განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: "აქცენტი რეალურად უნდა გაკეთდეს დაავადებათა ადრეულ სტადიაზე გამოკვლევასა და მკურნალობაზე"
19:01 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: "აქცენტი რეალურად უნდა გაკეთდეს დაავადებათა ადრეულ სტადიაზე გამოკვლევასა და მკურნალობაზე"

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ამომრჩეველს ეფექტიან და სამართლიან ჯანდაცვას სთავაზობს.

"თბილისი მარიოტში" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხალხის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია გამართული, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული და საზოგადოებრივად სამართლიანი ჯანდაცვის სისტემა.

ნინო ბურჯანაძე: მიხარია, რომ დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ პარტიის პროგრამის პრეზენტაციას!
18:05 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: მიხარია, რომ დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ პარტიის პროგრამის პრეზენტაციას!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“, პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

,,მოხარული ვარ, რომ დღეს, ნამდვილად დაინტერესებული ადამიანები იყვნენ ჩვენი პროგრამის განხილვაზე. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროგრამაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ქვეყნის წინსვლის, ადამიანის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პროგრამა და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს, რასაც ჩვენ ახლა გპირდებით - პენსიებთან დაკავშირებული, სოციალური, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება. ამ პროგრამის დოკუმენტებიდან იქნება გამომდინარე. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ ახალი ბაზრები, მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, ჩავდოთ თანხები ეკონომიკაში, წარვმართოთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყებთ იმ რეალობას, რომ საქართველოში, მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ შევასრულებთ ამ დაპირებებს და გთხოვთ, რომ შემოხაზოთ ნომერი 3“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ნინო ბურჯანაძე: ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეროვნული გამოცდები გაუქმდეს
17:11 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეროვნული გამოცდები გაუქმდეს

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ჩვენი გზაა თანამედროვე სამყაროში.

 

მისი თქმით, ასწლეულების განმავლობაში საქართველოს მსოფლიო იცნობდა მეცნიერებით, ხელოვნებით, უძველესი და უნიკალური თვითმყოფადი კულტურით.

 

ნინო ბურჯანაძე: საქართველოს უნდა დაუბრუნდეს მილიარდობით თანხა, რომელიც გაიზიდა ქვეყნიდან
17:09 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: საქართველოს უნდა დაუბრუნდეს მილიარდობით თანხა, რომელიც გაიზიდა ქვეყნიდან

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, ქვეყნაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, რომელიც დღითიდღე მძიმდება.

"თბილისი მარიოტში" საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ სოციალურ პროგრამებში მსხვილი ბიზნესის მონაწილეობის მართებული ფორმა უნდა შეიმუშაოს, რათა საქართველოს შეძლებულმა მოქალაქეებმა მეტი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა გამოავლინონ და რეალურად დაუდგნენ გვერდით გაჭირვებულებს.

ნინო ბურჯანაძე:ქვეყანა შიდაეკონომიკური საფრთხეების წინაშე დგას
17:06 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე:ქვეყანა შიდაეკონომიკური საფრთხეების წინაშე დგას

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში სოციალური საფრთხეები მწვავდება.


მისი თქმით, არ არსებობს კონცეპტუალურ საფუძველზე მდგომი თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა.

"საქართველოს ბუნებრივი უპირატესობანი გამოუყენებელია.

ნინო ბურჯანაძე: "მოსახლეობას ვთავაზობთ კანონპროექტს ამპაროს პროცედურის სასამართლოების შემოსაღებად"
17:02 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: "მოსახლეობას ვთავაზობთ კანონპროექტს ამპაროს პროცედურის სასამართლოების შემოსაღებად"

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, სასამართლო ხელისუფლება საქართველოში გადაუდებელ რეფორმირებას საჭიროებს.


მისი თქმით, სასამართლო სამართლიანი, კომპეტენტური, ობიექტური, მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი და იაფი უნდა იყოს.

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყებას
16:54 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყებას

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა საარჩევნო პროგრამის წარდგენისას უმთავრეს მიზნებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" უმთავრესი მიზანია: საქართველო საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ობიექტის ნაცვლად მის სუბიექტად ჩამოყალიბდეს.

ნინო ბურჯანაძე: "სახელმწიფო არსებობს ადამიანისთვის და არა ადამიანი სახელმწიფოსთვის!“
16:11 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე:  "სახელმწიფო არსებობს ადამიანისთვის და არა ადამიანი სახელმწიფოსთვის!“

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დამსწრე საზოგადოებას პარტიის საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

 

ნინო ბურჯანაძემ ქართული სახელმწიფოს ორ ძირითად ამოცანაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ესაა საკუთარი მოქალაქეების შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყანაში საყოველთაო კეთილდღეობის ეკონომიკური საფუძვლების შექმნა.

