განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: რაიონებში, სოფლებში არავის უთქვამს ნატო და ევროკავშირი გვინდაო, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი კი ძალიან ბევრს აქვს!
15:03 / 09.09.2016
ნინო ბურჯანაძე: რაიონებში, სოფლებში არავის უთქვამს ნატო და ევროკავშირი გვინდაო, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი კი ძალიან ბევრს აქვს!

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი განაგრძობს შეხვედრებს საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან.

ნინო ბურჯანაძემ შეხვედრა გამართა გურიაში, ჩოხატაურის მოსახლეობასთან.

,,ადამიანები ძალიან წუხან - მათი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მაგრამ მათ აქვთ რეალური ცვლილებების იმედები: არც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდათ, არც „ქართული ოცნება“ და იმედი მაქვს, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ და შემოხაზავენ 3 ნომერს!

გიგლა ბარამიძე ჯანაშიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
11:43 / 09.09.2016
გიგლა ბარამიძე ჯანაშიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
"დემოკრატიული მოძრაობა" ერთიანი საქართველოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს. ბარამიძე ჯანაშიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. გიგლა ბარამიძემ მოსახლეობას საკუთარი ბიოგრაფია და ხედვები გააცნო.
,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული ცნობილია
16:34 / 08.09.2016
,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული ცნობილია

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი შეხვედრებს აჭარაში მართავს. როგორც ნინო ბურჯანაძემ, ინგა გრიგოლიასთან „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის ძალიან ბედნიერი და ამაყია, იმ სიით, რომელიც მისმა პოლიტიკურმა ძალამ წარადგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ნინო ბურჯანაძემ პარლამენტში აჭარის მაჟორიტარობის და აჭარის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
14:42 / 08.09.2016
ნინო ბურჯანაძემ პარლამენტში აჭარის მაჟორიტარობის და აჭარის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„მე ძალიან მეიმედება აჭარის მოსახლეობის მხარდაჭერის“- ამ სიტყვებით დაიწყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა ბათუმის სათაო ოფისში ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძე: უსუფაშვილის ინიციატივის შემდეგ არჩევანი მოსახლეობაზეა, ან პროდასავლურ ძალებს აირჩევს ან შემოხაზავს N 3-ს!
15:34 / 07.09.2016
ნინო ბურჯანაძე: უსუფაშვილის ინიციატივის შემდეგ არჩევანი მოსახლეობაზეა, ან პროდასავლურ ძალებს აირჩევს ან შემოხაზავს N 3-ს!

დღეს, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დავით უსუფაშვილი საქართველოში აშშ-ს ბაზების განთავსების ინიციატივით გამოდის.

„მინდა მოსახლეობას დავუსვა რიტორიკული კითხვა: ,,ძვირფასო მეგობრებო, თანამოქალაქეებო, რა არის უფრო სწორი - როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყნიდან გავიდეს რუსეთის ჯარი და საქართველოში არ იმყოფებოდეს უცხო ქვეყნის ჯარი თუ ის, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოიყვანა და ოთხი წელი ამართვინა ქვეყანა, დღეს, გვთავაზობს იმას, რომ პრაქტიკულად, საქართველო შუაზე გაიყოს“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გიგლა ბარამიძე სევასტოპოლის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა
11:28 / 07.09.2016
გიგლა ბარამიძე სევასტოპოლის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგლა ბარამიძე მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს აგრძელებს. ბარამიძე სევასტოპოლის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
ნინო ბურჯანაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
16:00 / 06.09.2016
ნინო ბურჯანაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და პარტიის მთავარი საბჭოს წევრებმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს.

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
15:35 / 05.09.2016
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

დღეს, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ სათაო ოფისში, საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მიერ უბლოკო სტატუსის გამოცხადება არის საფუძველი იმისა, რომ დაიწყება ქვეყნის გაერთიანების და ეკონომიკური გაძლიერების პროცესი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ეს არის ოცნების მანიპულირებული კვლევები ე.წ. შუას გაკრეფის მიზნით“
19:50 / 03.09.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ეს არის ოცნების მანიპულირებული კვლევები ე.წ. შუას გაკრეფის მიზნით“

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი მცდელობა, რომ შეიქმნას ორპარტიული სისტემის ილუზია.

ბაკურ ბაკურაძე: სამწუხაროდ, სიის ფორმირების პროცესში ჩვენს თანაპარტიელებს ნერვებმა უმტყუნათ!
18:19 / 01.09.2016
ბაკურ ბაკურაძე: სამწუხაროდ, სიის ფორმირების პროცესში ჩვენს თანაპარტიელებს ნერვებმა უმტყუნათ!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრების მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, წინასაარჩევნოდ, საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში საკრებულოს წევრებს ნერვებმა უმტყუნა.

