განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: 26 მაისის აქციის დარბევის მწვანე შუქის მიმცემი აშშ-ს ელჩთან ერთად დღეს ,,ქართული ოცნების“ სიის მთავარი სახეა!
15:54 / 20.09.2016
ნინო ბურჯანაძე: 26 მაისის აქციის დარბევის მწვანე შუქის მიმცემი აშშ-ს ელჩთან ერთად დღეს ,,ქართული ოცნების“ სიის მთავარი სახეა!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებზე 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციიდან.

,,დღეს, ტელევიზიით კიდევ ერთხელ ვიხილეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და ამაზრზენი კადრები, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ,,ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, იმ ,,ნაციონალური მოძრაობისა“ რომელიც დღეს, ბედავს, თითს გვიქნევს და ამბობს, რომ ის ხელისუფლებაში მოვა იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გაზაზე დადგეს. კარგად დავინახეთ, თუ როგორი შემართებით და გაფაციცებით იყვნდენ, რომ თავიანთი მოსახლეობა დაესაჯათ.

„ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“ N4 ოლქში ჯონდი ბაღათურიას დაუჭერს მხარს, „ქართული დასი“ კი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდს მთელი საქართველოს მასშტაბით
13:42 / 20.09.2016
„ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“ N4 ოლქში ჯონდი ბაღათურიას დაუჭერს მხარს, „ქართული დასი“ კი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდს მთელი საქართველოს მასშტაბით

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ საბურთალოს რაიონის N 4 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ წარადგენს და მხარს დაუჭერს ,,ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიას. მთელი საქართველოს მასშტაბით კი ,,ქართული დასის“ აქტივი მხარს დაუჭერს ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიულ მოძრაობას“. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ და ჯონდი ბაღატურიამ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს.

დიმიტრი ლორთქიდაფიძე ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ახსენდებოდეს!
11:34 / 20.09.2016
დიმიტრი ლორთქიდაფიძე ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ახსენდებოდეს!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, სანზონის დასახლებაში, გურამიშვილის გამზირის

N14 მოსახლეობას შეხვდა და გააცნო პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა.

,,ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა. უამრავი პრობლემა აქვს მოსახლეობას. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ამ უბნის ახალგაზრდებს და მოზარდებს ერთი მარტივი თხოვნა აქვთ ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან - გაკეთდეს მოედანი, რაზეც პასუხი არის მუდმივად უარყოფითი. კატეგორიულად მოვითხოვთ რაიონის გამგეობისგან და თუნდაც ცენტრალური ხელისუფლებისგან, რომ აუცილებლად გაითვალიწინონ ამ ბავშვების და საერთოდ საზოგადოების აზრი და მიაქციონ ყურადღება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა ხმების და მხარდაჭერის იმედი უჩნდებათ ხოლმე მათ, წინასაარჩევნოდ - ხელისუფლებას მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ახსენდებოდეს! “-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

გიორგი ახვლედიანი: ტელევიზიებში "დემოკრატიული მოძრაობის" გაშუქება არასამართლიანი და ტენდენციურია
16:36 / 19.09.2016
გიორგი ახვლედიანი: ტელევიზიებში "დემოკრატიული მოძრაობის" გაშუქება არასამართლიანი და ტენდენციურია

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მე-7 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ტელეკომპანიები პარტიას არაობიექტურად აშუქებენ.

ახვლედიანის თქმით, "ხელისუფლებასა და "ნაცმოძრაობას" აქვთ რესურსი, გადაინაწილონ ტელევიზიები, აქედან გამომდინარე, მათ საინფორმაციო პოლიტიკაში "დემოკრატიული მოძრაობის" წინასარჩევნო კამპანიის გაშუქების საკითხი არ ჯდება".

ნინო ბურჯანაძემ მთაწმინდის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე წარუდგინა
11:41 / 19.09.2016
ნინო ბურჯანაძემ მთაწმინდის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე წარუდგინა

დღეს, ,,ნინო ბუჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ვერის პარკში, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას წარუდგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე. ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე მთაწმინდის მოსახლეობას ასევე პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

,,ჩვენ კარგად ვიცით მოსახლეობის პრობლემები და ასევე ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანებს აქვთ ისეთი ხედვა, ზუსტად იმ მიმართულებით, როგორც ჩვენ - ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. მათ სჯერათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემების მოგვარება და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ.“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო
16:55 / 18.09.2016
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას  ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მწერლის და პუბლიცისტის, ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ნოდარ ტაბიძის ღვაწლი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში ფასდაუდებელია, მან წარმატებულ ჟურნალიტთა მთელი პლეადა აღუზარდა საქართველოს. დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერებისა და ჟურნალისტიკის ისტორიაში.

