოსახლეობას უნდა ვუთხრათ სიმართლე, რომ ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები წავლენ და ევროპაში დაიწყებენ მუშაობას. ეს არ არის სამუშაო ვიზები. ეს არის მოკლევადიანი, ევროპაში მოგზაურობისათვის განკუთვნილი ვიზები. რაც შეეხება საერთოდ ვიზებს. არაერთხელ ვთქვი, რომ ხალხის მხარდაჭერისა და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში , მე, ნამდვილად შევძლებ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ამის გაკეთება შედარებით უფრო ადვილად არის შესაძლებელი. თუმცა, ევროპასთან ვიზების გაუქმების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე: მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო სისტემა რადიკალურად შეიცვალოს
12:32 / 04.10.2016
ნინო ბურჯანაძე: მნიშვნელოვანია, რომ  საგადასახადო სისტემა რადიკალურად შეიცვალოს

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებასთან და გადასახადების პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭიროა ბიუჯეტის ჭკვიანურად მოხმარება- გადანაწილება და არა ისე, როგორც ხშირ შემთხვევაში და დღევანდელი ხელისუფლების შემთხვევაშიც ხდება.

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენთვის ბუნებრივი რუსეთის გასაღების ბაზარი
12:30 / 04.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ უნდა დავიბრუნოთ  ჩვენთვის ბუნებრივი რუსეთის გასაღების ბაზარი

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ,,დებატებში“, განმარტა პარტიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შექმნას: უმუშევრებისათვის, ექვსი თვის მანძილზე, უმუშევრობის შემწეობის გაცემას და ამ ექვსი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შემცირდეს სოციალურად დაუცველ ადამიანთა რაოდენობა, ოღონდ არა იმის ხარჯზე, რომ სრულიად უსაფუძვლოდ, სოციალური დახმარება მოუხსნან ადამიანებს, არამედ იმის, რომ ქვეყანაში ამოქმედდეს მცირე და საშუალო ბიზნესი და რეალურად შეიქმნას სამუშაო ადგილები.

ნინო ბურჯანაძე: დებატებზე უარი ნათლად მეტყველებს იმ პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებაზე ამომრჩევლისადმი
12:27 / 04.10.2016
ნინო ბურჯანაძე: დებატებზე უარი ნათლად მეტყველებს იმ პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებაზე ამომრჩევლისადმი

,,ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და ის ოპოზიციური ძალა, რომელიც თავის თავს მთავარ ოპოზიციურ ძალას ეძახის და კიდევ სხვა პარტიები, რომლებსაც ასევე, ძალიან დიდი პრეტენზიები აქვთ, მაგრამ არ მოვიდნენ ,,საზოგადოებრივი ტელევიზიის“ ,,დებატებში“ მონაწილეობის მისაღებად, ნათლად მეტყველებს ამ პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებაზე საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

ნინო ბურჯანაძე: ამ ეტაპზე ნატო საქართველოსთვის არა უშიშროების, არამედ საშიშროების ქოლგაა!
12:26 / 04.10.2016
ნინო ბურჯანაძე: ამ ეტაპზე ნატო საქართველოსთვის არა უშიშროების, არამედ საშიშროების ქოლგაა!

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ,,დებატებში“ , გამოთქვა თავისი თვალსაზრისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ საქართველო ვერ შევა ნატოში და არც უნდა შევიდეს.

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ შეშფოთებას გამოთქვამს გორში მომხდარი ინციდენტის გამო
14:04 / 03.10.2016
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ შეშფოთებას გამოთქვამს გორში მომხდარი ინციდენტის გამო

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“ შეშფოთებას გამოქვამს გუშინ, გორში მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად სწრაფად იქნას გამოძიებული დანაშაული.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების დაკავება არის უმნიშვნელოვანესი, მითუფრო მაშინ, როდესაც დანაშაული უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს.

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“ სწრაფ და სრულყოფილ გამოჯანმრთელებას უსურვებს ინციდენტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

 

ნინო ბურჯანაძე: მოსახლეობაში დიდია მხარდაჭერა უბლოკო სტატუსისადმი!
14:01 / 03.10.2016
ნინო ბურჯანაძე: მოსახლეობაში დიდია მხარდაჭერა უბლოკო სტატუსისადმი!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ შეხვედრას ბევრი ადამიანი დაესწრო, თბილ ვითარებაში ჩაიარა და ინტერესი დიდი იყო.

,,ადამიანები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს ჩვენი პარტიის პოზიციას. ასევე დიდია მხარდაჭერა უბლოკო სტატუსისადმი იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კარგად ესმით , რას ნიშნავს მეზობლებთან კარგი ურთიერთობა. ამავდროულად , მათთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია ბაზრის გახსნა, რომ შეძლონ თავიანთი პროდუქციის გასაღება.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე: არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველივე დღეებიდან დავიწყებთ სოციალური პრობლემების მოგვარებას!
00:00 / 03.10.2016
ნინო ბურჯანაძე: არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველივე დღეებიდან დავიწყებთ სოციალური პრობლემების მოგვარებას!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი , წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ასპინძისა და გორის მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთან საუბარი იმიტომ, რომ ყველაზე მტკივნეულად 2008 წლის ომი ამ რეგიონებს შეეხო და შეპირდა მოსახლეობას, რომ ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ომი აღარ იქნება.

,,ჩვენი შვილები არ დაიღუპებიან უაზრო ომში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, იყოს სიმშვიდე. ამ შეხვედრაზე არიან როგორც გორელები, ასევე დევნილები და სწორედ მათ უნდა იცოდნენ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელსაც გვაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ დევნილები საკუთარ სახლებში დავაბრუნოთ.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"გიგლა ბარამიძე კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს. მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დღეს სოფელ ოქროყანაში მცხოვრები ოჯახები მოინახულა.
23:45 / 02.10.2016
"გიგლა ბარამიძე კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს. მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დღეს სოფელ ოქროყანაში მცხოვრები ოჯახები მოინახულა.

გიგლა ბარამიძემ, "ნინო ბურძანაძე- დემოკრატიული მოძრაობის" პროგრამა კიდევ ერთხელ გააცნო მოსახლეობას, რომლებსაც სოციალური მდგომარეობა ძალიან აწუხებთ და სამუშაო ადგილების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ ოჯახების მატერიალურად უზრუნველყოფას.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მაცხოვრებლების პრობლემები მოისმინა და თავის მხრივ ამომრჩევლებს დაპირდა რომ თავის გუნდთან ერთად, გამარჯვების შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს და უმაკცრესად გააკონტროლებს იმ კონკრეტულ ორგანოებს რომლებსაც ევალებათ ამ პრობლემების გადაჭრა და მოგვარება. "

გიორგი ახვლედიანი: ორპარტიული პარლამენტის შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრი ქუჩაში გამოვალთ!
16:26 / 02.10.2016
გიორგი ახვლედიანი: ორპარტიული პარლამენტის შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრი ქუჩაში გამოვალთ!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახველდიანი აცხადებს, რომ სოციაოლოგიური კვლევებით „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, რომ მომავალი პარლამენტი ორპარტიული იყოს.

როგორც ახვლედიანმა „აიპრესს“ განუცხადა, ეს წარმოუდგენელია. მისი შეფასებით, ორპარტიული პარლამენტი იმას ნიშნავს, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა. პოლიტიკოსი ამას გამორიცხავს, თუმცა ამბობს რომ თუ ეს მაინც მოხდება ეს რევოლუციის საფუძველი გახდება.