"ამას პირველად ვამბობ“ - ნინო ბურჯანაძე სააკაშვილისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალებს იხსენებს
12:27 / 31.08.2016
"ამას პირველად ვამბობ“ - ნინო ბურჯანაძე სააკაშვილისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალებს იხსენებს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აშშ-მ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააფრთხილა შესაძლო პროვოკაციების შესახებ, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულზე, რადგან მან არ გაითვალისწინა საერთაშორისო თანამეგობრობის რჩევა.

ეს იყო გაფრთხილება - ნინო ბურჯანაძე კარასინთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს
12:25 / 31.08.2016
ეს იყო გაფრთხილება - ნინო ბურჯანაძე კარასინთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, გრიგორი კარასინთან გამართული ის შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას აგვისტოს ომამდე არსებულ საფრთხებზე ესაუბრა.

გადაცემა "არჩევანში" ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში, ვიდრე საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ერთი თვით ადრე, საქართველოში საგანგებო ვიზიტით გრიგორი კარასინი იმყოფებოდა.

ნინო ბურჯანაძე: "თუ შეგიძლიათ, გაყარეთ რუსული ჯარები, შებრძანდით NATO-ში, გადავსახლდები და შორიდან გამიხარდება"
12:22 / 31.08.2016
ნინო ბურჯანაძე: "თუ შეგიძლიათ, გაყარეთ რუსული ჯარები, შებრძანდით NATO-ში, გადავსახლდები და შორიდან გამიხარდება"

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი თვლის, რომ საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ოცნებას წარმოადგენს.

გადაცემა "არჩევანში" ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ რუსეთთან საუბარი საქართველოსათვის სასურველ შედეგს მაინც ვერ გამოიღებს, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა, რომ:

"თუ შეგიძლიათ მოიგეთ ომი, გაყარეთ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ააშენეთ კედელი, დაიცავით საქართველო, შებრძანდით NATO-ში, ევროკავშირში, ააყვავეთ ქვეყანა. გნებავთ გადავსახლდები ამ ქვეყნიდან და შორიდან გამიხარდება, რომ ჩემი ხალხი კარგად ცხოვრობს. მირჩევნია, რომ აქ ვიყო. ვერ მოხდება ეს, ოცნებებს დავანებე თავი",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე: ყველა ჩემი პროგნოზი ასრულდა, ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლა ვერ გვექნება
12:20 / 31.08.2016
ნინო ბურჯანაძე: ყველა ჩემი პროგნოზი ასრულდა, ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლა ვერ გვექნება

"შევიდეთ, ბატონო, ევროკავშირში, თუმცა ის ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშეა და მე ეს, როგორც პოლიტიკოსმა ვიცი. განსაკუთრებით, Brexit-ის შემდეგ. ახლა კი იტალია და ნიდერლანდებიც ალაპარაკდნენ ევროკავშირიდან გამოსვლაზე",- ამის შესახებ პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, სამწუხაროდ, ვერ გვექნება
12:18 / 31.08.2016
ნინო ბურჯანაძე - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, სამწუხაროდ, ვერ გვექნება

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, საქართველოს უბლოკო სტატუსს, ევროკავშირთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ის მიესალმება, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდება, თუმცა მისი თქმით, ეს ვერ მოხდება.

"ევროკავშირს არავითარი კავშირი საქართველოს უბლოკო სტატუსთან არ აქვს. ჩვენ ევროკავშირთან ხელშეკრულებები გაქვს დადებული, კარგი იქნება, თუ გვექნება უვიზო მიმოსვლა, თუმცა სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ვერ გვექნება. ჯერჯერობით, ყველა ჩემი პროგნოზი ასრულდა. ევროკავშირი ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშეა. რომ დაიშალოს ევროკავშირი, ჩვენ მაინც ვიტყვით რომ შევალთ",-აღნიშნა ნინო ბურნანაძემ გადაცემა "არცევანში".

 

ნინო ბურჯანაძე ჩემი ამოცანაა რუსული ჯარი, რომელიც უკანონოდ დგას ჩემს სამშობლოში, გავიყვანო საქართველოდან!
12:17 / 31.08.2016
ნინო ბურჯანაძე ჩემი ამოცანაა რუსული ჯარი, რომელიც უკანონოდ დგას ჩემს სამშობლოში, გავიყვანო საქართველოდან!

