ინტერვიუები
რა კავშირი აქვს ივანიშვილს მარიხუანას ლეგალიზაციასთან

გიგლა ბარამიძე: "ამერიკაში უკვე მოძებნეს რამდენიმე ფირმა, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკებს შემოიტანენ"


"ხელისუფლებამ ჩვენი შვილების მოწამვლა დააკანონა"

ვის ინტერესებშია მარიხუანას ლეგალიზება, ვინ შემოიტანს საქართველოში ლეგალურად ქცეულ ნარკოტიკს, რა კავშირი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ივანიშვილს, რა პასუხი უნდა გასცეს ამ გადაწყვეტილებას ხალხმა? - ამ თემებზე ''ახალ თაობას'' ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე:

- მარიხუანას ლეგალიზებით საკონსტიტუციო სასამართლომ ქართული გენის განადგურებას დაუჭირა მხარი. სათანადო მხარდაჭერის გარეშე, მოსამართლეები ამ გადაწყვეტილების მიღებას ვერ გაბედავდნენ.

ჩვენ კარგად გვახსოვს ''ქართულმა ბოცნებამ'' როგორ მოიკლა თავი იმისთვის, რომ ეს ადამიანები საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. ახლა ირკვევა თუ რატომ იყვნენ ასეთი მოწადინებულები _ ამ მოსამართლეებს სამშობლოს ღალატის ტოლფასი გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ და ყველაფერზე მოეწერათ ხელი.

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დაკარგული ტერიტორიები დასაბრუნებელი აქვს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ვერ აკონტროლებს სახელმწიფო საზღვარს და ჰყავს 350.000-ზე მეტი დევნილი. საქართველო არის ქვეყანა, საიდანაც 1.5 მილიონი ადამიანი გაიქცა ლუკმაპურის საშოვნელად, აქ დარჩენილთა უმეტესობა შიმშილის ზღვარზეა.

ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და ამ დროს ხდება ნარკოტიკების ლეგალიზება. ეს სხვა არაფერია თუ არა სამშობლოს ღალატი.

ვერანაირი ეკლესიების მშენებლობა თუ მათი გათეთრება, ვერ ჩამორეცხავს ბიძინა ივანიშვილს იმ სიბინძურეს, რაც მისი ''ბოცნების'' ხელით დაკანონდა. ბიზნესინტერესებისათვის ქართული გენის დაწრეტა და განადგურება არ შეიძლება.

მარიხუანას ლეგალიზებას მალე გაცილებით მძიმე ნარკოტიკების დაკანონება მოჰყვება. მერე დაკანონდება ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

- ამდენსაც გაბედავენ?

- ესენი ყველაფრის მკადრებლები არიან და ამასაც იკადრებენ. კადრებამდე სანამ მივა საქმე, ფონს მოამზადებენ. მარიხუანას ლეგალიზებასაც ასეთი სამუშაოები უძღოდა წინ.

ბოლო პერიოდში ძალიან საეჭვოდ აქტიურობდა ''თეთრი ხმაური''. ისინი მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვდნენ. მაშინვე გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ამის უკან ბერა და ბიძინა ივანიშვილები იდგნენ. მაგრამ მაშინ ხალხს არ სჯეროდა.

ლეგალიზებისთვის ფონის შექმნას ემსახურებოდა რამდენიმე თვის წინ დაწყებული კამპანია ''არა ჩადებას''. ადამიანებს ნარკოტიკი რომ არ უნდა ჩაუდო, ამას ჩვენც ვემხრობით,

მაგრამ ამ კამპანიის დასაწისშივე ვამბობდი, რომ ეს არის საფარი, მას ამოეფარებიან და ასე მივლენ ნარკოტიკების ლეგალიზებამდე.

ვამბობდი, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოში შავი ბიზნესის და მაფიის უმტკივნეულოდ დაკანონება სურდათ. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ახდა - დაიწყეს ''არა ჩადებით'' და დაამთავრეს ლეგალიზებით.

ეს ისეთივე სპეცოპერაცია იყო, როგორიც ხელისუფლებამ საპატრიარქოს წინააღმდეგ ჩაატარა. იმ სპეცოპერაციას სახელად ციანიდი ერქვა. ციანიდის სპეცოპერაციამდე მოსახლეობას ანტიდისკრიმინაციული კანონი შემოაპარა ''ბოცნებამ''..

