ინტერვიუები
ასეთი ხელისუფლების არსებობას, სჯობს, ქვეყანაში იყოს ანარქია!
რას ამბობს ივანიშვილი კულუარებში საპრეზიდენტო არჩევნებზე და რატომ შემოსწყრა კახი კალაძეს?!

''დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ სუს-ში სერიოზული ცვლილებები იგეგმება!''
ერის დეგრადირების ნიშნები სახეზეა, ტერიტორიადაკარგული, სოციალურად დაუცველი, მშიერ-მწყურვალი, დემოგრაფიული პრობლემების მქონე ერი, ნაცვლად იმისა, რომ სიცოცხლის უფლებას იცავდეს, ყოველდღიურ რეჟიმში ვხდებით ნარკოტიკების მომხმარებლების, გამსაღებლების, პატრიარქის მაგინებლების, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირების პროპაგანდის მსხვერპლი. ასეთი ხელისუფლების არსებობას, სჯობს, ქვეყანაში იყოს ანარქია და ის მაინც გვეცოდინება, სად არის ჩვენი ათვლის წერტილი, რა გვინდა და რისთვის ვიბრძვით!.. ამ პატრონყმულ, დამოკიდებულ ხელისუფლებას ვერაფერს მოსთხოვ, რადგან თვითონაც მამა-მარჩენალზეა ჩამოკიდებული. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის იქნება განსჯის საგანი, ბიძინა ივანიშვილს უნდა მიეტოვებინა თუ არა ხელისუფლება? ის არის პასუხისმგებელი ამ ხელისუფლების მოყვანაში და თავადვე უნდა მოახერხოს და გაიყვანოს ავანსცენიდან ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა სტაგნაციაში ჩააგდო. ვინ ვინ და ხელისუფლებამ უკეთ იცის, რომ მათი მთავარი მაშველი რგოლი კვლავ ივანიშვილია და ამიტომაც ხელისუფლების კონკრეტული ჯგუფი ივანიშვილს სთხოვს, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. ეს დადასტურდა კიდეც, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ივანიშვილის კანდიდატურა ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა ივანიშვილი კატეგორიულ უარს აცხადებს, რაიმე ფორმით კვლავ ჩაერთოს ღიად პოლიტიკაში, მით უფრო, საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ხელისუფლებას ისე აქვს წყალი შეყენებული და იმდენად დაეცა მათი რეიტინგი, რომ შესაძლოა, ქართველმა ამომრჩეველმა როგორც ხშირ შემთხვევაში სჩვევია, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთოს. ხელისუფლების კულუარებში გვიყვებიან, რომ სერიოზული კრიზისია კანდიდატთან დაკავშირებით, ივანიშვილი კატეგორიულ უარს აცხადებს კვირიკაშვილის კანდიდატურაზე, მაგის კეთილების გინებას ყოველთვის წამომაძახებენო და როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, ივანიშვილი სამეცნიერო წრიდან ინტელიგენტ პიროვნებას ეძებს, რომელსაც პრეტენზია არაფერზე ექნება. ივანიშვილი თურმე საკუთარ გუნდს ეჩხუბება, აქამდე რატომ ვერავინ შეარჩიეთ, რა გახდა კანდიდატის მოძებნაო. აქვე გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი ასევე გაბრაზებული ყოფილა ქალაქის მერზე, ამ ბიჭის ''ტრიპაჩობამ'' დამღალა, რით ვერ დაიღალა კოსტუმების ცვლით და სელფებითო.
''ალიასთან'' ინტერვიუში ''დემოკრატიული მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს.

- ქართველი ხალხის პრიორიტეტები შეიცვალა, იმის ნაცვლად, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, ნარკობარიგები ''ბარიგების რევოლუციას'' გვიანონსებენ. ამ ქვეყანაში მხოლოდ ლესბოსელების, გეების, ტრანსსექსუალების უფლებების დაცვა ყოფილა პრობლემა, სხვა არაფერი. რასთან გვაქვს საქმე? ერი დეგრადირებას განიცდის?
