დასხდებიან თუ არა ერთ მაგიდასთან ნინო ბურჯანაძე და სააკაშვილი?
ტოტალური ღალატია ჩაფიქრებული `''ქართული ოცნების''
მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით!
''ქართული ოცნება'' ისე დაემსგავსა''ნაციონალურ
მოძრაობას'', ამ ორ პარტიაში ვისი ჰალსტუხი ვის
საყელოშია გაკვანძული, უფრო და უფრო ძნელი გამოსაცნობი
ხდება. პრობლემების მწკრივი ისე გაგრძელდა, რომ
უსასრულობამდე ბევრი არაფერი გვიკლია, ეს იმიტომ რომ
ქართულმა პოლიტიკამ ყველაზე უძველეს პროფესიას საცვალი
გახადა და გაპუტანკებული მანდატიანები მორალს გვიკითხავენ
პატიოსნებასა და ზნეობაზე... არ დარჩა ხელშეუხებელი
არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არ გარყვნეს და
არ წაბილწეს, დინების წინააღმდეგ სიარულს რომ
ტექტონიკური ძვრები მოჰყვება, ეს უნდა იცოდეს ამ
ქვეყნის დირექტორმა!
''ალიას'' კითხვებს პასუხობს პარტია `დემოკრატიული მოძრაობა
- ერთიანი საქართველოს'' გენერალური მდივანი გიგლა
ბარამიძე.
- საინტერესო ამბებით დახუნძლული კვირა იყო, მაგრამ,
ალბათ, მაინც საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებია
მნიშვნელოვანი. ამერიკელების ყველა გამოკითხვით საპატრიარქო
საქართველოში ყველაზე ძლიერ ინსტიტუტად ითვლებოდა და
მოსახლეობის 80 პროცენტი ენდობოდა პატრიარქსა და დედა
ეკლესიას, ამიტომაც მათი დისკრედიტაციის სამიზნე სწორედ
საპატრიარქო გახდა, მაგრამ ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა
ვერ მოახერხა სასულიერო პირებისთვის ''ჟუჩოკების
დამონტაჟებით'', ძვირად ღირებული მანქანების ჩუქებით,
ფარული კადრების გადაღებითა და შანტაჟით, პოლიტიკური
ნიშნით ეკლესიის გაყოფით, ''ქართულმა ოცნებამ''
გამანადგურებელი ტროტილივით ააფეთქა და ცეცხლის ალში
გახვია საპატრიარქო, ნდობა დაუკარგა, მრევლი შეუმცირა,
ჭრილობაზე მარილი დააყარა და მტრებს საჯიჯგნად მიუგდო,
თქვენ გახსენდებათ, საპატრიარქოს წინ ყოფილიყოს კარავი
გაშლილი?
- აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა; ის, რაც ჯერ კიდევ
ერთპარტიული მმართველობის _ კომუნისტების დროს ვერ
მოხერხდა და არც უნდოდათ, ის, რაც შევარდნაძის დროს
არ მოხერხდა და არც უნდოდა, ის, რაც სააკაშვილს
უნდოდა და ვერ გაბედა, სამწუხაროდ, რაც არ უნდა
ვთქვათ, ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში ყოფნის
დროს მოხდა, როდესაც კარავიც დაიდგა, ეკლესიის მტრებიც
თავისუფლად ლაპარაკობენ, უწმინდესსაც ლანძღავენ, ზურგში
მახვილის ჩაცემის მცდელობა არის ქართული მართლმადიდებლური
ეკლესიის... პარლამენტის უმრავლესობავ, სირცხვილია, თითს
თითზე რომ არ აკარებთ, შეიძლება პირიქით, ქართული
ეკლესიის წინააღმდეგაც მოქმედებთ, არ ვიცი, ახლა
კონკრეტულად ხელს ვერ ვადებ, მაგრამ ზოგადი ადამიანური
ინტუიციები მაქვს... ამავე დროს, ყოველ დღესასწაულებზე
დაიჭერთ სანთლებს და დგახართ პატრიარქთან სამების
ტაძარში, თითქოს დიდი მორწმუნეები იყოთ. არადა, არაფერს
აკეთებთ, რომ ეკლესიისთვის ეს საშიშროება აგეცილებინათ!
