ინტერვიუები
ანაკლიის ე.წ. GEM FEST-ზე, რომელიც მთავრობის პატრონაჟითა და დაფინანსებით ტარდება და სინამდვილეში „ნარკოფესტია“
ანაკლიის ე.წ. GEM FEST-ზე, რომელიც მთავრობის პატრონაჟითა და დაფინანსებით ტარდება და სინამდვილეში „ნარკოფესტია“, 22 წლის ნათია თავართქილაძე ნარკოტიკებით დაიღუპა! კიდევ 7 ბიჭი ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს!

ის, რომ ნარკობარიგებს და ნარკოკარტელებს ამ ხელისუფლებაშიც (სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაერო-ს მონაცემებით, 2 ტონა სუფთა ჰეროინი რჩებოდა ქვეყანაში, 7 ტონა კი, ტრანზიტით გადიოდა შავიზღვისპირა პორტებით — ევროპაში ჰყავთ მფარველები, ადრეც ცნობლი იყო, მაგრამ ამ შემთხვევამ კიდევ უფრო დააფიქრა ხალხი!
ფაქტია, რომ ეს GEM FEST, რომელიც „მოდელირებული კაზანტიპია“, ნარკოგამსაღებლებისთვის უფროა, ვიდრე — ახალგაზრდების გასართობად! არადა, ამ ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, რომელიც ადრე „კაზანტიპს“ გვიწყობდა იმავე ადგილას, უშუბლისძარღვოდ, იხტიბარს არ იტეხს, ჩვენთან ნარკოტიკები აკრძალულიაო!
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნათია თავართქილაძე ნარკოტიკების „ცუდმა პარტიამ“ იმსხვერპლა! ასევე ამბობენ, ეს ამბავი იმიტომ გახმაურდა, რომ ეს გოგონა ქართველი იყო, თორემ ფესტივალიდან ლამის ყოველდღე ბღუჯა-ბღუჯა მიასვენებდნენ ირანელებსა თუ ერაყელებსო!
სხვათაშორის, შსს-მ ანაკლიაში, ფესტივალზე, ორი ირანელი მოქალაქეც დააკავა, რომლებსაც 50 აბი „ექსტაზი“ ამოუღეს!
ორიდან ერთია — ან ხელისუფლება იმდენად უსუსურია, რომ ვერ აკონტროლებს ერთ შემოსაზღვრულ სივრცეში მიმდინარე ფესტივალს, ანდა — ხელისუფლება თავად არის ჩართული ამ ნარკოორგიაში! სწორედ ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ყოფილ პოლიტდევნილთან, მეცნიერებათა დოქტორთან, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიგლა ბარამიძესთან:

— ამ ხელისუფლების შემხედვარე, შევარდნაძე და „კმარა“ მახსენდება! ბევრს ემახსოვრება, ის უწიგნური გოგო-ბიჭები როგორ ატერორებდნენ „მოქკავშირელთა“ ხელისუფლებას! ახლა „კმარა“ შეცვალა „თეთრმა ხმაურმა“!

— მოდით, მკითხველს შევახსენოთ, რომ ლაპარაკია არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მომხრეა და სწორედ ამ „თეთრი ხმაურის“ მიერ ჩატარებული აქციების შემდეგ შეარბილა „ოცნების ხელისუფლებამ“ მარიხუანის მოხმარებაზე სანქციები...

— ეს არასამთავრობო ორგანიზაცია კი არა, ნარკობარიგების ბუდეა! აგერ, ანაკლიაში დააკავეს ამ „თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი აქტივისტი ბაქარ ყორშია, რომელიც ფესტივალზე ბარიგობდა და მან ეს აღიარა კიდეც! აი, ამიტომაც მოითხოვენ ნარკოლიბერალიზაციას — თვითონ ყიდიან ამ საწამლავს და იწყობენ ბიზნესს!
და ამათ ჭკუაზე დადის ეს უუნარო ხელისუფლებაც! ოღონდ თავიანთი პრემიები და დანამატები, თბილი სავარძლები და სამსახურებრივი პრივილეგიები შეინარჩუნონ და, ბოდიში და, სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ, ჩვენი ახალგაზრდების განარკომანება და გადაგვარება!

