განცხადებები
ნინო ბურჯანაძე 2008 წლის ივლისში კარასინი იყო ჩამოსული და გააფრთხილა მაშინდელი ხელისუფლება!
15:54 / 25.08.2016
ნინო ბურჯანაძე 2008 წლის ივლისში კარასინი იყო ჩამოსული და გააფრთხილა მაშინდელი ხელისუფლება!

„2008 წლის ივლისში მე შევხდი გრიგორ კარასინს მაშინდელი საქართველოს საგარეო მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თხოვნით“ - ეს განცხადება გუშინ, კავკასიის ეთერში „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გააკეთა.

„2008 წლის ივლისში, საქართველოში ჩამოვიდა ბატონი გრიგორ კარასინი, შეხვდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ გრიგოლ ვაშაძეს. ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ გაეფრთხილებინა საქართველოს მხარე ცხინავლის რეგიონში არსებულ დაძაბულობაზე და მოუწოდა, ფრთხილად ყოფილიყო ჩვენი მხარე, ომი არ დაეწყო და ქვეყანა არ დაექცია.“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გიორგი ახვლედიანი - ეს ზღაპრები წინასაარჩევნოდ ვის მოუვიდა თავში? GFK-აა თუ მაკდონალდსი
19:33 / 24.08.2016
გიორგი ახვლედიანი - ეს ზღაპრები წინასაარჩევნოდ ვის მოუვიდა თავში? GFK-აა თუ მაკდონალდსი

“დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ახვლედიანის განცხადებით, GFK-ის კვლევის შედეგები სრული აბსურდია. ასე ეხმაურება გიორგი ახვლედიანი GFK-ის კვლევებს, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა.

“ეს ზღაპრები წინასაარჩევნოდ ვის მოუვიდა თავში? სრულიად აბსურდია. ჩვენ 2016 წლის 9 ოტომბერს, დაგპატიჟებთ ძალიან სერიოზულ პრეზენტაციაზე, მათ შორის დავპატიჟებთ NDI-საც, IRI-საც. GFK-ა თუ მაკდონალდსი, მასაც. ყველას დავპატიჟებთ, და ძალიან სერიოზულ პრეზენტაციას ჩავუტარებთ, რომელიც იქნება ყველაზე კარგი კვლევის - არჩევნების შედეგები“, - განაცხადა ახვლედიანმა.

გერმანულმა კომპანია GFK-მ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე: თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მიცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

გიორგი ახვლედიანი - საპროცედურო კომიტეტის წევრები პანიკურ შიშში არიან იმ იდეასთან დაკავშირებით, რასაც „უბლოკო სტატუსი“ ჰქვია
17:07 / 24.08.2016
გიორგი ახვლედიანი - საპროცედურო კომიტეტის წევრები პანიკურ შიშში არიან იმ იდეასთან დაკავშირებით, რასაც „უბლოკო სტატუსი“ ჰქვია

“დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იქამდე უნდა ჩაინიშნოს, ვიდრე დეპუტატები არ დაესწრებიან. ამის შესახებ ახვლედიანმა კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარს სერიოზული პოლიტიკური შეფასება მიეცემა და გამორიცხული არ არის, სამართლებრივი დავაც დაიწყოს.

ნინო ბურჯანაძე „ქართულ ოცნებას“ და ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ეშინია, რომ დასავლელი პატრონები ყურს აუწევენ!
16:25 / 24.08.2016
ნინო ბურჯანაძე „ქართულ ოცნებას“ და ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ეშინია, რომ დასავლელი პატრონები ყურს აუწევენ!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით „ქართული ოცნება“ შეგნებულად შლის საპროცედურო კომიტეტის მოსმენებს

„მინდა გამოვხატო ჩემი უკიდურესი აღშფოთება იმ უმსგავსობასთან დაკავშირებით, რაც მოხდა გუშინ საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის სხდომა „ქართულმა ოცნებამ“ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა, აბსოლიტურად შეგნებულად ჩაშალეს იმ მიზეზით, რომ არ უნდათ მოგვცენ შესაძლებლობა დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით. ამით პარლამენტარებმა დაარღვიეს კანონი, საქართელოს პარლამენტის რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც დღეს საპროცედურო კომიტეტს ბოლო ვადა ჰქონდა გადაწვეტილების გამოტანისა და ამავდროულად დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 161 და 166 მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობისათის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიის წარმოებაში, იმიტომ რომ კამპანიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლავთ უბლოკო სტატუსის შესახებ ხელმოწერების შეგროვება,დიახ აუცილებელი იყო რომ ეს ინიციატივა გახმოვანებულიყო სწორედ არჩევნების წინ, რათა მოსახლეობას ზუსტად სცოდნოდა, რომელ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხმას და რას უნდა ელოდოს ის ჩვენგან,“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჯერი პროკურატურაზეა!
16:01 / 24.08.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჯერი პროკურატურაზეა!

„საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კონსტიტუციური პროექტისა და მასთან დაკავშირებული, პარლამენტის ბიუროს სხდომის პროცედურის გავლის შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უნდა გაეცა ერთი ცალი ბლანკი(!), რომელსაც გადავამრავლებდით და შევუდგებოდით ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს უბლოკო სტატუსი მიღების მხარდამჭერ მოქალაქეთაგან! მოკლედ, უარი განაცხადეს ვალდებულების აღსრულებაზე", - წერს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძემ facebook-გვერდზე.

ნინო ბურჯანაძე ჩვენ ვართ ძალა, რომლისთვისაც ეროვნული ფასეულობები, ოჯახი, ტრადიცია, რწმენა და საქართველოს ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია!
16:00 / 24.08.2016
ნინო ბურჯანაძე ჩვენ ვართ ძალა, რომლისთვისაც ეროვნული ფასეულობები, ოჯახი, ტრადიცია, რწმენა და საქართველოს ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით „ქართულ ოცნებამ“ შეგნებულად არ მიიღეს გადაწყვეტილება ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის თაობაზე.

„არგუმენტირებულია თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით, მე პრაქტიკულად იმავე დღესვე გავაკეთე განცხადება და გამოვეხმაურე პრეზიდენტის პოზიციას. რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იძახის, რომ მაინც მიიღებენ ამ კანონპროექტს, მინდა კითხვა დავუსვა პრემიერმინისტრს და „ქართულ ოცნებას“: ვინ უშლიდა ხელს ამდენი ხნის განმავლობაში რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება?! მათ, რომ რეალურად სდომოდათ გადაწყვეტილების მიღება ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის თაობაზე და მისი კონსტიტუციით განმტკიცება, ამის საფუძველი ქონდათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს შეგნებულად“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" იტალიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
11:28 / 24.08.2016
"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" იტალიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" იტალიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქ.პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, იტალიის მთავრობას და მოსახლეობას.
"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქ.პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, იტალიის მთავრობას და მოსახლეობას.
ნინო ბურჯანაძე: უბლოკო სტატუსი არის საქართველოს გადამრჩენი
10:20 / 24.08.2016
ნინო ბურჯანაძე: უბლოკო სტატუსი არის საქართველოს გადამრჩენი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს "უბლოკო სტატუსის" შესახებ მსჯელობისთვის ბოლო ვადა ხვალ აქვს.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, პარლამენტი არღვევს კანონს, სადაც წერია, რომ 7 დღის ვადაში საპროცედურო კომიტეტი ვალდებულია, გადაწყვეტილება რეგისტრაციაში გაატაროს.

 

ნინო ბურჯანაძე: უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს!
16:23 / 23.08.2016
ნინო ბურჯანაძე: უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, „ქართული ოცნების“ კომენტარები უბლოკო სტატუსზე არაკომპეტენტურია.

„რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებს, რომელიც კეთდება უბლოკო სტატუსთთან დაკავშირებით, ნამდვილად არ მინდა დიდი დრო დავუთმო, თუმცა იძულებული ვხდები ბატონ ირაკლი სესიაშვილს ვურჩიო, რომ ჩაიხედოს საერთაშორისო სამართლის სახელმძღვალეობში და სანამ საჯარო განცხადებას გააკეთებს, ჯერ განმარტება წაიკითხოს უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტზე“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე: პოლიტიკური პარტიის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა ეს პირდაპირ დანაშაულია!
16:21 / 23.08.2016
ნინო ბურჯანაძე: პოლიტიკური პარტიის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა ეს პირდაპირ დანაშაულია!

“ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომები ისევ ხელოვნურად იშლება.

„როგორც საქართველოს პარლამენტში გვეუბნებიან დღეს უნდა ჩატარდეს საპროცედურო საკითხთა სხდომა, რომელმაც უნდა განიხილოს ჩვენი ინიციატივა უბლოკო სტატუსის თაობაზე, სამწუხაროდ აბსოლიტურად ხელოვნურად სხდომა რამდენჯერმე უკვე ჩაიშალა. „ქართულ ოცნებას“ საკმარისი რაოდენობა ყავს დეპუტატების იმისათის, რომ ქვორუმი შედგეს, მაგრამ ქვორუმი არცერთხელ არ შედგა. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ დღეს მაინც საქართელოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები არ დაარღვევენ კანონს, რეგლამენტს და უბრალოდ არ ჩაიდენენ დანაშაულს. პოლიტიკური პარტიის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა ეს პირდაპირ დანაშაულია და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამჯერად არ ჩაიდენენ დანაშაულს, შეიკრიბება ქვორუმი და ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე საპროცედურო კომიტეტის წევრებს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებს ბრალს
15:09 / 22.08.2016
ნინო ბურჯანაძე საპროცედურო კომიტეტის წევრებს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებს ბრალს

დღეს, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მძრაობის“ ლიდერმა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ დროულად შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები.მისი თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა არ შედგა და შესაბაისად კვლავ არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვების პროცესი საქართველოს უბლოკო სტატუსის თაობაზე.

