ინტერვიუები
`ნინო ლომჯარია `ქართულ ოცნებას` ემუქრებოდა და აშანტაჟებდა`
`ნინო ლომჯარია `ქართულ ოცნებას` ემუქრებოდა და აშანტაჟებდა`

ვინ გახდება დეკრიმინალიზებული მარიხუანის დისტრიბუტორი საქართველოში
გიგლა ბარამიძე; `16 წლის მოზარდი ვერ იპოვეს და ესენი ჩატაევს დაიჭერდნენ
ვინ არის პასუხისმგებელი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე, რატომ უნდა დაისაჯონ სკოლის დირექტორები, რატომ არ ხდება მოსახლეობისგან იარაღის ამოღება, რა შედეგს მოიტანს მარიხუანის ლეგალიზება, რით დააშანტაჟა ნინო ლომჯარიამ `ქართული ოცნება` - ამ თემებზე `ახალ თაობას` ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე;

- ახალ თაობასთან ინტერვიუში ვთქვი, რომ თბილისი იარაღით და ნარკოტიკებით არის გაძეძგილი. იარაღი აქვს თითქმის ყველას, როგორც ცივი, ასევე ცეცხლსასროლი. ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრას არ ჩქარობს. ამის შედეგებს კი მწარედ ვიმკით. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიაც ამის დასტურია.
ეს ტრაგედია კარგად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც დღეს განათლების სამინისტროშია. განათლების მინისტრად ყავდათ ადამიანი, რომელიც ათას სისულელეებს ბოდავდა და არაფერს აკეთებდა განათლების რეფორმის გასატარებლად.
სასწრაფოდ უნდა დაატოვებინონ თანამდებობა სკოლების დირექტორებს. ამ ტრაგედიაზე ისინიც არიან პასუხისმგებელი. პასუხი უნდა აგონ მასწავლებლებმა და მანდატურმაც. აშკარაა, რომ მოზარდებს შორის კონფლიქტი კარგა ხნის წინ იყო დაწყებული.
სკოლის დირექტორი კი რას ამბობს, ეს ყველაფერი სკოლის გარეთ მოხდა და ჩვენ რა შუაში ვართო. ამ განცხადების შემდეგ, ამ ადამიანს სასწრაფოდ უნდა დაატოვებინონ თანამდებობა. ასევე უნდა შეიცვალოს ყველა ის დირექტორი, რომელიც სკოლაში წესრიგს ვერ ამყარებს. სამწუხაროდ, ეს სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.
- რატომ გგონიათ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება
- იმიტომ, რომ მოსახლეობისგან იარაღის ამოღებაზე არავინ არ ზრუნავს. ამ ყველაფერს დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება. მათი გადაწყვეტილებით მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდა. ეს გააკეთეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, რომლის საზღვარიც ნელ-ნელა აქეთ იწევს და რომლის დემოგრაფიული მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
ვიღაც მეტყვის, რომ მარიხუანა არ არის ძლიერი ნარკოტიკი. ხვალ ვიღაცამ რომ კოკაინის და ჰეროინის დეკრიმინალიზაცია მოითხოვოს, მერე რა ხდება/ რა ხდება და დარწმუნებული ვარ, ამასაც დაუშვებენ.
თავს იმით იმართლებენ, რომ მარიხუანის მოყვანა და რეალიზება დასჯადი იქნება. თუ მოყვანა და რეალიზება დასჯადია, მაშინ მისი მოხმარება როგორ დაუშვით/ რადგან მარიხუანას დეკრიმინალიზაციას დაუჭირეთ მხარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის საიდანღაც უნდა შემოვიდეს საქართველოში.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროს რომელიმე ჩინოსანი მიხედავს. ის `დაკრიშავს` მარიხუანის შემოტანას თუ ადგილზე მოყვანას. ამით ვიღაც ძალიან დიდ ფულს იშოვის. აი, ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ის არავის ადარდებს, რა დღეში ჩავარდება ქვეყანა. ყველანი ვხედავთ, ახლა რა ხდება და მერე ნახეთ მკვლელობები და გარჩევები.