- კიდევ ერთხელ მთელმა საქართველომ დავინახეთ, რომ ისეა შეზრდილი ერთმანეთთან `ქართული ოცნება'' და ''ნაცმოძრაობა'', რომ ვერ ვიგებთ, სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე. რაც მთავარია, დასრულდება ის, რომ ''ქართული ოცნება'' ეს არის საშოვარზე საალაფოდ მოსული ხელისუფლება, რომელიც ემსახურება არა ხალხს, არამედ მთელ რიგ უცხო ქვეყნების მიერ გრანტებით დასაჩუქრებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ცალკეულ სალახანა სექტას და მათ შეკვეთებს ასრულებს. აი, იმიტომ ვთქვი, რომ არიან საშოვარზე მოსული ხელისუფლება, რომ მათთვის მთავარია, შეინარჩუნონ პირადი მდგომარეობა. ხომ ხედავთ, რა დინამიკით იზრდიან ხელფასებს, პროკურატურაში 3000-დან 7000-მდე გაეზარდათ ხელფასები, აღარაფერს ვლაპარაკობ სხვებზე, მათთვის მთავარია პირადი კეთილდღეობა და დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ოღონდ ამერიკის ელჩმა და მათმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მყუდროება არ დაურღვიონ, მზად არიან ყველას ელოლიავონ, მათ შორის, ბარიგების ბარიგებს. ხელისუფლებას, რომლებსაც თვალებგადმოტრიალებული, სახედაკარგული, ნარკომანი, ბარიგაც რომ არ არის, ხელს უქნევს და ემუქრება, თუ ინტერესს არ გაატარებთ დედას გიტირებთო, ეს ხელისუფლება არ არის. ეს არის დაკვეთების შემსრულებელი, ფილმიდან რომ არის - ''ნუ იქნება ოღონდ ბუნტი'' და ქრთამი წყნარად აიღონ და ამათ დედამიწის ზურგზე არაფერი ადარდებთ და ამის კლასიკური მაგალითი იყო თუნდაც წინა კვირა. ვინც მწერალი არ არის და დედამ დაწყევლა, ვინც პოეტი, მსახიობი არ არის და დედამ დაწყევლა, ვინც პოლიტიკოსი არ არის და დედამ დაწყევლა, ვინც ქალი ქალს არ ჰგავს და კაცი კაცს არ ჰგავს _ დედამ დაწყევლა, ყველა ერთად შეიკრიბა, ეს არის ლუსტრაციის კლასიკური მაგალითი, ყველა ერთად მოითხოვს რას? გამიგია, ტერიტორიადაკარგული ქვეყნის ხელისუფლებას ყველამ ერთად მოვთხოვოთ, გაინძერი და ნაბიჯი გადავდგათ ტერიტორიების დასაბრუნებლად, მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ რაღაც რომ გაკეთდეს, ის, რომ ქვეყანაში მეტი იღუპება, ვიდრე იბადება, ევროკავშირს რომ არ გამოეცხადებინა, ეს უსახური ხელისუფლება ამასაც დამალავდა, მსოფლიოდან ყველაზე მეტი თავშესაფრის მსურველი საქართველოდან არის, აი, ამ თემებზე რომ ხელისუფლებას თითი უქნიო, ამ საქციელს მივესალმები, მაგრამ თითს უქნევდე _ მომეცი უფლება, ჩავიხრჩო ნარკოტიკების ჭაობში, მომეცი უფლება, ვიყო ბარიგა, ვიყო დედათმავალი, მამათმავალი, უკვე გამრავლების პრობლემა გვაქვს და იხვეწებიან, დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებაო, ეს უკვე არანორმალური მოვლენაა. ეს ხელისუფლება ტერორისტებს ვერ ერევა, ჩეჩნეთიდან ჩამოსულ მაღალჩინოსანს ეხვეწებიან, პანკისის ხეობაში რამე არ მოხდეს, გვიშველეო და ამათი რა იმედი უნდა გვქონდეს?! აი, ეს არის სახე ქართული ხელისუფლების!.. დიდი თანხაა გადახდილი იმ უბედურების დაკანონებაში, რასაც ჩვენს თვალწინ აქვს ადგილი. ნახეს, რომ ხელისუფლება მოყანყალებულია და რეალურად ყველაფრის ეშინია, მთელმა რიგმა არასამთავრობოებმა იგრძნეს, რომ მათი დრო მოვიდა და უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვინდა. ქვეყანამ, რომელსაც სახალხო დამცველად ვინმე ლომჯარია