"ნინო ბრჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო
09:46 / 21.08.2016
"ნინო ბრჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში,

ქ. გაზიანთეფში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო, რასაც ამ დროის მონაცემებით ემსხვერპლა 50, ხოლო დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.

 

 

ნინო ბურჯანაძე: დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას პოლიტოლოგიაში ნამდვილად სჭირდება გაკვეთილი
16:56 / 19.08.2016
ნინო ბურჯანაძე: დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას პოლიტოლოგიაში ნამდვილად სჭირდება გაკვეთილი

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, დღევადნელი პოლიტიკური ელიტა ერთმანეთისგან უბლოკო სტატუსს და ნეიტრალიტეტს ვერ ასხვავებს

ნინო ბურჯანაძე: უბლოკო სტატუსს" ხელმოწერების დაწყებისთანავე, ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს
16:14 / 19.08.2016
ნინო ბურჯანაძე: უბლოკო სტატუსს" ხელმოწერების დაწყებისთანავე, ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იდეა, რომ საქართველო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო ალიანსის წევრი, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია.

ნინო ბურჯანაძე: „მაქსიმალურად სრულყოფილად გაიხსნება რუსეთის ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის“
16:11 / 18.08.2016
ნინო ბურჯანაძე: „მაქსიმალურად სრულყოფილად გაიხსნება რუსეთის ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის“

ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველომ მართლაც სწორი პოლიტიკა წარმართოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ხოლო ეს პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ მოგვარდეს საქართველოს ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც ეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

ნინო ბურჯანაძე: „უბლოკო სტატუსს შეუძლია გახსნას ახალი შესაძლებლობები რუსულ-ქართულ“ ურთიერთობებში!
16:03 / 18.08.2016
ნინო ბურჯანაძე: „უბლოკო სტატუსს შეუძლია გახსნას ახალი შესაძლებლობები რუსულ-ქართულ“ ურთიერთობებში!

დღეს, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საგარეო პოლიტიკა. მე არა ერთგზის მითქვამს: იმისათვისთის, რომ ქვეყნის პრობლემები მოგვარდეს, უმნიშვნელოვანესია ქვეყანამ წარმართოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ჩემმა გუშინდელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ სიტყვების სისწორეში“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ნინო ბურჯანაძე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რაოიდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი დიალოგი
08:12 / 18.08.2016
ნინო ბურჯანაძე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რაოიდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი დიალოგი

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვში ერთდღიანი ვიზიტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

„მე ვიყავი მოსკოვში და შევხვდი ბატონ ნარიჟკინს, რომელიც გახლავთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე და რომელიც იქნება რუსეთის მომავალი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე.

ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენს შორის შედგა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი. ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი, უშუალო დიალოგის წარმოება.

ნინო ბურჯანაძესა და სერგეი ნარიშკინს შორის შეხვედრა გაიმართა
19:00 / 17.08.2016
ნინო ბურჯანაძესა და სერგეი ნარიშკინს შორის შეხვედრა გაიმართა
2016 წლის 17 აგვისტოს, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო - რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებს, ასევე შექმნილ პოლიტილიტიკურ მდგომარეობას შავი ზღივის აუზის რეგიონსა და ამიერკავკასიაში. ნინო ბურჯანაძე თბილისში დღეს დაბრუნდება.
გიორგი ახვლედიანი „ვიწყებთ უბლოკო სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებას მთელს საქართველოში!“
16:02 / 17.08.2016
გიორგი ახვლედიანი „ვიწყებთ უბლოკო სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებას მთელს საქართველოში!“

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, როგორც იქნა ბიუროს წევრებმა მოიცალეს თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესასრულებლად და დღეს განიხილეს მათი ინიციატივა საკონსტიტუციო პროექთან დაკავშირებით, რომელიც უბლოკო სტატუსის გამოცხადებას გულისხმობს.

„ჩვენ ვიწყებთ უბლოკო სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებას, თუმცა ახლა ჯერი საპროცედურო კომიტეტზეა, რომელმაც უნდა გდმოგვცეს ის ბლანკი რომლითაც ჩვენ 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა უნდა შევაგროვოთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ კომიტეტი ხვალვე მიიღებს გაგაწყვეტილებას და დროის უაზროდ გაჭიმვას ადგილი არ ექნება“-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანი: იმედია, ბიუროს სხდომა კიდევ ერთხელ, აბსურდული მიზეზით არ გადაიდება
13:01 / 17.08.2016
გიორგი ახვლედიანი: იმედია, ბიუროს სხდომა კიდევ ერთხელ, აბსურდული მიზეზით არ გადაიდება

"დემოკრატიული მოძრაობა" იმედევნებს, რომ დღეს, პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე პარტიას გადაეცემა სპეციალური ბლანკი, რომლითაც "უბლოკო სტატუსთან" დაკავშირებით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყება.

 

"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, პარლამენტს და ბიუროს არანაიარი უფლება და წინაპირობა არ აქვს, რომ აღნიშნული ბლანკი პარტიას არ გადასცეს.