"პუტინი არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი. ის მოქმედებს საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - ამის შესახებ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები და არც არავის მეგობრები არიან. პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელწმიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა რომელიც არასოდეს არავის გარიგებია!
12:10 / 31.08.2016
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა რომელიც არასოდეს არავის გარიგებია!

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიუმი მოძრაობის" ლიდერმა, იმ მიზეზებზე ისაუბრა, როს გამოც მოსახლეობამ მის პარტიას, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი უნდა დაუჭიროს.

გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც არასოდეს, არავის არ გარიგებია და რომელსაც მოსახლებისთვის არასოდეს უღალატია.

ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს
15:51 / 30.08.2016
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს

 

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარტიამ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენით გახსნა.

 

"მოგესალმებით, ძვირფასო თანამემამულენო, თითქმის ოთხი წელი გავიდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმ არჩევნების შემდეგ, რომელზეც ჩვენ ყველანი დიდ იმედებს ვამყარებდით.

2012 წელს მე და ჩემმა პოლიტიკურმა ძალამ, ჩემმა თანამებრძოლებმა, უარი განვაცხადეთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და ერთმნიშვნელოვნად და აქტიურად ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა უბანზე მხარი დავუჭირეთ "ქართულ ოცნებას" და "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს.

ერთადერთი მიზნით, რომ შეცვლილიყო რეჟიმი, აღდგენილიყო სამართლიანობა და საქართველო გამხდარიყო სამართლიანი და წარმატებული სახელმწიფო. ჩვენ ეს გავაკეთეთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და ვთლით, რომ ამ გადაწყვეტილებით სრულიად საქართველოს დავანახეთ, რომ ჩვენთვის, "დემოკრატიული მოძრაობისათვის", თითოეული ჩვენგანისათვის უპირველესი არის სახელმწიფოს ინტერესი, ჩვენი ხალხის, თითოეული თქვენგანის ინტერესი და არა ჩვენი პარტიული ინტერესები. ჩვენ მართლაც უდიდესი იმედებით ვუყურებდით "ქართულ ოცნებას", თუმცა უნდა ვთქვათ, რომ იმედების უდიდესი ნაწილი ოცნებადვე დარჩა და ისინი არ ასრულებულა.

ნინო ბურჯანაძე: ნაციონალები დასავლეთს ფულს სთხოვდნენ აგვისტოს ომის შემდეგ, „ქართული ოცნება“ კი ტუვუალუს აღიარების უკან წაღებით ამაყობს!
15:27 / 26.08.2016
ნინო ბურჯანაძე: ნაციონალები დასავლეთს ფულს სთხოვდნენ აგვისტოს ომის შემდეგ, „ქართული ოცნება“ კი ტუვუალუს აღიარების უკან წაღებით ამაყობს!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით დღვანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ვამცნე იმის თაობაზე, რომ

2008 წელს, აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე საქართველოში იყო ჩამოსული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი კარასინი, რომელიც შეხვდა ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მან პირდაპირი გზავნილი ჩამოიტანა რუსეთიდან, თუ საქართელო გააქტიურებდა საომარ მოქმედებებს სადაც რუსული სამშვიდობოები იყვნენ განლაგებული, ამას მოყვებოდა შუქცევადი შედეგი და რუსეთი ამას უპასუხოდ არ დატოვებდა. სამწუხაროდ მოხდა ის რაზეც მე კარასინი მესაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს არ აქვს ადექვატური აღქმა შესაძლო ტრაგიკული მოვლენების განვითარებისა და გაფრთხილების და მიუხედავად მოხდა ის რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„გაერთიანებული დემოკრატები“ ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ
15:08 / 26.08.2016
„გაერთიანებული დემოკრატები“ ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატები“ თბილისის მერის რიგგარეშე ანგარიშის მოსმენის შემდეგ გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მერისთვის უნდლობლობის გამოცხადების პროცედურაში.

როგორც თბილისის საკრებულოში ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრმა თამარ ცინცაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ფრაქციის წევრებს მერთან ძალიან ბევრი შეკითხვა აქვთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში თბილისის მერიაში.

უმთავრესი შეკითხვები იქნება, არა მხოლოდ ყაზბეგის #22-ში ხეების მოჭრის საკითხთან დაკავშირებით, ასევე ასათიანის ქუჩის, ვაკის პარკის მდგომარეობაზე, გერგეთის ქუჩის პრობლემებზე, ხუდადოვის ტყესთან და დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში მშენებლობის გამო მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით.

კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30