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ''ქართულ ბოცნებას'' თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ქვეყნის ამომგდები პოლიტიკური ძალა.

მარიხუანა ლეგალიზებულია და ახლა იწყება ამ სპეცოპერაციის მეორე და მთავარი ეტაპი. მომხმარებელი, ბუნებრივია, მიადგება სახელმწიფოს და მოსთხოვს, რომ ლეგალურად შეიძინოს ნარკოტიკები. საქართველოში ძალიან მალე გაჩნდება მაღაზიები, სადაც ნარკოტიკები გაიყიდება.

სასწრაფოდ გაჩნდებიან პირები, რომლებიც შემოიტანენ ნარკოტიკებს. ისინი ამ ბიზნესის მონოპოლისტები გახდებიან. ამ ბიზნესით ძალიან დიდი ფულის შოვნა შეიძლება.

- საიდან უნდა მოხდეს ნარკოტიკების შემოტანა? ასეთი იოლია მომწოდებლის მოძებნა?

- ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე მოძებნილი ჰყავთ რამდენიმე ფირმა ამერიკაში და მათ უნდა შემოიტანონ ნარკოტიკები. მერე გვეტყვიან, რა გინდათ, ბიუჯეტი ხომ იზრდებაო.

ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს ამოგდებას! ადამიანებს, რომლებსაც მევახშის ფსიქიკა აქვთ, ფულის გარდა სხვა არაფერი არ აინტერესებთ. ამიტომ გამოვიყენებ ძველ ფრაზას _ კართაგენი უნდა დაინგრეს. დღევანდელი ხელისუფლება თავისი საკონსტიტუციო სასამართლოთი მართლა უნდა დაინგრეს. ეს ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოხდეს.

ივანიშვილს და მისი მლიქვნელების ხროვას ხელისუფლებაში ყოფნის არანაირი მორალური უფლება აღარ აქვთ. ფილისტერულ საზოგადოებას, რომელსაც ჰგონია, რომ მარიხუანას ლეგალიზება კარგია, ისინი ავადმყოფები არიან.

- ''გირჩის'' ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მარიხუანა გონებას ხსნის. ამტკიცებს, იმ პერიოდში, როცა ვეწეოდი, 3 დიპლომი ავიღეო.

- დიპლომები არ ვიცი, მაგრამ მარიხუანას რომ ეწევა, ეს ჯაფარიძეს სახეზე აწერია. ახლა ათას ვინმეს ალაპარაკებენ ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად. ასე თუ წავიდა, დახვრეტების გამართლებაც შეიძლება. ძალიან მალე იმასაც გვეტყვიან, რომ კოკაინი და ჰეროინი ორგანიზმისთვის აუცილებელია.

ბუნებრივია, იბადება კითხვა, საით მივდივართ ჩვენ? სულ გვასწავლიდნენ იმას, რომ

კაცობრიობა გამუდმებით ვითარდებოდა, რათა ადამიანს ცივილიზებული სახე მიეღო. ჯერ ერთი, ვინ თქვა, რომ აბსოლუტური თავისუფლება _ ჩემი სხეულია და რასაც მინდა იმას ვუზამ _ არის დემოკრატია. ეს დემოკრატია კი არა სიველურეა.

ასეთი აბსოლუტური თავისუფლება ადამიანს გიბიძგებს, რომ პირველყოფილი თემური წყობილების ნორმებით იცხოვრო. ასეთ ხალხსაც ვიცნობთ, დეგრადირებულები, გაბურძგნულები და დაბინძურებულები სადღაც ცხოვრობენ. თუ ეს არის თავისუფლება, მაშინ რისთვის არსებობს სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ინტერესები?!

აბსოლუტური თავისუფლება, ეს არის კლასიკური ტიპის ლიბერტალიანური მიმართულება. ის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგია და სიველურეს უჭერს მხარს.

ასეთი სიველურე მილიარდერებს აწყობს - ასე უფრო იოლია ხალხის მართვა თან ძალიან ბევრ ფულს იშოვი. ავიღოთ ივანიშვილი, ის ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის აღდგენის პირობით. თავის ბანკს დაუბრუნა წართმეული მილიონები. საზოგადოება და ქვეყანა უკან-უკან წაიყვანა.