ეყოლება, ხელისუფლებამ საერთოდ რამეზე ხმა როგორ უნდა ამოიღოს?! ამერიკის ელჩმა ისე დაგვისვა სახალხო დამცველად, რომ კითხვის ღირსადაც არავინ ჩააგდო. ახლა ვთქვათ, რომელ არასამთავრობოს სჭირდება მსუბუქი ნარკოტიკის დაკანონება ისეთ გაუბედურებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ერთია სოროსი, რომელიც მილიარდებს დებს გაუბედურებულ ქვეყნებში ასეთი თემების დაკანონებით, მათ სჭირდებათ ასეთი მცირე ერების დეგრადირება. ნარკოტიკი ჯიბეში რომ არავის არ უნდა ჩაუდო, ამის მომხრე ყველა ვართ, მაგრამ ბარიგა გარეთ რომ არ უნდა გამოუშვა, ამას რად უნდა ამდენი ლაპარაკი?! მაგრამ, ხედავთ, სპეციალურად თემის აღრევა როგორ ხდება? ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უნდათ მიაყოლონ ბარიგების და მძიმე ნარკოტიკების მოხმარების დაუსჯელობა. როდესაც საქართველოს ხელისუფლება არის მოფამფალებული, ამ საზიზღრობას იოლად ატენის სახეწაშლილი მე-5 კოლონა, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც საეჭვო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ფინანსდებიან, ეს არის და ეს. ეს არის ერთი სისტემა და ამ სისტემაში როგორმე უნდა შეძვრნენ დემოკრატიის სახელით. ნახეთ, ვინ დგანან აქციაზე, სრული გაუგებრობები. კიდევ ერთხელ ვამბობ - "არა ბარიგებს! არა, ჩადებას!", მაგრამ ერთ კანონქვეშ ამის მოქცევა შეუძლებელია. რატომ ამოიღეს ხმა და რატომ ყელყელაობენ, იცით? ხელისუფლება ამათ პასუხს ვერ სთხოვს. არ გამოსულა არცერთი მინისტრი, ან მათი მოადგილე და არ უთქვამთ, რას ბოდიალობთ, ნარკოტიკების დაკანონებას თქვენ ვინ გეკითხებათ, საზოგადოების უმეტესობას უნდა ეს?! ძალაობენ და სხვათა შორის, სირცხვილი თქვენს ბევრ კოლეგას, 24-საათიან ეთერებს უთმობენ და ნარკოტიკების პროპაგანდას ეწევიან. თქვენ გგონიათ, ესენი მარიხუანის ლეგალიზაციით დაკმაყოფილდებიან? არა, ხვალ ჰეროინს მოითხოვენ!.. ჩატაევის დაჯგუფებას ვერ გაუმკლავდნენ და ჰეროინის ბარიგებს გაუმკლავდებიან?..
- როგორ აჩლუნგებს ნარკოტიკების მოხმარება ადამიანის გონებას, ''ნაცისტი'' კოტე იოსელიანის მაგალითზე ითქმება, `ნარკოტიკების ჩადება უცხო თემა არ არის კაცობრიობისთვის, თვით იესო ქრისტესაც ჩაუდეს ფულით სავსე ქისა და ისე დაიჭირეს... - ასე დაწერა კოტემ ''ახალი სახარება''.
- ჩვენ ვიცით სახარება მათესგან, მარკოზისგან, ლუკასგან და იოანესგან, ახლა გამოჩნდა სახარება _ კოტესგან... იოსელიანს მივმართავ: შენი ცოლი აცრემლებული რომ გაჰკიოდა, ჩემს კოტეს ხელი არ ახლოთო, შენი სიმამრი რომ დარბოდა, გამოუშვით ჩემი სიძეო, მოეტანა შენს სიმამრს სახარება და წაგეკითხათ ცოლ-ქმარს, "ნაცმოძრაობა" ყველას რომ შეურაცხყოფას აყენებთ, იესო ქრისტეს მაინც შეეშვით, თუ სახარება წაკითხული არა გაქვს, საერთოდ რატომ გაქვს მასზე სიტყვის თქმის უფლება, გამაგებინე?!. მე იმ ვაკელებს რა ვუთხარი, ამ კაცს რომ ვიღაცა წამოაყენებდა მაჟორიტარად, მეტი რა გითხრათ. საერთოდ არც მაგის გვარი ვიცი ვინ არის და არ მაინტერესებს, მაგრამ ყველაფერი გამიგია, უცოდინრობის პიკიც გამიგია, მაგრამ ამის უვიცობით, უზრდელობით, თავხედობითა და გაუნათლებლობით, გაოგნებული ვარ!.. ამის საქმე ასეა, არა შეჯდა მწყერი ხეზეო და როცა სისულელეს პრუტუნებ, ვიღაცამ მაინც ხომ უნდა დაგადუმოს, სისულელეები რომ არ წამოროშო, პატრონი არ გყავს?!