ვერც გააკეთებენ იმიტომ, რომ მხოლოდ მდგომარეობა და
მოპარული მილიონების შენარჩუნებაზე ფიქრობენ; მილიონერები
არიან დეპუტატები, მილიონერები არიან მინისტრები,
დეპარტამენტის თავმჯდომარეები, მოადგილეები, აგერ
მოსამართლეები, რა დღეში არიან ეს პირსისხლიანი
გიენები, რომლებიც ისე გათავხედნენ, რომ საუბარია _
მივცეთ თუ არა მუდმივად სასამართლოს მოსამართლის
სტატუსი... არადა, ჩვენ გვყავს ისეთი მოსამართლეები,
რომლებიც ციხეში უნდა ჩაყარო, ამ სიტყვის პირდაპირი
გაგებით და სრული კონფისკაცია გაუკეთო იმ ქონებას,
რომელიც ჩვენი ხალხის ტანჯვისა და წამების ხარჯზე
დააგროვეს, მაგრამ აბა, ინძრევა დღევანდელი ხელისუფლება?!
გატრუნულია! იმიტომ არის გატრუნული, რომ `ქართულ
ოცნებაში~ არის უდიდესი ღალატი მისი დამფუძნებლის
მიმართ, ტოტალური ღალატია ჩაფიქრებული `ქართული ოცნების~
მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით! ამას ვამბობ
პირველად და ყველაფერს აკეთებენ, რომ ნელ-ნელა,
ეტაპობრივად წავიდნენ... თვითონ გაძღნენ, გასუქდნენ,
მეტის მოპარვა უკვე აღარ წარმოუდგენიათ და ახლა უნდათ
ლამაზად ჩამოსცილდნენ იმ ჭაობს, რაც თვითონ შექმნეს
და უნდათ, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს შეაწმინდონ.
- ბიძინა ივანიშვილი განაჩენს საკუთარ თავს თავად
გამოუტანს, ეს გზა მან ნებით აირჩია, ის გიჟდება
მლიქვნელებზე, ერთგულების ნიღაბს ამოფარებულ მოღალატეებზე,
აქოჩრილ მონა `ვაჟკაცებზე~, შედეგიც სახეზეა,
არაპროფესიონალების დოღია ხელისუფლებაში! ივანიშვილი
საკუთარ თავს სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა და
პრივატულად, დღემდე აღიდგენს სამართლიანობას, ძალიან
უხერხულია, როცა ერთი კაცის ხუშტურზე იმართება ქვეყანა,
შეუძლებელია ქართველი მღლეტავ-ბანკირები მოგწონდეს ან
გულშემატკივრობდე, მაგრამ `თი-ბი-სი~ ბანკისა და
სახელმწიფოს დავიდან ირკვევა, რომ ეს ორი სუბიექტის,
ივანიშვილ-ხაზარაძის შორის ომია და ამ საქმეს ვენდეტის
სუნი უდის... თქვენი ვერსია როგორია, რატომ ერჩის
მილიარდერი ოლიგარქი ამ ფინანსურ დაჯგუფებას?
- იმიტომ კი არ ვთქვი დიდი ღალატია ივანიშვილის
წინაშე-მეთქი, როგორც ადრე იცოდა თქმა რუსმა გლეხობამ _
`მეფემ არ იცის, ჩვენ ასეთ დღეში რომ ვართ და
მარტო ბოიარებმა იციანო~, არა, ბიძინამ იცის და
ყველაფრის თავი და თავი იქიდან მოდის, მაგრამ არის
მთელი რიგი მიმართულებები, რომელშიც უკვე მასაც კი
ღალატობენ გუნდის წევრები, არა იმიტომ, რომ ბიძინა არ
არის მთელი ამ ამბების უპირველესი კაცი, არამედ მეორე
საქმეს ვაქცევ ყურადღებას, _ ღალატის იცით, რა პროცესი
დადგა, როდესაც მონურ ურთიერთობას არის მიჩვეული
`ქართული ოცნება~. პირველი ეტაპი მონისა და ბატონის
არის ასეთი, მონა ბატონზე დამოკიდებულია ძალაუფლების
შიშის გამო და მისი სიმდიდრის გამო, ახლა შიში
მოიშალა და დარჩა სიმდიდრე, მესამე ეტაპია _ ღალატი
და ამ ეტაპს ვგულისხმობდი, თორემ რა თქმა უნდა,
ყოველივე ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც
დაიწყო მეცენატობით და თუ ასე გააგრძელა, დაამთავრებს
იმით, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა და მოითხოვს იმას,
რაც მოსათხოვია. `ქართულ ოცნებასა~ და სახელმწიფოს აქვს
ასეთი ოქროს ტერმინი, რომელიც აძლევს მათ
ინდულგენციასაც _ `რა მოხდა მერე~?! დროშას ვერ
დავკიდებთ _ რა მოხდა მერე, სახელმწიფო ინსტიტუტებს ვერ
ვმართავთ _ რა მოხდა მერე? კორუფცია არის _ რა მოხდა
მერე? მართლმსაჯულების სისტემა არ არის _ რა მოხდა
მერე? საარჩევნო კანონი არ არის _ რა მოხდა მერე?