ისევ ვერაზე მომხდარ ტრაგედიას დავუბრუნდები და სამართალდამცავებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე გამოიძიონ ეს საქმე. ის მოზარდი თუ მოზარდები, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, უნდა დაისაჯონ. პასუხი მათმა მშობლებმაც უნდა აგონ.
სისხლიანი გარჩევა 1 დეკემბერს მოხდა. ახლა, როცა ამ ინტერვიუს გაძლევთ, 3 დეკემბერია და 15 თუ 16 წლის მოზარდი ჯერ დაჭერილიც კი არ არის.
21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია 21 საათი გააგრძელეს და თავი იმით გაიმართლეს, რომ ისინი საერთაშორისო დონის ტერორისტები იყვნენ და მათი აყვანა ასეთი იოლი არ არისო. ეს 15 თუ 16 წლის მოზარდიც ჩატაევია/ ეს პატარა ლაწირაკი ვერ დაგიჭერიათ და ჩატაევს დაიჭერდით, თქვე გაჭირვებულებო/ ვერც დაიჭირეთ და ამ თემაზეც რაღაც სისულელეებს ბოდავთ.
არაპროფესიონალებით, კორუმპირებულებით და ნათესავებით რომ გაავსეთ სახელმწიფო სტრუქტურები, ამიტომაც არის ამ ქვეყნის საქმე კარგად.
- თქვენი აზრით, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, ხელისუფლების ბრალია/
- ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია. ყველა აცხადებს, რომ კრიმინალის დონე გაიზარდა, ესენი კი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგად არის. როგორ კარგადაც არის, ყველანი ვხედავთ. დღისით, მზისით სკოლიდან გამოსული მოზარდები დაჩეხეს. სკოლის დირექტორი კი თავს იმით იმართლებს, ჩვენ რა შუაში ვართ, სკოლის გარეთ მოხდაო. როგორც კი ეს განცხადება გააკეთა, მაშინვე უნდა გაეშვათ სკოლიდან. სკოლიდან სხვა მასწავლებლებიც უნდა დაითხოვონ.
ამათ რომ ვუყურებ, უკვე მეშინია, კიდევ უფრო დიდი უბედურება არ მოხდეს. 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციას დავუბრუნდები და ხომ გვიკვირდა, რა საჭირო იყო ამდენი დრო დამნაშავეების დასაჭერად ან გასანეიტრალებლად. როგორც უკვე გითხარით, 16 წლის მოზარდი ვერ დაიჭირეს 3 დღეა და ჩატაევს დაიჭერდნენ/ იმედი მაქვს, ამ საქმის გამოსაძიებლადაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს არ ჩართავენ.
ან რა სამარცხვინო განცხადებები გააკეთეს იმ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე. 9 დღე დუმდნენ იმისთვის, რომ ის ეთქვათ, რაც ყველამ ისედაც ვიცოდით. ლიკვიდირებულთა შორის რომ ჩატაევი იყო, ეს 22 ნოემბრის საღამოსვე ვიცოდით პოლიტიკოსებმაც და ჟურნალისტებმაც. სათანადო სტრუქტურებში ყველას გვყავს ჩვენ-ჩვენი წყაროები.
- რატომ დუმდნენ ამ თემაზე ამდენი ხანი, რატომ თავიდანვე არ დაადასტურეს, ვინ იყო ლიკვიდირებული/
- ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუსმა განცხადება 9 დღის შემდეგ გააკეთა. ეს იყო ქვეყნის ხელისუფლების უსასოობის და უილაჯობის გამოვლინება. მთელი 9 დღე დუმდნენ, რომ შემდეგ ეთქვათ ის, რაც თქვეს. ის, რაც თქვეს, ისედაც ყველამ ვიცოდით.
ეს დუმილი იმისთვის დასჭირდათ, რომ რაღაც ვერსიები მოეფიქრებინათ. `ახალ თაობას` ამ თემაზე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ვესაუბრე და მაშინ გითხარით, რომ ახლა ხელისუფლება ვერსიების შეჯერებაზე დაიწყებს მუშაობას. ერთად მოიფიქრებენ, რა უნდა თქვან.