- ბარიგებმა ნიღბები ჩამოიხსნეს და რაზეც მოარული ხმები დადიოდა, გამართლდა _ ნარკობარიგები ელიტაში უნდა "ვეძებოთ". არის ინფორმაცია, რომ დიდი ფულია გადახდილი ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის, ნარკოკარტელების მხრიდან, ამასობაში, პანკისის ხეობაში უკიდურესად იძაბება სიტუაცია, ხეობა ''ბომბზე'' ზის, ვრცელდება დაკავებული რუსლან ალდამოვის განცხადება, სადაც ნათქვამია: იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია და მაჩალიკაშვილს შემთხვევით ესროლესო!..
- როგორც კი სპეცოპერაცია მოხდა, 28 საათი რომ ცალხელა და ცალფეხა კაცს ესროდნენ და კაციშვილი არ გამოვიდა ხელისუფლებიდან, არც პრემიერი, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც ქალაქის მერი რომ ეთქვათ, რა ხდება, ერთმანეთს ემალებოდნენ, მაშინ ვთქვი, რომ აქ არის ჩვეულებრივი ჩავარდნა ქართული სპეცსამსახურების, რომლებიც მხოლოდ მოსმენებზე არიან დახელოვნებულები, სპეცსამსახურების უვიცობამ უამრავი კითხვა გააჩინა, რაზეც აღარ დავწვრილმანდები. აბსურდის თეატრი დაგვიდგეს, უვიცობის პიკი იყო პანკისის ხეობაში ჩატარებული ვითომ სპეცოპერაცია, ვიღაცის გადაღებული ფოტოები და კადრები გვაჩვენეს და აღმოჩნდა, რომ ორი წლის წინათ იყო გადაღებული. თქვე დალოცვილებო, თუ ორი წელია, ეს კადრები გქონდათ, თავის დროზე გემოქმედათ, მაგრამ იმ კადრებშიც რა ჩანს, თანასოფლელს ელაპარაკება, რით დასტურდება, რომ ტერორისტია?! სრული კოლაფსი და ''ბარდაგია'', დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა გეტყვით, მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში სუს-ში სერიოზული ცვლილებები იგეგმება. უკვე შეუძლებელია ზოგიერთებმა ის სირცხვილი ატარონ, რასაც ჩვენ ვუყურებთ. საკადრო ცვლილებები მოხდება სპეცსამსახურების უმაღლეს დონეზე. ამ განცხადებას ჰაერზე არ ვაკეთებ, ზუსტად ვიცი, რა ხდება სპეცსამსახურების ''სამზარეულოში''...
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური 6 წლით დაამტკიცა პარლამენტმა. შესაბამისად, გომელაურის გადაყენება, ფაქტობრივად, გამორიცხულია. მისი მოადგილეები დაიხსნებიან?
- ჩემთვის იმდენად უსახურები და უმნიშვნელოები არიან, დიდი პატივია, მაგათზე კონკრეტული გვარებით ვილაპარაკო. მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, უმაღლეს დონეზე სპეცსამსახურებში იქნება სერიოზული ცვლილებები, სხვანაირად გაგრძელება შეუძლებელია. როცა ''რუსთავი 2'' და სხვა ტელევიზიები გასწრებენ ყველა კადრის გამოჩენას ტელევიზორში, სპეცსამსახურებს ვეკითხები, თქვენ რისი მაქნისები ხართ?!. გარდა ამისა, ვიცი მთელი რიგი დინებები, რა ხდება ხელისუფლებაში.
- რა ხდება, რა თამაშები მიდის სასახლის ხალიჩის ქვეშ?
- ხელისუფლებაში მთელი რიგი ცვლილებები იქნება, ასევე სერიოზულად ემზადებიან საპრეზიდენტო კანდიდატისთვის. გაურკვევლობებია, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი აქვთ მოფიქრებული.
- უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე ივანიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე უკონკურენტოა. თავდაცვის მინისტრი დაეთანხმა ბოძაშვილს და სერიოზული განცხადება გააკეთა.
- ამათი საქმე ასეა - მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო, მაგრამ რაც შეეხება ივანიშვილს არ მგონია, რომ მან თავისი კანდიდატურა წარადგინოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რაში სჭირდება ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც ისედაც ხელში აქვს. ბიძინა ივანიშვილი დღეს თავისი ძალაუფლებით არის მეფეც, კეისარიც, იმპერატორიც, ხონთქარიც, შაჰინშაჰიც და პრეზიდენტიც, ისეთი უფლებები აქვს პოლიტიკუ
-ფინანსურსასამართლო აღმასრულებელ სტრუქტურებში და რაღად უნდა, ერთი კინკილა პრეზიდენტის სახელი დაირქვას, ვერ გამიგია!.. ბიძინა ივანიშვილი ემზადება იმისთვის, რომ 2020 წლისთვის "ქართული ოცნება" აღარ იყოს ის, რაც დღეს არის. თუ მანამდე ქართველმა ხალხმა ესენი კაბინეტებიდან კინწისკვრით არ გამოყარა, ესენი მაინც თავისით დაიშლებიან. შეუძლებელია ამ სახით პარტიის შენარჩუნება, იმდენად გაიხრწნენ... ივანიშვილი ეძებს დასაყრდენს ახალ პოლიტიკურ ძალაში, მან ერთგან კიდეც თქვა, აღარ შემიძლია ამ მკვდრების თრევაო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების პრეზიდენტის პოსტს არ მოირგებს, რადგან თვითონ უნდა აგოს შემდგომ პასუხი. იურიდიულად რაში სჭირდება პასუხისგება, როცა ისედაც ყველაფერი აქვს, რაც უკვე ზემოთ ვთქვი.
- თუკი ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატურად საკუთარ თავს წარადგენს, ნინო ბურჯანაძის პოზიცია ამ შემთხვევაში როგორი იქნება, საპრეზიდენტო არჩევნებში მას დაუპირისპირდება?
- მე და ქალბატონ ნინოს ამის შესახებ ზოგადად გვისაუბრია, მას თავისი მოსაზრებები აქვს, მაგრამ ის თავის მოსაზრებებს უახლოეს ხანში იტყვის, კერძოდ, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას. თუმცა, მიმაჩნია, რომ, თუკი ვინმეს კანდიდატურა უნდა დადგეს, ნინო ბურჯანაძის უპირველესი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ყველას ათი თავით უსწრებს. ძალიან რთულია იმ პირობებში ბრძოლა, როცა ფინანსები დაგიბლოკეს, მედია დაგიბლოკეს. ხომ ხედავთ, პოლიტიკაში ის ხალხია, ახალ სახარებას რომ წერს. ეს არის სირცხვილი. რეალურ პოლიტიკაში სწორედ ნინო ბურჯანაძისნაირი პოლიტიკოსები უნდა არსებობდნენ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუმცა თქვენს კითხვას ასე ვუპასუხებდი, არ მგონია, ივანიშვილმა კენჭი იყაროს და ნინო ბურჯანაძის კონკურენტი იყოს. თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ამ ეტაპზე ასე ჩანს. ერთმანეთის კაბინეტში ვერ გაჰქონდათ ინფორმაციები და უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე რას იტყვის, ეს საინტერესო არ არის. ბიძინა ივანიშვილს აქეთ ექაჩებიან, მოდი, გვიუფროსეო. პატრონყმული დამოკიდებულება არსებობს როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში. ამის კლასიკურ მაგალითს მოგიყვებით. ამას წინათ, ცნობილი პროფესორის გასვენებაში ვიყავით, უამრავი ხალხი დავინახე და გამიხარდა, როგორ აფასებენ-მეთქი. მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, წრე დაარტყა, ჩაჯდა ''მერსედესში'', გავიხედე და ნახევარზე მეტი ხალხი დაკრძალვიდან წავიდა, როგორ შეიძლება დემოკრატიაზე ვილაპარაკო, როცა საზოგადოების ნაწილი ''ბატონს'' ეძებს სანთლით, ვისაც მიელაქუცება.

ნინო სამხარაძე
FaceBook Twitter Google