ქვეყანას ვერ ვაერთიანებთ _ რა მოხდა მერე? აი, რა
მოხდა _ მოხდა ის, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა.
სახელმწიფო არის ერთი, ჩვეულებრივი არასამთავრობო
ორგანიზაციად ქცეული, რომელიც თვითდინებას მიჰყვება და
თუ ეს ყველაფერი არ შეიცვალა მრავალპარტიული სისტემით,
წარმოუდგენელი რამ მოხდება. ერთი ამერიკული სპორტის
სახეობაა `რესლინგი~, სადაც ერთმანეთს რინგზე ურტყამენ
და სინამდვილეში დადგმული სპექტაკლია და ბრბოა
გახარებული, მე `ქართული ოცნებისა~ და `ნაცების~
ურთიერთობას ამ ამერიკულ `რესლინგს~ ვადარებ... გახსოვთ,
ალბათ, შიშვლები რომ დარბიან ქალები და კაცები,
რინგზე თმებით რომ ითრევენ, რინგიდან გადმოათრევენ,
წივილი და კივილია, მაყურებელი ბედნიერია, ყველამ იცის,
რომ დადგმულია, მაგრამ მაინც ბედნიერია. ასე არიან
ესენიც, ქართველმა საზოგადოებამ დაისვა თავზე ერთი
ძალაც და მეორეც, ესენი კი გვეთამაშებიან. თუ ეს
სისტემა არ შევცვალეთ, უარესობისკენ კი არა, არსაით
მიმართულებისკენ წავალთ ჩვენ. აქედან გამომდინარე,
ინსტიტუტები არ მუშაობს, სპეცსამსახურები და
სამართალდამცავი ორგანოები არ ებრძვიან კორუფციას, არ
ებრძვიან ხალხის ღლეტას და შედეგი არის აბსოლუტურად
უმართავი და პრაქტიკულად ასე ვიტყვი _ `ქართულ
ოცნებაში~ დღეს დაწყებულია ერთმანეთის ჩაძირვა და
განადგურება. ვინ ვის შეჭამს და ვინ შეინარჩუნებს
თავს, ვინ ჩაძირავს მეორეს და ვინ წამოყოფს თავს.
