განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: თურქეთი ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორიც რუსეთი ან სხვა მეზობელი სახელმწიფო!
17:21 / 24.09.2016
ნინო ბურჯანაძე: თურქეთი ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორიც რუსეთი ან სხვა მეზობელი სახელმწიფო!

,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური ლიდერის, რეკლამასა ან განცხადებაში არის რაიმე მიმართული, ნებისმიერი სახელმწიფოს ან ნებისმიერი ეროვნების საწინააღმდეგოდ, არ არის მისაღები და ამას ძალიან დიდი სიფრთხილე ჭირდება.

ნინო ბურჯანაძე ჩვენ გამოვიყვანთ ოზურგეთს და ქვეყანას არსებული სტაგნაციიდან!
17:19 / 24.09.2016
ნინო ბურჯანაძე ჩვენ გამოვიყვანთ ოზურგეთს და ქვეყანას არსებული სტაგნაციიდან!

,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ოზურგეთში მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ ჩხაიძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბატონინი ზურაბი არის ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა თავის კუთხესა და ქვეყანაზე და შეუძლია დაპირებების შესრულება.

„ჩვენ შეგვიძლია და გამოვუყვანთ ოზურგეთს და ქვეყანას იმ სტაგნაციიდან იმ გაყინული და ჭაობის ვითარებიდან, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ,,ქართული ოცნების“ ოთხ წლიანი მმართველობის შედეგად“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ სწორი გზა გვაქვს არჩეული და აჭარა ტრადიციულად მხარს გვიჭერს
13:53 / 24.09.2016
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ სწორი გზა გვაქვს არჩეული და აჭარა ტრადიციულად მხარს გვიჭერს

დღეს ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აჭარაში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ნინო ბურჯანაძემ ბათუმის საზაფხულო თეატრში მოსახლეობასთან შეხვერა გამართა.

,,ძალიან მინდა ამ ადამიანებს კარგად ავუხსნა ის ჩვენი პროგრამა, რომელიც, ვთვლი, რომ მართლა გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას კრიზისიდან. ჩვენ, ნამდვილად სწორი გზა გვაქვს არჩეული და აჭარა ტრადიციულად მხარს გვიჭერს. ჩვენ მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომლებიც ვერა და ვერ მოგვარდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენი კონკრეტული მესიჯებია ქვეყნის სტაბილურობა, უბლოკო სტატუსი და ეკონომიკი წინსვლა“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ნინო ბურჯანაძე მეორე დღეა აჭარის რაიონებში შეხვედრებს მართავს
13:38 / 24.09.2016
ნინო ბურჯანაძე მეორე დღეა აჭარის რაიონებში შეხვედრებს მართავს

ნინო ბურჯანაძემ ხელვაჩაურის მაცხოვრებლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ შეხვედრამ ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. მიუხედავად ცუდი ამინდისა, მოსახლეობამ არ დაიზარა და მოვიდა შეხვედრაზე, რისთვისაც ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა ხელვაჩაურის მოსახლეობას.

ნინო ბურჯანაძე: მთავრობა იღებს 100 000 ლარიან პრემიებს როდესაც ხალხი შიმშილის ზღვარზეა!
16:56 / 23.09.2016
ნინო ბურჯანაძე: მთავრობა იღებს 100 000 ლარიან პრემიებს როდესაც  ხალხი შიმშილის ზღვარზეა!