- თქვენი აზრით, ის, რაც გვითხრეს, 9 დღის ნაფიქრია/
- მეტი არაფერი ჰქონდათ სათქმელი და რას მოიფიქრებდნენ. 2 ლიკვიდირებულის ვინაობა ან დღემდე არ იციან, ან მალავენ. ჩატაევის ამბავსაც დამალავდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას რომ არ გამოეჟონა.
კიდევ ერთხელ გვეუბნებიან იმას, რომ ამ ადამიანებზე 3 კვირა მიდიოდა თვალთვალი. თქვე გაჭირვებულებო, 3 კვირის მანძილზე ის როგორ ვერ დაადგინეთ, ვინ ცხოვრობდა იმ სახლში/ ის მაინც არ უნდა გცოდნოდათ, ვის უთვალთვალებდით/1 ის მაინც როგორ ვერ გაიგეთ, რომ დუპლექსის ტიპის ბინას უთვალთვალებდით.
ახლა საზეიმოდ გვამცნობთ, რომ საქმეში ჩვენი ამერიკელი მეგობრები არიან ჩართულიო. ეგ რას შველის/ მათი ჩართვა უშველის იმ პრობლემას, რაც საქართველოს საზღვრებზე ხდება/ ყველა გავიძახით, რომ საზღვრები არ კონტროლდება. ეს აფგან მუხთარლის მოტაცების შემდეგაც დადასტურდა. ადამიანი ქვეყნიდან ისე გაიყვანეს, ვერაფერი გავიგეთ. ახლა კი ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტი და ინტერპოლის ძებნილი შემოდის. გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვა უშველის ამ უილაჯობას და განუკითხაობას/1
- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახელმწიფო საზღვარი დაცულია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე საზღვრის გაკონტროლება ადვილი არ არის.
- მე ირაკლი სესიაშვილს ვიცნობ და არ მინდა დავიჯერო, რომ მან ასეთი რამე თქვა. პირადად ეს განცხადება არ მომისმენია. საზღვრის გაკონტროლება იოლი მართლაც არ არის, მაგრამ იმისთვის ხარ სახელმწიფო, რომ საზღვარიც უნდა გააკონტროლო და წესრიგიც დაამყარო.
- ამის პასუხად ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ საზღვარს ბოლომდე ვერც ამერიკა აკონტროლებს და დანაშაული ევროპის წამყვან ქვეყნებშიც ხდება.
- ჩვენ ხომ აუცილებლად სხვისკენ უნდა გავიშვიროთ ხელი1 რახან ამერიკა ვერ აკონტროლებს საზღვარს, ეს ყველა იმ დარღვევას ამართლებს, რაც საზღვარზე ხდება რაკი ევროპის ქვეყნებში ხდება დანაშაული, ჩვენ გულზე ხელი უნდა დავიკრიფოთ/ რაღა ეს მაგალითები მოჰყავთ, იქ რაც კარგი ხდება, ის რატომ არ ხდება საქართველოში/1
სადმე სხვაგან ხდება პრემიების და დანამატების ისეთი სიხშირით გამოწერა, როგორც საქართველოში არაფერს არ აკეთებთ, ბატონებო, და ათასობით ლარს იღებთ ხელფასის სახით. ესეც აღარ გყოფნით და პრემია-დანამატებს უწერთ საკუთარ თავსა და ახლობლებს.
ოფიციალური ინფორმაციებიდან არის ცნობილი, რომ ზოგმა ჩინოსანმა დანამატი წელიწადში 27-ჯერ გამოიწერა, ზოგმა 36-ჯერ, ზოგმა კი - 41-ჯერ. ეს რომ ასეა, ეს ჩვენი ბრალიც არის. ვაბედინებთ და ისინიც ბედავენ.
მათ არც წესრიგი აინტერესებთ და არც - ხალხის მდგომარეობა. ისინი ხელისუფლებაში მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი იშოვონ და მოქაფონ. კარგად იციან, რომ ასეთი შანსი სხვა დროს არ მიეცემათ. ისინი 6 წლის წინ ერთ მილიარდერ კაცს მიებნენ და ამის წყალობით მოხვდნენ ხელისუფლებაში. ახლა მათი მთავარი საზრუნავი, რაც შეიძლება მეტი ქონების დაგროვებაა. რამე რომ მოხდეს, იმ წუთშივე გაიქცევიან ქვეყნიდან. ქონებები საზღვარგარეთ აქვთ დაბანდებული, ქვეყნიდან გაქცევის უნარები კი 2008 წლის აგვისტოში გამოიმუშავეს. `ოცნების` ბევრი წევრი გაიქცა მაშინ საქართველოდან.