რაც შეეხება `თი-ბი-სი ბანკის~ საქმეს, მამუკა
ხაზარაძესა და ჯაფარიძესაც წლებია საკმაოდ ახლოს
ვიცნობ, რა თქმა უნდა, გული დამწყდება, რომ
პიროვნულად რაიმე წარმატებას ვერ მიაღწიონ, მაგრამ არ
არის მამუკა ხაზარაძე ის კაცი, რომ პოლიტიკურ
ბრძოლებში ჩაერთოს, მას საოცარი ნიჭი აქვს
ხელისუფლებებთან ურთიერთობების დალაგების, შევარდნაძის
ხელისუფლებიდან დაწყებული, ახლა რომ ამბობენ, ანაკლიის
პორტის გამო ხდება ეს ყველაფერიო... რა, მე ვაჩუქე
ანაკლიის პორტი და მე დავნიშნე იქ ის და მისი
გუნდი?! ბიძინა ივანიშვილმა არ მიიყვანა?! არანაირი
პოლიტიკური ინტერესი აქ არ არის, აქ არის
ბიზნესინტერესი! შეიძლება ივანიშვილმა აპატიოს ვინმეს
ბიუჯეტიდან მოპარული ფულით სახლის აშენება, მაგრამ,
როცა საერთო ბიზნესინტერესებზეა საუბარი, ის არავის
არაფერს არ დაუთმობს! ამის უამრავი მაგალითია... მე
არ ვუსურვებ იგივე ხაზარაძეს ცუდს, მაგრამ საერთოდ
ერთს ვიტყვი, დღევანდელი საქართველო მევახშეებისა და
ბანკირების ხელშია. რაღაც არ მახსოვს, მათ პროცენტები
დაეწიოთ ხალხისთვის, ბანკირებმა ხალხისგან დახმარება
მოითხოვონ მაშინ, როცა ხალხზე ორიენტირებულები გახდებიან
და პროცენტს _ 30-დან 3 პროცენტამდე დაწევენ. ამიტომ
ხალხოსნობას თავი დაანებონ და ქართველებმაც ვისწავლოთ
პირდაპირ ლაპარაკი!.. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს,
მან უნდა გვითხრას რაშია საქმე და სახელი დაარქვას
ყველაფერს. თუკი ექვსი თვის წინ რაიმე პროექტი იყო
საქართველოში და ივანიშვილი მის ჯგუფს აბარებდა, რატომ
აბარებდა? ახლა მითხრას, რატომ აგდებს იქიდან და მერე
გამოვიტან დასკვნას, მამუკა იჩაგრება და თუ სხვა
იჩაგრება.
- თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
- მე ყველაფერი ვიცი, ჩემი პროფესიონალიზმი და წესიერება
მაძლევს იმის საშუალებას, კაცს რომ შევხედავ ზუსტად
ვიცოდე, მის თავს რა ხდება. ამიტომ ვამბობ, გამოდი,
დაჯექი ტელევიზორში და ილაპარაკე სიმართლე. უნდა
ვთქვათ, ძაღლის თავი სად არის დამარხული, რომ მერე
მე გამოვიტანო დასკვნა, მართალი ხარ, თუ მტყუანი!..
ყველაზე მძიმე დანაშაული - ფულის გათეთრება რომ არ
დაბრალდეს და თავი გადაირჩინოს, მან უნდა თქვას, ვინ
რას სთხოვს და რატომ სთხოვს. კიდევ ერთხელ ვეკითხები
ამ ჯგუფს, რა დიდი გამოცდილება გქონდათ თქვენ, რომ
მიგიყვანეს და ჩაგაბარეს ყველაფერი, რაც ანაკლიის პორტს
ეხება, რატომ მიხვედით იქ, ან რატომ გამოგყარეს
იქიდან. არცერთი მხარე პასუხს არ გვეუბნება და ისევ
ჩვენ გვადურაკებენ. არ არქმევენ სახელს, იმალებიან და
თამაშობენ. ბოლოს, ვიღაცა რომ არ გაისტუმრონ ვირის
აბანოში, მისატანს მიიტანენ, არც ომს დაიწყებს და
ივანიშვილის ყოფილი გუნდის წევრები, როგორც აქამდე
გატრუნულები იყვნენ, ასე გაჩუმდებიან რაღაცა დონემდე.
ეს არის და ეს. საზოგადოებას ნუ გვაყენებენ
შეურაცხყოფას, სულ სხვა მიზეზებია, სულ სხვა ამბები
ტრიალებს იქ და თურმე შვეიცარიაში ვარ და როგორ
მიადგნენ ბანკს?! მიადგნენ იმიტომ, რომ წლების მანძილზე
ერთად მშვენივრად თანამშრომლობდნენ, ბოლოს რაღაც ვერ
გაიყვეს და ამით დავამთავროთ საქმე. თუ ბიძინა
ივანიშვილი ცუდი იყო, რატომ თანამშრომლობდა ''თიბისი
ბანკი''? შვეიცარიაში, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე და
ლონდონ-სიტიზე, ინგლისის ბირჟაზე რა პროცენტია, ეგენი
მასწავლიან? ზეპირად ვიცი! მილიონერი არა ვარ და ფული
არ მაქვს, თორემ იქ რა ხდება, კი ვიცი. ნუ
გვატყუებენ! კიდევ ერთხელ ვურჩევ მამუკას, რომ დაარქვას
სახელი ავადმყოფობას და მაშინ გავარჩევთ ჩვენ თეთრს
და შავს, თუ საჭირო იქნება, გვერდითაც დავუდგებით,
ისე კი არ ჩავერევით ამ საქმეში. არ ვარ
მართალი?!