დღესვე, ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის ‘’ ლიდერს შუახევის რაიონის მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა და მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

,,სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ასეთი კანონი მიიღო: ხულოს , შუახევსა და ქედას, ამ სამივე რაიონს, პრაქტიკულად, წაართვა დამოუკიდებელი მაჟორიტარის ყოლის საშუალება. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევეცადეთ, ისეთი კანდიდატები შეგვერჩია ბ-ნების მიხეილ მახარაძისა და მამუკა ღორჯომელიძის სახით, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ამ სამივე რაიონისათვის - გვერდში დაუდგებიან მოსახლეობას და იქნებიან მათი წარმომადგენლები, როგორც უზენაეს საბჭოში ასევე საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, ვთხოვ მოსახლეობას, რომ აუცილებლად შემოხაზონ ნომერი სამი - პარტიულ არჩევნებშიც და მაჟორიტარულ არჩევნებშიც.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე: რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით მივაღწევთ ეკონომიკურ წინსვლას!
13:33 / 23.09.2016
ნინო ბურჯანაძე: რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით მივაღწევთ ეკონომიკურ წინსვლას!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის ‘’ ლიდერი, ხულოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა, გააცნო პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა და აღნიშნა, რომ პარტიას, ამ რაიონში, ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჰყავს - მამუკა ღორჯომელიძე და მიხეილ მახარაძე და პარლამენტში გასვლის შემთხვევაში, ისინი, აუცილებლად მოაგვარებენ ამ რაიონის მოსახლეობის პრობლემებს.

ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხულოს რაიონში, ტრადიციულად, ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას“ და ეს არის მოსახლეობის სწორი არჩევანი.

,,ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, დღეს კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიდატი წარუდგინა ქუთაისის მოსახლეობას.
18:18 / 22.09.2016
,,ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, დღეს  კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიდატი წარუდგინა ქუთაისის მოსახლეობას.

ნინო ბურჯანაძის თქმით დავით წიტაიშვილი არის ქუთაისელებისთვის პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს თითოეული ადამიანის პრობლემებს. არის ქუთაისის უნივერსიტეტის

ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე ყურადღება ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილა და განაცხადა რომ დღეს ეკონომიკური კუთხით ქვეყანას სერიოზული გარღვევა აქვს.

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ჭიათურის მოსახლეობას მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარინა ვაშაძე წარუდგინა.
16:50 / 22.09.2016
"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ჭიათურის მოსახლეობას მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარინა ვაშაძე წარუდგინა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით მარინა ვაშაძე არაჩვეულებრივი იურისტია, იცის ჭიათურის პრობლემები და მოტივირებულია რომ თავი არ შეირცხვინოს თავისი თანაქალაქელების წინაშე. პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ:- ,,მთავარი დაპირება არის ის, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს სწორი გზით, ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ პროფესიონალები, ადამიანები რომლებმაც არამარტო იციან ხალხის გაჭირვება და არამარტო იციან კარგად ლაპარაკი, არამედ პრობლემების მოგვარებაც იციან.“

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას უმასპინძლეს
14:55 / 22.09.2016
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას უმასპინძლეს

დღეს, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩვენო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციასთან.

ნინო ბურჯანაძე: ხაშურში, ხალხმა ვერც ერთი გადაჭრილი პრობლემა ვერ დამისახელა
13:54 / 22.09.2016
ნინო ბურჯანაძე: ხაშურში, ხალხმა ვერც ერთი გადაჭრილი პრობლემა ვერ დამისახელა

,,ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ხაშურის მოსახლეობას, მაჟორიტარი კანდიდატი, გია ბერიძე წარუდგინა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანა არის ძალიან მძიმე სისტემურ კრიზისში , რომელსაც ჭირდება სერიოზული გარდატეხა და პროფესიონალის ხელი.

ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილზე ეს პირადად იუშენკოსა და კაჩინსკისგან ვიცი!
13:01 / 22.09.2016
ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილზე ეს პირადად იუშენკოსა და კაჩინსკისგან ვიცი!

რუსეთს საქართველოსთან ძალიან ბევრი შეთანხმება აქვს შესრულებული, - განაცხადა „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას.