საქართველო დღეს აღარ არის აღარც ქვეყანა და აღარც სახელმწიფო. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობოების სურვილით და იან კელის, რომელიც ჩვენი გენერალ-გუბერნატორია, მითითებებით იმართება.
ეს კარგად გამოჩნდა სახალხო დამცველის არჩევის დროსაც. ამ პროცესშიც ღიად ჩაერია იან კელი. არასამთავრობოებზე აღარაფერს ვამბობ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არასამთავრობოების ერთ-ერთმა აქტიურმა სახემ, თამარ ჩუგოშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ სახალხო დამცველად ასევე არასამთავრობოებში გამოზრდილი ნინო ლომჯარია დაენიშნა. ეს ქალბატონები დაქალები არიან.
- როგორც ამბობენ, ახალი სახალხო დამცველი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, მეგობარი და სკოლელია.
- ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალბატონმა ჩუგოშვილმა იაქტიურა. აქტიურობა არც თავად ლომჯარიას დაუკლია. ძალიან კარგად ვიცი, თუ რა განწყობა იყო `ოცნებაში` ამ ქალბატონის მიმართ, მაგრამ ბოლოს ისინი იძულებული გახდნენ, ის აერჩიათ სახალხო დამცველად.
- იძულებულები რატომ გახდნენ, აშშ-ის ელჩის განცხადებამ აიძულა ისინი
- არა მარტო აშშ-ის ელჩის განცხადებამ. ქალბატონი ლომჯარია პირდაპირ აშანტაჟებდა `ოცნებას`. ის, მოგეხსენებათ, გენერალური აუდიტორის მოადგილე იყო. ცოტა ხნის წინ პარლამენტმა აუდიტის სამსახურის ახალი უფროსი აირჩია, რომელმაც ენჯეოელი ქალბატონი იქედან მიაბრძანა.
მოადგილედ ყოფნის პერიოდში მან ბევრი ინფორმაცია მოაგროვა `ოცნების` წევრების შესახებ. აი, ამ მასალების გასაჯაროებით აშანტაჟებდა და ემუქრებოდა ის ხელისუფლებას. ამაზე კულუარებში `ოცნების` დეპუტატებიც საუბრობენ და აუდიტის სამსახურის თანამშრომლებიც.
ამ შანტაჟს ამერიკის ელჩის მოთხოვნაც დაუმატეთ და ლომჯარია სახალხო დამცველად დაგვისვეს. ეს იან კელი, სხვათა შორის, ის ადამიანია, რომელმაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ დამთავრებული არ იყო, რომ ჰილარი კლინტონს მიულოცა გამარჯვება, პრეზიდენტი კი სხვა გახდა.
აშშ-ის პრეზიდენტი ვახსენე და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ძალიან მალე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. ლიბერტანული ძალები შეეცდებიან, ის პრეზიდენტის პოსტს ჩამოაშორონ.
ამერიკაზე ვსაუბრობთ და მინდა ჩვენი მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ამერიკულ ვიზიტზეც ვთქვა რამდენიმე სიტყვა. მღვდელმთავრების ნაწილი ამერიკაშია, ნაწილი რუსეთში. გვეუბნებიან, რომ გზებს ეძებენ. დიდი პატივისცემით მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ ის გზა, რომელსაც თქვენ დაადექით, არის უფლის გზა. უფლის გზა კი არც კრემლზე, არც ბრიუსელზე და არც ვაშინგტონზე არ გადის. უფლის გზა სახარებაზე და ლოცვაზე გადის.
მეგონა, რომ სასულიერო პირები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გააპროტესტებდნენ და მარიხუანის დეკრიმინალიზაციას შეეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ისინი თურმე ვაშინგტონსა და მოსკოვში ეძებენ გზებს.


FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31