 

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მოქანდაკის მერბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო
16:49 / 18.09.2016
,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მოქანდაკის  მერბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მოქანდაკის მერბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.

მერაბ ბერძენიშვილი არა მარტო ჩვენი დროის საუკეთესო მოქანდაკე, არამედ დიდი და საინტერესო პიროვნება გახლდათ.

ბატონი მერაბის შემოქმედება ქართული გენის, ჯიშისა და ტრადიციის ნამდვილი ზეიმია. მრავალ ჯილდოთაგან და წოდებათაგან ერთ - ერთი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ხალხის სიყვარული და „დიდი ქართველი მოქანდაკის“ სახელია რომელიც ბატონმა მერაბბა დაიმსახურა თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით.

მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული ხელოვნებისათვის.

 

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ვიქნებით ხალხის ნამდვილი ხმა პარლამენტში!
16:40 / 18.09.2016
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ვიქნებით ხალხის ნამდვილი ხმა პარლამენტში!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული” მოძრაობის ლიდერმა კუკიის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ პრობლემებს მოუსმინა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანებს ესმით, რომ ადგილობრივი და ლოკალური პრობლემები ისე ვერ მოგვარდება, თუ ქვეყანაში არ იქნება რეალური და სისტემური ცვლილებები.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ეს არის ოცნების მანიპულირებული კვლევები ე.წ. შუას გაკრეფის მიზნით“
22:31 / 17.09.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ეს არის ოცნების მანიპულირებული კვლევები ე.წ. შუას გაკრეფის მიზნით“

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი მცდელობა, რომ შეიქმნას ორპარტიული სისტემის ილუზია.

გიორგი ახვლედიანი ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა
16:52 / 17.09.2016
გიორგი ახვლედიანი ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა
"ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ახვლედიანმა დღეს ამომრჩეველთან შეხვედრა სოფელ ფონიჭალაში გამართა.
ნინო ბურჯანაძე: არ ვიცი სად გაიხსნა 100 და 160 საწარმო საქართველოში, სადაც დავდივარ არც ერთი არ მინახავს!
16:34 / 17.09.2016
ნინო ბურჯანაძე: არ ვიცი სად გაიხსნა 100 და 160 საწარმო საქართველოში, სადაც დავდივარ არც ერთი არ მინახავს!

დღეს, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ ლიდერი წყალტუბოსა და ხონის მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საზოგადოება სწორად აფასებს რეალობას. მოსახლეობა კოაბიტაციური პოლიტიკის გამო, პირდაპირ ადანაშაულებს ხელისუფლებას ,,ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებაში.

ნინო ბურჯანაძე ადამიანები შემოხაზავენ ნომერ 3-ს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
18:30 / 16.09.2016
ნინო ბურჯანაძე ადამიანები შემოხაზავენ ნომერ 3-ს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის’’ ლიდერი, ტყიბულისა და თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა. მისი განცხადებით ტყიბულელ ხალხს, სრულიად გაცნობიერებული აქვს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ პროგრამის ძირითადი დებულელები და მხარს მას.

ნინო ბურჯანაძე: დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ იმ ხმების დაცვას რომლებსაც აუცილებლად მივიღებთ
16:15 / 16.09.2016
ნინო ბურჯანაძე: დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ იმ ხმების დაცვას რომლებსაც აუცილებლად მივიღებთ

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ამბროლაურის მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით ადამიანებს სჭირდებათ იმისი გარანტია, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად და სამართლიანად.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად, ჩვენ შევძლებთ და დავიცავთ იმ ხმებს, რომლებსაც აუცილებლად მივიღებთ და შევასრულებთ იმ დაპირებებს რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია .სამარცხვიანოა, რომ პრაქტიკულად იგივე პრობლემებია ამბროლაურში, რაც ოთხი წლის წინ იყო. ადამიანები არიან უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში - არა აქვთ სასმელი წყალი, ქალაქის ნახევარი არ არის გაზით უზრუნველყოფილი. ეს არის მართლაც სრული გაუგებრობა და სრული უპატრონობა, რასაც ნამდვილად უნდა მოეღოს ბოლო.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ბაკურ ბაკურაძე: ყველა ცარიელი ბიულეტენი მიდის იმ პოლიტიკური ძალის ყულაბაში, ვის გამოც არჩევნებზე არ მიხვალთ!
14:41 / 16.09.2016
ბაკურ ბაკურაძე:  ყველა ცარიელი ბიულეტენი მიდის იმ პოლიტიკური ძალის ყულაბაში, ვის გამოც არჩევნებზე არ მიხვალთ!