ნინო ბურჯანაძემ 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ რუსეთისაგან შეშინებული სააკაშვილი მზად იყო ნებისმიერი შეტანხმებისათვის მოეწერა ხელი, ოღონდ მის პირად კეთილდღეობას საფრთხე არ დამუქრებოდა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სააკაშვილმა ხელშეკრულების ისეთ ფორმულირებას მოაწერა ხელი,. რომელიც „მისი გასამართლების საფუძველი უნდა გახდეს“ და ეს ინფორმაცია მას მაშინდელი მოვლენების მონაწილეების: იუშჩენკოსა და კაჩინსკისაგან აქვს, რომლებიც ეხვეწებოდნენ სააკაშვილს, ამას ხელი არ მოაწეროო“.

 

ნინო ბურჯანაძე სწორედ იმ ადამიანებმა უნდა დამიჭირონ მხარი ვინც ომის უბედურება გამოიარა, რომ მავთუხლხლართები ალაგდეს და ომი აღარასოდეს განმეორდეს
12:30 / 22.09.2016
ნინო ბურჯანაძე სწორედ იმ ადამიანებმა უნდა დამიჭირონ მხარი ვინც ომის უბედურება გამოიარა, რომ მავთუხლხლართები ალაგდეს და ომი აღარასოდეს განმეორდეს

,,ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ,,PalitraTv”-ს ეთერში ყველა დედას ღვთისმშობლობა მიულოცა, განსაკუთრებით აფხაზდეთსა და ოსეთში გმირულად დაღუპულ შვილმკვდარ დედებს და განაცხადა რომ, ზუსტად ეს დედები უნდა იყვნენ ნინო ბურჯანაძს მხარდამჭერები, რადგან მომავალში სხვა დედებმა არ დაკარგონ შვილები, გმირი ბიჭები.

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
00:20 / 22.09.2016
"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა", როგორც პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია მოქალაეების, ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების წინაშე, ყურადღებით აკვირდება პარტიის აქტივისტებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საქმიანობას. ქ.რუსთავში, ჩვენი აქტივისტების მიერ გამოვლენილ იქნა სამწუხარო ფაქტი - ბატონი ივანე შათირიშვილს მიერ ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალასთან გარიგებაში შესვლის მცდელობა. პარტიის მთავარი საბჭოს გადაწყვეტილებით ივანე  შათირიშვილის კანდიდატურა დაუყოვნებლივ მოიხსნა შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში.

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" მომავალშიც უმკაცრეს კონტროლს განახორციელებს მსგავსი არაკეთილსინდისიერი და ფარული გარიგებისაგან ამომრჩევლის მაქსიმალურად დასაცავად.

 

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭო

 

თბილისი

21 სექტემბერი 2016

ნინო ბურჯანაძე ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
15:58 / 21.09.2016
ნინო ბურჯანაძე ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, პარტიის სათაო ოფისში საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და ასევე ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ საპარლამენტო პროგრამას. შეხვედრამ კონსტრუქციულ, საქმიან გარემოში ჩაიარა და ორ საათამდე გაგრძელდა. ნინო ბურჯანაძემ სტუმრებს ასევე გადასცა წინასაარჩევნოდ რეგიონებსა და თბილისში მისი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკიც, რომელზე დასწრების სურვილი მისიის წარმომადგენლებმა თავად გამოხატეს.

 

ნინო ბურჯანაძე: აუცილებლად მოვუღებთ ბოლოს იმ უსამართლობას რაც ამდენი წელია ტანჯავს და აწუხებს ხალხს
12:49 / 21.09.2016
ნინო ბურჯანაძე: აუცილებლად მოვუღებთ ბოლოს იმ უსამართლობას რაც ამდენი წელია ტანჯავს და აწუხებს ხალხს

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში უხვად არიან საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ უბლოკო სტატუსს და რომ ისინი აუცილებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და შემოხაზავენ სამიანს.

,,ჩვენ ვპირდებით ამ ადამიანებს, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად მოეღება ბოლო იმ უსამართლობას და განუკითხაობას, რაც ამდენი წელია ტანჯავს და აწუხებს მათ“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

 

ნინო ბურჯანაძე რულოვსს: კარგად გაიხსენეთ რა მეთოდებს იყენებდა თქვენი მეუღლე მოსახლეობის მიმართ!
21:27 / 20.09.2016
ნინო ბურჯანაძე რულოვსს: კარგად გაიხსენეთ რა მეთოდებს იყენებდა თქვენი მეუღლე მოსახლეობის მიმართ!