- ამას აღარც სჭირდება კითხვის ნიშნები, მაგრამ
მაინტერესებს თქვენი შეფასება, რა ხდება ''ქართული
ოცნების'' გუნდში, ფაქტობრივად, გუნდი აღარ არის,
დაშლის პირასაა. ჩვენ ვხედავთ კრიზისს არა მარტო
საპარლამენტო გუნდში, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლებაც
როგორ ჩაფლავდა, თვალსაჩინოა, თუნდაც განათლების
მინისტრის მოსმენა იყო სამარცხვინო, 5 წუთში ოპოზიციამ
გაანადგურა და მიწაზე დასცა, ის ამხილეს უდიდეს
დანაშაულში _ ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების
გარემოებების შექმნაში...
- მოდით ვთქვათ, ''ქართული ოცნების'' დღევანდელი სახე
რა არის, გვყავდ ა''მისის შეტყვნა შტაბ-კვარწირა'',
სალომე ზურაბიშვილის სახით. ახლა დაემატა ''მისტერ
შეცემა'' განათლების მინისტრი. დიდი ბოდიში, მაგრამ მისი
სიტყვებია, ჩემი სიტყვები არაა. ეს არის ''ქართული
ოცნების'' თანამდებობის პირების რეალური სახე. რაც
შეეხება განათლების მინისტრს ''მისტერ შეცემას'',
საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ კონკურენციას სხვა
ქვეყნებს ვერ გავუწევთ ვერც შეიარაღებით, ვერც ატომური
იარაღით, ვერც წყალქვეშა ნავებით, ჩვენ შეგვიძლია
კონკურენცია გავუწიოთ ახალი და ძლიერი სპეციალისტებით,
განათლებული ხალხით, კვლევებით, ინტელექტით და როდესაც
განათლების სისტემას წლებია ოჩო-პლეადა ჰყავს ტარაკუწა
განათლების მინისტრების, ეს სირცხვილია. ერთი იყო და
სკოლებში ''ოპრიჩნიკები'' ჩააყენა, მეორე იყო და ზნეობაზე
უარი თქვა და სექსუალურ განათლებაზე აიღო გარანტია,
მესამე იყო კომბლეობით დაიწყო და თითო-თითო ვაშლის
დარიგებით დაამთავრა, მეოთხემ შეცემით შეგვახსენა თავი
და სტუმარმასპინძლობის რაღაც გაუგებარ ინსტიტუტებს ქმნის.
ეს არის სირცხვილი! ამ ციტატებს იმიტომ კი არ
ვამბობ, რომ მეხალისება, საზოგადოებას ვახსენებთ, ვინ
არის დღეს ხელისუფლებაში. შეიძლება ეს ციტატები ერთხელ
წამოგცდეს, ორჯერ წამოგცდეს, მაგრამ ამდენი შეუსაბამობა
თანამდებობასა და პროფესიასთან, იტლიკინო კვირების
განმავლობაში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვყავს ჩვენივე
ხელფასით მოყვანილი ისეთი სალახანა, ვიგინდარა,
არაფრისმაქნისი, ჩლუნგი მაღალი რანგის თანამდებობის
მინისტრები, რომლებსაც კი არ წამოსცდებათ, მათი აზრებია
ასეთი, ასე აზროვნებენ და რა უნდა მოსთხოვო, მას ეს
ოჩოპინტრე, ეს გაჭირვებული, ვინმე, გვარიც არ ვიცი,
რომ ჰქვია განათლების მინისტრი, ბატიაშვილი, ბატისტვინა
ბატიაშვილი, ასე დავარქვათ ''მისტერ შეცემა''
რას ხელმძღვანელობს, თანაც განათლების სამინისტრო უფრო
მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის, ვიდრე სუს-ი, ვიდრე
შს სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ერთად აღებული,
თაობების აღზრდა, ერის გაჯანსაღება, ერის კულტუროლოგიური
ასპექტებით აღჭურვა მას ევალება: განათლება,
მეცნიერება-კვლევა, სწავლა, სამეცნიერო მოღვაწეობა,
მასობრივი სპორტი, ახალგაზრდობა _ მეტი რა არის ერის