დღეს, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაკურ ბაკურაძემ გამართა ბრიფინგი საპარლამენტო არჩევნებზე დაგეგმილ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ქვეყანაში კვლავ გრძელდება, მავნე პრაქტიკა, არჩევნების წინ სხვადასხვა ფალსიფიცირებული კვლევებით ამომრჩევლის ზომბირების მცდელობის.

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლების დამსახურებით ადამიანებს უსამართლობის განცდა აქვთ!
17:00 / 15.09.2016
ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლების დამსახურებით ადამიანებს უსამართლობის განცდა აქვთ!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი კახეთის საგარეჯოს რაიონის სოფ. ლამბალოს მოსახლეობას შეხვდა.

,,ძლიან სასიამოვნო იყო, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა დღეს ამ შეხვედრაზე, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანებს აქვთ უსამართლობის განცდა, რაც არასწორი და ცუდია ხელისუფლების მხრიდან. მიხარია, რომ შეხვედრამ ქართულ ენაზე ჩაიარა, მაგრამ ამავდროულად, არის ძალიან დიდი წუხილი იმაზე, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობა არ არის დასაქმებული.

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ მივიღებთ სერიოზულ წარმომადგენლობით მანდატს საქართველოს პარლამენტში
15:21 / 15.09.2016
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ მივიღებთ სერიოზულ წარმომადგენლობით მანდატს საქართველოს პარლამენტში

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრეობის“ ლიდერი, საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ძალიან ბევრი პრობლემაა საგარეჯოში ისევე, როგორც მთელს კახეთში.

„ჩვენ გვექნება შეხვედრები თელავში, იორმუღალოში და შემდგომ დღეებში სხვა რაიონებშიც, გავაცნობთ მოსახლეობას ჩვენს დაპირებებს და იმას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დაპირებების შესრულებას. ვხედავ, რომ ადამიანები, ნამდვილად სწორად იგებენ ჩვენს პოზიციას, გვყავს ძალიან ბევრი მხარდაჭერი და იმედი მაქვს, ამ მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ მივიღებთ სერიოზულ წარმომადგენლობით მანდატს საქართველოს პარლამენტში.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი შინდისის მოსახლეობას შეხვდა
14:45 / 15.09.2016
კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი შინდისის მოსახლეობას შეხვდა

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჯორიტარმა კანდიდატმა, გიოირგი ახვლედიანმა, სოფ. შინდისში გამართა შეხვედრა. მთავარი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას შინდისში აწუხებს, საკანალიზაციო სისტემის არარსებობაა.

ახვლედიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შინდისში სისტემა მაწილობრივ არსებოს, წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის 90% -ის ამ სისტემასთან მიერთება.

,,აღნიშნული პრობლემა არ უკავშირდება დიდ საბიუჯეტო ხარჯებს.

ეს, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა და უყურადღებობის ბრალია.“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

დეპუტატობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, შინდისის მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

 

„ნინო ბუჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
12:10 / 15.09.2016
„ნინო ბუჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა მოსწავლესა და სტუდენტს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. უსურვებს ყველა ახალგაზრდას ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც სწავლის შესაძლებლობა ექნება შეუზღუდავად ყველა მოქალაქეს. მადლობას ვუხდით ყველა პედაგოგს იმისათვის, რომ ბევრისათვის წარმოუდგენლად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და მაინც ახერხებენ ნიჭიერი ახალი თაობის აღზრდას.

ნინო ბურჯანაძე აუცილებელია ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია
19:08 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე აუცილებელია ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი უნარშეზღუდულებს თანაბარ შესაძლებლობებს პირდება.

მისი თქმით, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს უნარშეზღუდული მოქალაქეების მიმართ.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება; მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში; სულიერი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სისავსემ და მრავალფეროვნებამ გააქარწყლოს შეზღუდული შესაძლებლობებით გამოწვეული წუხილი და სოციალური დისკომფორტი", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე: ვიცით რა უნდა შევცვალოთ და გვაქვს საამისო გამბედაობაც ცოდნაც და უნარიც
19:06 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: ვიცით რა უნდა შევცვალოთ და გვაქვს საამისო გამბედაობაც ცოდნაც და უნარიც

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ პარტია ფუჭ დაპირებებს არ იძლევა.

"თბილისი მარიოტში" საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პარტიის მიერ ჩამოთვლილი ცვლილებების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის ზრდა ორნიშნა ციფრით, როგორც ამას სხვა პარტიები გპირდებიან.