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვინც „ნაცმოძრაობას“ მისცემს ხმას თანამონაწილე ხდება იმ უბედურების, რაც ამ პარტიამ გააკეთა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა.

ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, „ნაცმოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსსაც მიმართავს, რომ უკანონო ქმედებები მისი მეუღლის მიხეილ სააკაშვილის დანერგილია.

ნინო ბურჯანაძე: პარლამენტმა უნდა იზრუნოს რომ მთავრობაში იყოს ის ძალა, რომელიც მოაგვარებს ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს
18:37 / 20.09.2016
ნინო ბურჯანაძე: პარლამენტმა უნდა იზრუნოს რომ მთავრობაში იყოს ის ძალა, რომელიც  მოაგვარებს  ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერი მუხიანის მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ არ გაკვირვებია, რომ შეხვედრა დაიწყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემაზე საუბრით.

ნინო ბურჯანაძე: 26 მაისის აქციის დარბევის მწვანე შუქის მიმცემი აშშ-ს ელჩთან ერთად დღეს ,,ქართული ოცნების“ სიის მთავარი სახეა!
15:54 / 20.09.2016
ნინო ბურჯანაძე: 26 მაისის აქციის დარბევის მწვანე შუქის მიმცემი აშშ-ს ელჩთან ერთად დღეს ,,ქართული ოცნების“ სიის მთავარი სახეა!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებზე 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციიდან.

,,დღეს, ტელევიზიით კიდევ ერთხელ ვიხილეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და ამაზრზენი კადრები, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ,,ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, იმ ,,ნაციონალური მოძრაობისა“ რომელიც დღეს, ბედავს, თითს გვიქნევს და ამბობს, რომ ის ხელისუფლებაში მოვა იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გაზაზე დადგეს. კარგად დავინახეთ, თუ როგორი შემართებით და გაფაციცებით იყვნდენ, რომ თავიანთი მოსახლეობა დაესაჯათ.

„ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“ N4 ოლქში ჯონდი ბაღათურიას დაუჭერს მხარს, „ქართული დასი“ კი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდს მთელი საქართველოს მასშტაბით
13:42 / 20.09.2016
„ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“ N4 ოლქში ჯონდი ბაღათურიას დაუჭერს მხარს, „ქართული დასი“ კი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდს მთელი საქართველოს მასშტაბით

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ საბურთალოს რაიონის N 4 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ წარადგენს და მხარს დაუჭერს ,,ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიას. მთელი საქართველოს მასშტაბით კი ,,ქართული დასის“ აქტივი მხარს დაუჭერს ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიულ მოძრაობას“. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ და ჯონდი ბაღატურიამ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს.

დიმიტრი ლორთქიდაფიძე ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ახსენდებოდეს!
11:34 / 20.09.2016
დიმიტრი ლორთქიდაფიძე ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ახსენდებოდეს!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, სანზონის დასახლებაში, გურამიშვილის გამზირის

N14 მოსახლეობას შეხვდა და გააცნო პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა.

,,ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა. უამრავი პრობლემა აქვს მოსახლეობას. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ამ უბნის ახალგაზრდებს და მოზარდებს ერთი მარტივი თხოვნა აქვთ ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან - გაკეთდეს მოედანი, რაზეც პასუხი არის მუდმივად უარყოფითი. კატეგორიულად მოვითხოვთ რაიონის გამგეობისგან და თუნდაც ცენტრალური ხელისუფლებისგან, რომ აუცილებლად გაითვალიწინონ ამ ბავშვების და საერთოდ საზოგადოების აზრი და მიაქციონ ყურადღება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა ხმების და მხარდაჭერის იმედი უჩნდებათ ხოლმე მათ, წინასაარჩევნოდ - ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ახსენდებოდეს! “-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.