 

ნინო ბურჯანაძე: საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ქვეყნის გამაერთიანებელი სამოქმედო გეგმა
16:08 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ქვეყნის გამაერთიანებელი სამოქმედო გეგმა

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, დღეს საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება მკაფიო, ეფექტიანი, სამოქალაქო თანხმობაზე დამყარებული, ქვეყნის გამაერთიანებელი სამოქმედო გეგმა.

საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პარტიას აქვს გეგმა, თუ როგორი საგარეო და საშინაო პოლიტიკა უნდა წარიმართოს, რათა ეფექტიანი მმართველობით ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ინტერესების განხორციელება.

 

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გამთლიანდეს და გაძლიერდეს საქართველო
16:07 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გამთლიანდეს და გაძლიერდეს საქართველო

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, "უბლოკო სტატუსის" შესახებაც ისაუბრა.

საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პარტიამ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ნინო ბურჯანაძე: "გრძელდება ადამიანთა დასაქმება ნათესაობის, ან პოლიტიკური ლოიალობისა და არა კომპეტენციის ნიშნით"
16:04 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: "გრძელდება ადამიანთა დასაქმება ნათესაობის, ან პოლიტიკური ლოიალობისა და არა კომპეტენციის ნიშნით"

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, სახელმწიფო მართვის სფეროში დასაქმებულ პირთა უდიდესი ნაწილი სრულიად არაკომპეტენტურია.

"თბილისი მარიოტში" პარტიის საარჩევნო სიის წარდგენისას, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ გრძელდება ადამიანთა დასაქმება ნათესაობის, ან პოლიტიკური ლოიალობის და არა კომპეტენციის ნიშნით.

ნინო ბურჯანაძე: "ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება, მისი ეკონომიკა ვერასოდეს იქნება სრულყოფილად წარმატებული“
16:01 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: "ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება, მისი ეკონომიკა ვერასოდეს იქნება სრულყოფილად წარმატებული“

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება, მისი ეკონომიკა ვერასოდეს იქნება სრულყოფილად წარმატებული.

 

ნინო ბურჯანაძე: მორიგი არჩევნების წინ, იმედგაცრუებულები ვართ
15:58 / 14.09.2016
ნინო ბურჯანაძე: მორიგი არჩევნების წინ, იმედგაცრუებულები ვართ

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა პარტიის საარჩევნო პროგრამა საზოგადოებას გააცნო.

ბურჯანაძის თქმით, ოთხი წელი გავიდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა – უარი უთხრა ძალმომრეობაზე დამყარებულ რეჟიმს და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მოითხოვა.

 

ნინო ბურჯანაძე: შევალთ პარლამენტში და აღარ დავუშვებთ იმ უმსგავსობას რაც ხდებოდა ოთხი წლის განმავლობაში
16:39 / 13.09.2016
ნინო ბურჯანაძე: შევალთ პარლამენტში და აღარ დავუშვებთ იმ უმსგავსობას რაც ხდებოდა ოთხი წლის განმავლობაში

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, მისი პოლიტიკური ძალის პარლამნეტში მოხვედრის შანსები საბედნიეროდ ბიძინა ივანიშვილის სრურვილზე არ არის დამოკიდებული.

,,ჩვენი პარლამენტში მოხვედრის შანსები, საბედნიეროდ, არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილზე დამოკიდებული. ეს არის დამოკიდებული მხოლოდ ხალხის ნებაზე. მოსახლეობა, სამწუხაროდ მოტყუებული აღმოჩნდა. პრაქტიკულად, არავის გამოუთქვამს სურვილი ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერისათვის. ადამიანები არიან იმედგაცრუებულნი და გულგატეხილები. ვფიქრობ, როცა ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, ქართველ ხალხს ჰგონია, რომ იგი საერთოდ არ ცხოვრობს საქართველოში და მოკლებულია არსებულ რეალობას და თუ ერთხელ მაინც გაივლის და შეხვდება ქართველ ხალხს პირისპირ, ივანიშვილი დარწმუნდება, რომ მათ არც ნატოს იმედი აქვთ და არც ევროკავშირის და არც ,,ქართული ოცნების ‘’ ხელისუფლებაში მობრუნების“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ინგა გრიგოლიასთან საუბრისას.

გიგლა ბარამიძე: ქალბატონო სალომე, თქვენ რომ საქართველოში ჩამობრძანდით რუსული ბაზები უკვე გაყვანილი იყო!
22:39 / 12.09.2016
გიგლა ბარამიძე: ქალბატონო სალომე, თქვენ რომ საქართველოში ჩამობრძანდით რუსული ბაზები უკვე გაყვანილი იყო!

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატების დებატების დროს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადედბაზე, რომ მან გაიყვანა რუსული ბაზები საქართელოდან, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოვიდა რუსული ბაზები უკვე გაყვანილი იყო.