გამყარება და ქვეყნის სიძლიერე?! ამ `მისტერ შეცემას''
რომ ჩააბარებ ამას, როგორ შეიძლება იმ გუნდზე თქვა,
რომ ეს გუნდია. ესენი არიან საშოვარზე შეკრებილი ერთ
მილიარდერ კაცს აკიდებული ადამიანები, რომლებიც მასაც
ღალატობენ, ქვეყანასაც ღალატობენ თავისი გამდიდრების
მიზნით, მეტი არაფერი არ ხდება! თქვენ კოლეგებს
უყვართ თქმა _ `ძველი გვარდია'', ''ახალი გვარდია'',
რეფორმები... რის გვარდია, რის პრეტორიანელები, ან რა
იციან გვარდიის ისტორია, ან რა წაუკითხავთ, ერთი
გუნდია, რომელიც ვერ გაძღა!.. ახლა გამოჩნდა რაღაცა
მიმართულება, კულულებიანი ორფეოსი, ჩვენი პარლამენტის
თავმჯდომარე გიტარით ხელში რომ დგას ხოლმე, ის
უძღვება და იმან გაიმარჯვა იმ გუნდში და თავისკენ
გადაზიდა, დანიშვნების, ფინანსური პროექტების,
რაღაც-რაღაცების მიმართულება და მეორე გუნდი დარჩა ცოტა
შელახული თავმოყვარეობით და ახლა ვითომ ისინი
აბუნტდნენ. ახლა იმათ გააძღებენ და ისინი ამოიღებენ
ხმას, ყველა ჩაძირული გემიდან, ვირთხებივით, გასასვლელ
გზას ეძებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ალფა და
ომეგა, ჭაობში მდგარი დღევანდელი ქართული პროვინციული
პოლიტიკის.
- ტრაგიკომიკური სიტუაციაა. მაინტერესებს, რას ფიქრობთ,
უცხოეთში ქართველ ემიგრანტებთან სააკაშვილის ვოიაჟებზე?
არ შემიძლია არ გკითხოთ გუბაზ სანიკიძეზე, რომელიც
არის თქვენი პარტიის წევრი. ეთანხმებით თუ არა მის
განცხადებებს სააკაშვილთან მიმართებაში. ფაქტობრივად,
ითხოვს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას, მიხეილ
სააკაშვილიც კი გაოგნებულია გუბაზ სანიკიძის ამხელა
მხარდაჭერით... სანიკიძე პარტიის პოზიციას გამოხატავს?
- სააკაშვილის სიტყვების არ შეიძლება დაიჯერო, მოსიარულე
მატყუარაა და მის სიტყვაზე როგორ შეიძლება კაცმა
კომენტარი გააკეთოს. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, დიდი
ხანია გუბაზს არ შევხვედრივარ, მაგრამ ვიცი, რომ
თვითონ უარყო, არ ყოფილა ჰოლანდიაში და არ შეხვედრია
სააკაშვილს, მას განზოგადებული პოზიცია ჰქონდა ამ
საკითხთან დაკავშირებით, თუ საჭირო გახდა ყველასთან
შეიძლება საუბარიო, მაგრამ ამაზე რომ ყოფილიყო პარტიაში
სერიოზული მსჯელობა, ასე არ ყოფილა. ალბათ, შევხვდები
და უფრო კონკრეტულად გავერკვევი მე თვითონ, ალბათ,
იტყვის, რას გულისხმობდა. მე მგონი, ამასთან
დაკავშირებით მან უკვე გააკეთა განმარტება.
- შეიძლება, რომ ერთ მაგიდასთან დასხდნენ ნინო ბურჯანაძე
და სააკაშვილი?
_ გამორიცხულია, იმ სისხლისმსმელებთან ერთად დაჯდომა. ეს
21 პარტია ხელს რომ აწერს მოთხოვნას მაჟორიტარული
სისტემის გაუქმების შესახებ, იქ ჩვენი წარმომადგენელიცაა,
''ნაცებისაც'' და '`ევრონაცების'' წარმომადგენლებიც არიან
დანარჩენ 19-თან ერთად, მაგრამ ის, რომ ჩვენი
პოლიტიკური ძალა და ''ნაცმოძრაობა'' ერთად დასხდნენ და
რაღაცა მოიმოქმედონ, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია,
რაც არ უნდა განცხადება გაკეთდეს.
