ინტერვიუები
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ
ძალიან დიდი ანალიტიკური გონება არ უნდა სჭირდებოდეს იმის განსაზღვრას, რომ საქართველოში მიმდინარეობს ტოტალური შეტევა მართლმადიდებლობაზე და ქართულ ტრადიციულ ფასეულობებზე. „კაშიას სკანდალი სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა!“ — მიიჩნევს ყოფილი პოლიტდევნილი, პროფესორი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე:

— ეს კაშია ფეხბურთს ძლივს თამაშობს და რა ჭკუა უნდა მოსთხოვო?! გააბრიყვეს იმ მურიასავით, მგელს რომ შეაჭამეს! რა შუაშია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან მამათმავლების ცისარტყელიანი სიმბოლო?! ძალადობას არც მე არ ვემხრობი და არცერთი ნორმალური ადამიანი, მაგრამ ლგბტ-სამკლავურები და დროშები რატომ უნდა ვაფრიალოთ?! ამ ლოს-ანჟელესური გეი-მაფიის ვერაგობაც სწორედ ის არის, რომ ასე მამათმავლობის სამკლავურით შემოაცურეს დახლს ქვეშიდან ეს „ძალადობის წინააღმდეგ აქცია“!
ძალადობა უამრავია მსოფლიოში: რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური... აგერ, სირიაში რომ ბავშვებს კლავენ, იმას აპროტესტებდა კაშია? თანაც, მამათმავლობის დროშით?!
ძალადობა არის ის, რომ საქართველოში ხალხს შიმშილით კლავენ და ადამიანებს წამლის ფული არა აქვთ! ამას აპროტესტებდა კაშია მამათმავლების სიმბოლოთი?!
რატომ არ თქვეს პირდაპირ ჰოლანდიის ფეხბურთის მესვეურებმა, რომ ეს ზოგადად ძალადობის კი არა, ლგბტ-ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო?!
— კარგით, ვთქვათ, კაშია „გააბრიყვეს“, მაგრამ მას ეს ჩვენი ფეხბურთის „მამები“ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კობიაშვილიც რომ გამოექომაგნენ?
— საერთოდ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს რა უნდა პარლამენტში? კობიაშვილი კანონშემოქმედებაში ძალიან ერკვევა?! თუ ვიღაცის გუნდის წევრობის გამო შეიყვანეს პარლამენტში?
იმის ნაცვლად, რომ კობიაშვილმა თავზე ნაცარი წაიყაროს, კიდევ აქეთ დიდ გულზეა!
— რატომ უნდა წაიყაროს თავზე ნაცარი?
— კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ფედერაციის პირველი პრეზიდენტია, რომლის თამადობითაც ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ვერცერთი თამაში ვერ მოიგო!
ამაზე მეტი სირცხვილი რა გინდა?!
ხომ გაიძახიან ამაყად, ჩვენ კაშიასთან ერთად ძალადობას ვგმობთო, რატომ იძალადეს ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტოდ მისულ „ქართული მარშის“ წევრებზე?! რატომ დაარბიეს კობიაშვილის ბრძანებით მშვიდობიანი დემონსტრანტები?! ამერიკაში რუსმა ემიგრანტებმა მოსკოვში ჩატარებული 9 მაისის აღლუმი რეპროდუქტორით თეთრი სახლის კედელზე გააშუქეს, მაგრამ მათთვის სიტყვაც არავის უთქვამს! აქ კი, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთი-ორი მაშხალის ანთებისთვის დაარბიეს ხალხი! ვანდალიზმია ეს, აბა, რა არის?!
— აგერ, თბილისის „დინამოს“ სტადიონის ტერიტორიაზე არსებულმა ღამის კლუბმა „ბასიანმა“ კაშიას სკანდალთან დაკავშირებით ოფიციალურად დაუჭირა მხარი ლგბტ სექტას და თავის საიტზე „დინამოს“ მოედანი ლგბტ-ფერებად გადაღება! არადა, თბილისში ყველამ იცის, რომ ეს „ბასიანი“ გარკვეულწილად გეი-კლუბია და იქ ღიად იყიდება კლუბური ნარკოტიკი!
— ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარი სტადიონი გეებისა და ნარკომაფიის ბუდეა! პოლიციამ და ფეხბურთის ფედერაციამ კი, ეს „არ იცის“! სამარცხვინო არ არის ეს ყველაფერი?!
— 10 ნოემბერს გორში საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას მართავს კვიპროსის ნაკრებთან. წინასწარი ინფორმაციით, განაცხადში კაშიაც არის. რას ეტყოდით გორელ გულშემატკივრებს, რომლებმაც შეიძლება, ტრიბუნიდან დაიყვირონ — „კაშია, პედერასტ“!
— ისე არ უნდა მოიქცე, რომ ვინმეს ამის სურვილი გაუჩნდეს! ძალიან გული მწყდება, რომ ამიერიდან, როდესაც კაშიას ტელეეკრანზე დავინახავ, პირველი, რასაც გავიფიქრებ, მისი მამათმავლური სამკლავურია! ეს კი ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრება!
მე „ლივერპულის“ ფან-კლუბის ოფიციალური წევრი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ „ლივერპულის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა პირად შეურაცხყოფად მიიღო, როდესაც მას მოედანზე ლგბტ-სამკლავურით გავლა შესთავაზეს!
ამ კაშიამ ასი ბურთი რომ გაიტანოს და „ფედოტოვის ბომბარდირთა კლუბის“ — „ასიანელთა“ წევრიც გახდეს, მაინც ხინჯად ჩამრჩება გულში მისი ლგბტ-სამკლავური!
ჩვენ პაიჭაძის, ჯეჯელავას, ყიფიანის, მესხის, მეტრეველისა და სხვა ლეგენდების ფეხბურთელობისა და კაცობის მაგალითზე გავიზარდეთ და ზუსტად ვიცი, რომ ისინი ამ სამკლავურს ცოცხალი თავით არ გაიკეთებდნენ, არავითარი ჰონორარის ფასად!
კაშია-მანიით შეპყრობილ ლიბერასტებს უკვდავი კაშჩეები ნუ ჰგონიათ თავი! თუ ასეთი გაბედულები არიან, გამოვიდნენ და აღიარონ თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია! თბილისი პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის!
კაშიას სირცხვილი კი მაგალითი უნდა იყოს ყველა სპორტსმენისთვის: სულ „მსოფლიო ვარსკვლავები“ რომ იყვნენ, ქართველი ხალხი არ მიიღებს მათგან გეი-მაფიის მონებად გადაქცევას და ლგბტ-დროშების ფრიალს!
იმიტომ, რომ ეს საქართველოა!
ესაუბრა

გიორგი გიგაური

FaceBook Twitter Google