— მთლად „თეთრი ხმაურის“ ჭკუაზეც არ უნდა დადიოდეს ეს ხელისუფლება! როგორც ჩანს, მის წიაღშიც არიან ამ მეტად შემოსავლიანი ბიზნესით დაინტერესებულები, თორემ, თბილისის ღამის კლუბებში რომ გაქანებული ნარკოვაჭრობაა, ამას სულ ადვილად მოუვლიდნენ!

— გეთანხმებით! აშკარად, საერთაშორისო ნარკომაფიას ამ ხელისუფლებაზე დიდი გავლენა აქვს!
ნარკოლიბერალიზაციას იმიტომ ითხოვენ ეს სხვადასხვა ჯურის ასო-ები, რომ ამით საერთაშორისო ნარკომაფიას ლობირებენ, რომელსაც ერთი სული აქვს, შემოყაროს და შემოყაროს აქ ნარკოტიკები და მილიონები ჩაიჯიბოს!
რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები რომ არ „კრიშავდნენ“ ამ „კლუბურ ნარკოტიკებს“, მათ ვინ გააჭაჭანებდა სოკოებივით მომრავლებულ ღამის კლუბებში?!
ანდა „სააფთიაქო ნარკომანიას“ ხელისუფლებიდან რომ არ მფარველობდნენ, რა უნდა ამ ჭირის მოსპობას?! ყველაფერი ისევ და ისევ გაღორებულ, უზნეო, ფულზე დახარბებულ ხელისუფლებასთან მიდის!
თუმცა, მოდით, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის დანაშაულებრივი აზროვნებაც ვახსენოთ! ჩვენ ამ დღეში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული კატეგორია „თეიმურაზ ხევისთავის სინდრომით“ არის დაავადებული, ჯაყო ცოლს თავზე რომ „ახნავდა“, ის კი, ევროპაში დემოკრატიის ბედით იყო შეწუხებული; მეორე კატეგორია კი, საერთოდ, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ ბონია მეწისქვილეს მაგონებს, კაცის მოკვლისთვის აღებული ფულით რომ აპირებდა თავისი ძუკნა ცოლისა და გოგოების გაკეთილშობილება-გამზითვებას! აი, ამ საზოგადოების ბრალია, რომ ეს ხელისუფლება კიდევ ხელისუფლობს!
ანდა, რა ჰქვია ქვეყანას, რომელსაც პრეზიდენტად ეს „პლასტილინივით არსება“ — მარგველაშვილი ჰყავს?! თურმე, სააკაშვილის მიმართ კითხვები არა აქვს! თურმე, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნოს! და იქნებ, საერთოდ, ეს მარგველაშვილი სავარძელსაც უთბობს სააკაშვილს, რომ როცა ის დაბრუნდება ხელისუფლებაში, თბილად ჩაჯდეს?!
მეტსაც გეტყვით:
სააკაშვილს მარტო ეს მარგველაშვილი კი არა, „ოცნებაც“ ქომაგობს! ჩემი ინფორმაციით, საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილს ამერიკაში, საქართველოს საკონსულოში, მისცეს ქართული პასპორტი! აი, სწორედ ამ პასპორტით შეძლო მან ამერიკიდან პოლონეთში გადაფრენა!

— ეს შეიძლება სერიოზული საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს!

— რა თქმა უნდა! ეს საქმე ასე არ უნდა დარჩეს და ყველაფერი უნდა გაირკვეს!
პრაქტიკულად, ყველა მინისტრს თავისი ბიზნესი აქვს: ჯეჯელავას, ციხელაშვილს, გიორგაძეს, ხეჩიკაშვილს... მაგალითად, ჯეჯელავას — განათლების მინისტრი რომ ჰქვია, საკუთარი კერძო უმაღლესი სასწავლებელი აქვს მეუღლესთან ერთად! ასეთივე კერძო უმაღლესი აქვს გახსნილი შერიგების მინისტრს ქეთევან ციხელაშვილსაც...
აი, ეს არის ამათი ოცნება!
ხალხს ამათი იმედი რა უნდა ჰქონდეს?!
მოკლედ, ეს ხელისუფლება „ამ ქვეყნისა აღარ არის“! ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეშფოთებულია! ის უკვე სერიოზულად ფიქრობს ამათ დაფერთხვაზე!
ესაუბრა
გიორგი გიგაური


FaceBook Twitter Google