- გამოკვეთილია ორი პოლიტიკური ვექტორი, ორი მოთამაშე _
ივანიშვილი და სააკაშვილი, ჩვენ ვერ ვხედავთ მესამე
ძალას.
- ივანიშვილს სააკაშვილი ხმების მოსაზიდად სჭირდება,
სულხან-საბას არაკის არ იყოს, სააკაშვილი სჭირდება,
როგორც მაოხრებელი. ლიეჟში ხომ ვნახეთ, რა ხდებოდა,
50 კაცი მივიდა, დარბაზი იყო ცარიელი და იმდენად
ცარიელი, რომ დროშა გადააფარეს ცარიელ სკამებს და
ვინც განსხვავებული აზრის იყო, ყველა გამოყარეს იქიდან.
თემურ შაშიაშვილი რომ ტიტუშკა არაა, ხომ ყველამ
ვიცით, მაგრამ ''ნაცმოძრაობას'' ისევ ის სექტანტური
ხელწერა აქვს, რომელსაც ვერ შეიცვლის. მაგათ ძალაუფლება
რომ მიეცეთ, წარმოგიდგენიათ, რას იზამენ?! რამდენი წელი
გავიდა, მეტ-ნაკლებად ოფიციალურად მაგათ წაშავებამდე,
მაგრამ ფინანსური მდგომარეობაც ისევ აქვთ და
პარლამენტშიც სხედან. სექტანტიზმის პოსტულატში არის
პუნქტები, როგორ უნდა იქცეოდეს სექტანტი _ რაც არ
უნდა ჩაიდინო, კაციც რომ მოკლა, ან შემოგაკვდეს,
არასოდეს, არცერთ შემთხვევაში ბოდიში არ უნდა მოიხადო,
ყველაფერი უნდა თქვა, ბოდიშის გარდა. `შეგვეშალა,
ხარვეზები გვქონდაო, _ თქვენი დედა და მამა!..
მრავალი წერტილი, ჩემგან!.. ოჯახები და ქვეყანა
გაანადგურეთ და ხარვეზები გქონდათ?! მოდით, გადაგივლით,
გამოვალ და ვიტყვი ხარვეზი მქონდა. ბოდიში არ
მოუხდიათ და ამიტომ, არ შეიძლება ''ნაცმოძრაობას''ენდო
და ამიტომაცაა, რომ ვიღაც-ვიღაცები ჯერ კიდევ რომ
არიან ''ქართულ ოცნებაში'', სანამ ''ოცნების'' წევრები
გახდებოდნენ, ვმეგობრობდი მათთან და რომ ვხვდებით
ერთმანეთს, ხანდახან მსაყვედურობენ, თავზე გვივლი და ნუ
გვიშვებიო... აქეთ ვეუბნები _ თქვენ აღარა ხართ
''ქართული ოცნება'', თქვენ ხართ ისინი, ვინც გვინდოდა,
რომ 2012 წელს გაგვეყარა! მუხლებზე უნდა დაემხოთ და
ბოდიშს გვიხდიდეთ, ასეთი რამე რომ დაგემართათ, მადლობა
თქვით, ცემა-ცემით და კეტებით არ გყრით კაბინეტიდან.
ახლა ნახეთ, როგორ არიან გაზულუქებულები _ მომეცი
უფლება პარვის, მომეცი უფლება ტენდერების, მომეცი
უფლება, გავხდე მილიონერი, გაგაღარიბო, გაგაღატაკო,
მშიერი იყო, მაგრამ არ გამაკრიტიკოო, გეუბნება...
ქართველი თუ გათავხედდა, სანამ თავში კეტს არ
მოარტყამ, ვერ მიხვდება. რომ მოარტყამ კეტს, მერე
ხდება მშიშარა და დამთმობი, გვინახავს ასეთები, არც
ისეთი გმირები ვართ, როგორც მოგვაქვს თავი, რა თქმა
უნდა, ყველას არ ვგულისხმობ.
ნინო სამხარაძე