- საზოგადოება ახსენეთ და ხალხის რეაქცია როგორი იქნება? რას იზამს საპატრიარქო? ამ გადაწყვეტილების გამო მათ უკვე მოითხოვეს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება.

- ამ მომენტისთვის, როცა ჩვენ ინტერვიუს ვწერთ, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება გაკეთებული არა აქვს. ის განცხადება, რაც გაკეთდა, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ არის. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის პოზიციაა.

საპატრიარქომ წესით ძალიან მკაცრი განცხადება უნდა გააკეთოს, განგაშის ზარები უნდა შემოკრას და ხელისუფლებას გონზე მოსვლა მოსთხოვოს. რასაკვირველია, თუ ამის ნება კიდევ აქვს დარჩენილი.

საზოგადოებას რაც შეეხება, აქ ძალიან მძიმედ არის საქმე. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების გამო, უკვე ასეულობთ ათასი ადამიანი უნდა იყოს ქუჩაში გამოსული.

ხალხი არაფერზე აღარ რეაგირებს. ივანიშვილმა ესეც ძალიან კარგად იცის.

ასეთი განწყობა დროებითია, უკმაყოფილება დაგროვდა და დუღილის პროცესი დაიწყება. ერთ დღესაც ეს უკმაყოფილება იხუვლებს და ივანიშვილს ვერავინ ვეღარ უშველის. ყველა რისხვა მას დაატყდება თავს.

ხელისუფლებამ ჩვენი შვილების და შვილიშვილების კულტურულად მოწამვლის პროცესი დააკანონა. ისინი ამაზე პასუხს აუცილებლად მიიღებენ.

_ ივანიშვილს რატომ დაატყდება მთელი რისხვა თავს? გადაწყვეტილება ხომ სხვებმა მიიღეს?

_ მთელი 9 წელი დევნილობაში ვიყავი და საქართველოში ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემდეგ დავბრუნდი. აქედან გამომდინარე ამ ადამიანის მიმართ მქონდა მადლიერების გრძნობა. მარიხუანას ლეგალიზების შემდეგ მის მიმართ ყველა ილუზია გამიქრა.

რამდენიმე თვის წინ, მისი შვილი ბერა, გაუგებარი ჰანგებით მოუწოდებდა ყველას

ნარკოტიკების ლეგალიზებისკენ. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ სახედაკარგული მოსამართლეები, ბიძინას დავალებით, ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

ეს არის ხალხი, რომელიც საზოგადოებამ უნდა გარიყოს და კანონით დასაჯოს. მერე იძახოს ბიძინამ, მე თუ წავალ, მიშა მოვაო.

_ ეს ფორმულა ჯერ ისევ კარგად მუშაობს.

_ აქამდე კარგად მუშაობდა, მაგრამ ახლა აღარ იმუშავეს. ყველამ დაინახა, როგორ თანამშრომლობს ივანიშვილი წინა ხელისუფლებასთან. ამიტომაც ვეძახი ''ოცნებას'' ''ბოცნებას''.

ივანიშვილი თუ წავა, მიშა არ მოვა, საქართველოში არსებობს წესიერი ოპოზიცია. ხელისუფლებაში მოვლენ ისინი და ივანიშვილისგან განსხვავებით, დამნაშავეებს კანონის ძალით გაასამართლებენ.

ჩვენი შვილების განადგურების გადაწყვეტილებას, საზოგადოება ასე არ დატოვებს. ყველა კარგად ხვდება, რომ ხვალ უკვე მძიმე ნარკოტიკებს დააკანონებენ. მე ისიც არ მესმის, რატომ ითვლება პლანი მსუბუქ ნარკოტიკად.

იმ პრინციპით, რითაც ევაია გოცირიძემ პლანი დააკანონა, მავანი კოკაინის და ჰეროინის ლეგალიზებასაც მოითხოვს. მერე მეკურტუმეებიც მოითხოვენ მეკურტუმეობის დაკანონებას და დაიქცევა ეს ქვეყანა.

როგორც იტყვიან, მეფე შიშველია, ხალხი საბოლოოდ დარწმუნდა, ვინ არის მეფე და მთელი რისხვა მას დაატყდება _ ჩვენი შვილების მოწამვლის დაკანონებას საზოგადოება ასე არ გაატარებს.


 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234