ნინო ბურჯანაძე: ადამიანები ნათლად ხედავენ, რომ ჩვენი დაპირებები რეალურია!
18:17 / 12.09.2016
ნინო ბურჯანაძე: ადამიანები ნათლად ხედავენ, რომ ჩვენი დაპირებები რეალურია!

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა შეხვედრა გამართა გორის რაიონის სოფ. შავშვების მოსახლეობასთან. ,,ნამდვილი თანამოაზრეები ვნახე დღეს ამ სოფელში და ამან ძალიან გამახარა! მე და ეს ადამიანები პრაქტიკულად, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. მესმის მათი პრობლემები, ისინი კი ძალიან ნათლად ხედავენ იმას, რომ მხოლოდ ჩვენი დაპირებები არის რეალური“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა შეხვედრაზე ადამიანები ემხრობიან უბლოკო სტატსსა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას.

ნინო ბურჯანაძე ნამდვილად არ ვიცი, ვის იმედად ლაპარაკობს ,,ქართული ოცნება“ 100 და 115 კაცის პარლამენტში შესვლაზე
18:04 / 12.09.2016
ნინო ბურჯანაძე ნამდვილად არ ვიცი, ვის იმედად ლაპარაკობს ,,ქართული ოცნება“ 100 და 115 კაცის პარლამენტში შესვლაზე

ნინო ბურჯანაძე: ნამდვილად არ ვიცი, ვის იმედად ლაპარაკობს ,,ქართული ოცნება“

100 და 115 კაცის პარლამენტში შესვლაზე

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა შეხვედრები გამართა გორის რაიონის სოფ. შავშვების, კასპისა და სოფელ კავთისხევის მოსახლეობასთან.

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა მუსლიმს ყურბან–ბაირამის დღესასწაულს ულოცავს!
13:43 / 12.09.2016
„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა მუსლიმს ყურბან–ბაირამის დღესასწაულს ულოცავს!

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა მუსლიმს ყურბან–ბაირამის დღესასწაულს ულოცავს!

ჩვენთვის მეტად სასიხარულოა, რომ ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლების მშვიდობიანი და ძმური თანაცხოვრება მრავალ საუკუნეს ითვლის. საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და ყველა კულტურის, აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელი თავს ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან შვილად უნდა გრძნობდეს. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა ვხედავთ ჩვენი სხვა ეროვნების თანამემამულეების თავდადებას საქართველოს ღირსეული და უკეთესი მომავლისათვის.

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“, საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს, უპირველესად ჩვენი მოძრაობის მუსლიმ წევრებს, ულოცავს ყურბან–ბაირამს.უსურვებს მშვიდობას ჩვენს სამშობლოში და კეთილდღეობასა და სიხარულს ოჯახებში!

 

 

2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო შეძრა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა უპრეცედენტო ტერორისტულმა აქტმა
09:51 / 11.09.2016
2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო შეძრა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა უპრეცედენტო ტერორისტულმა აქტმა

2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო შეძრა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა უპრეცედენტო ტერორისტულმა აქტმა, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით 3500 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცისს შენობებზე განხორციელებულმა, განსაკუთრებული სისასტიკით დაგეგმილმა საჰაერო შეტევამ შეცვალა მსოფლიო. ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტერორიზმთან ბრძოლა გახდა.

ტერორიზმი - ეს არის ბოროტება, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო მეტ უდანაშაულო ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს.

11 სექტემბერს მომხდარმა შემაძრწუნებელმა ტრაგედიამ ყველას დაანახა, რომ ტერორისტებს არა აქვთ ეროვნება, რომ ამ უბედურებისაგან არც ერთი ერი და ქვეყანა დაცული არ არის.

"ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა გამო და თანადგომას უცხადებს ამერიკელ ხალხს

ნინო ბურჯანაძე: პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი და მიბმული უნდა იყოს ლარის კურსთან!
13:53 / 10.09.2016
ნინო ბურჯანაძე: პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი და  მიბმული უნდა იყოს ლარის კურსთან!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მძრაობის“ ლიდერმა რუისის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოსახლეობის აზრით უმნიშვნელოვანესია რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება.

„პენსია ნამდვილად უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი და ის მიბმული უნდა იყოს ლარის კურსთან, რომ არ გაუფასურდეს. სოციალურად დაუცველებს უნდა ჰქონდეთ უფასო მედიკამენტები, სოციალური დაცვის გარანტიები, ახალგაზრდებს სწავლის გარანტიები, უმუშევრებს კი უნდა მიეცეს ექვსთვიანი უმუშევრობის შემწეობა და ამ ექვსი თვის მანძილზე ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შესთავაზოს მას ღირსეული სამსახური. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების დასაქმებაზე.