ინტერვიუები
„მერკელმა „ოცნებას“ პირდაპირ უთხრა, ოპოზიციაში წადითო“

გიგლა ბარამიძე: „გერმანიის კანცლერმა საქართველოს ხელისუფლებას სილა გააწნა“

რა გზავნილები ჩამოიტანა მერკელმა საქართველოში, რა შეცდომები დაუშვა ქვეყნის ხელისუფლებამ, რა ემუქრება მმართველ პარტიას ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში, რატომ არ შეხვდა გერმანიის კანცლერი ბიძინა ივანიშვილს? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი, სომხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე:

- დღეს ჩვენ ცრუ, ვირტუალურ სახელმწიფოში ვხოვრობთ და ეს სამარცხვინო რეალობა გააზრებულიც კი არა გვაქვს. რას უნდა ველოდოთ ჩვენ ანგელა მერკელის ვიზიტისგან, როდესაც ის არ შეხვდა ადამიანს, რომელიც საქართველოში წყვეტს ყველაფერს.

-  ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. დღეს საქართველოში ის წყვეტს ყველაფერს. გერმანიის კანცლერი მას იმიტომ არ შეხვდა, რომ ივანიშვილს დღეს არანაირი სტატუსი არა აქვს.  ის ოფიციალური სტატუსის მქონე პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდა. რომლებიც ამ ქვეყანაში არაფერს წარმოადგენენ და მათი გავლენა თუ ავტორიტეტი პლინტუსის ქვევით არის.

.ამის მერე ჩვენ კიდევ რაღაც პოლიტიკურ ანალიზზე ვსაუბრობთ. ეს არის ანეგდოტური სიტუაცია და ამიტომ ვამბობ, რომ საქართველო ებრძვის ქარის წისქვილებს და თავის მოტყუებაზეა გადასული. ეს არის ცრუ ვირტუალური სამყარო.

ანგელა მერკელის ვიზიტისგან ბევრი არაფერია მოსალოდნელი. ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცოდა ვის შეხვდა საქართველოში. მან დეტალურად იცის თუ რას წარმოადგენენ ქვეყნის პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა ოფიციალური პირები.

როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი მზადდება, ამ ქვეყნის საელჩო დეტალურ ინფორმაციას აგროვებს. წლების მანძილზე ვმუშაობდი სომხეთში საქართველოს ელჩად და კარგად ვიცი როგორ მზადეება უმაღლესი ვიზიტები.

მერკელს საქართველოში გერმანიის საელჩოსგან დეტალური ინფორმაცია ექნებოდა იმაზე თუ როგორ იქცევიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისიც კი ეცოდენებოდა რომ მარტო ფულის შოვნაზე არიან გადასული.

საქართველოს ხელისუფლებამ მერკელის ვიზიტის დროს სერიოზული შეცდომები დაუშვა. მოგწონს თუ არა, ეს ქალი, ის ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის პირველი პირია. ასეთი მაღალი რანგის სტუმრები საქართველოს იშვიათად სტუმრობენ და იმდენი მოახერხეს, რომ მას აეროპორტში პრემიერიც კი არ დახვდა.

- რა აზრი ჰქონდა მის დახვედრას, თავად არ ამბობთ არაფერს არ წარმოაგენსო?

- პრემიერი, ეს ზორბა ბიჭი, მართლაც არაფერს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს. რომელიც პრემიერებს საცვლებივით იცვლის. ამის მიუხედავად ბახტაძეს აქვს ოფიციალური სტატუსი, კეთილი ენება და დახვედროდა მერკელს აეროპორტში.

სომხეთში და აზერბაიჯანში გერმანიის კანცლერს უმაღლესი თანამდებობის პირები დახვდნენ. სომხეთში ის ხალხსაც შეახვედრეს და ქუჩაში გაატარეს. ჩვენთან არ შეიძლებოდა ამის გაკეთება? როგორ არ შიძლებოდა, მაგრამ აქ არის საკრეტინეთი და ესენი მხოლოდ ფულის შოვნაზე და საკუთარი მუცლის ამოყორვაზე არიან გადასულები.

ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო გადაწყვეტილი რომ გერმანია საქართველოს გაზსაცავის მშენებლობაში დაეხარებოდა. ამ კარგი საქმისთვის ახლა გამოგვიყო გერმანიამ თანხა, ხელი მოეწერა შეთანხმებას და ამ დროს საქართველოში არ იყო ეკონომიკის მინისტრი.

კაცი რომელიც სულ ახლახანს დანინეს მინისტრად, უკვე შვებულებაში წავიდა. საქართველოში გერმანიის კანცლერი ჩამოდის, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს და ამ დროს ეკონომიკის მინისტრი მოსკოვიდან ვერ ჩამოყავთ. საკრეტინეთია აბა რა არის.

საქართველოში არც თავდაცვის მინისტრი არ იყო. ის გვერდიდან არ უნდა მოსცილებოდა მერკელს და ეთხოვა, იქნება ჯარის აღმშენებლობაი რამოთ დაგვეხმაროთო. ამის ნაცვლად ის კიევში, პოროშენკოს მიტინგზე გამოდიოდა სიტყვით.

ამიტომაც ნუღარ გვიკვირს რომ მერკლმა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილზე, საქართველოს პირველი პირები არ გაიყოლა. მან იმ ტერიტორიას სადემარკაციო ხაზი უწოდა და, იქაურობას ჭოგრიტით გახედა და კომენტარიც კი არ გააკეთა.

საოკუპაციო ხაზთან მეკელის მისვლა ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია, ცხინვალის მეთაურს ანატოლი ბბილოვს. მან გერმანიის კანცლერი ცხინვაკი მიიწვია და ასეთი რამე დაუბარა, მან ხომ ჭოგრიტით მაინ დაინახა რომ სამხრეთ ოსეთშიი აღმშენებლოის პროცესი მიდისო..

- მერკელმა მართალია საოკუპაციო ხაზთან კომენტარი არ გააკეთა, სამაგიეროდ სტუდენტებთან შეხვედრისას ხომ ათქმევინეს ოკუაცია. რითაც ერი ძალიან ბედნიერია. ერი იმითაც კმაყოფილია რომ მამუკა ბახტაძემ მას დრეზდენის გალერიიდან დაკარგული ტილო აჩუქა.

- ვათქმევინეთ ოკუპაცია და რა?  შეიცვალა ამით რამე? მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდა, რომელმაც გერმანიის კანცერს ოკუპაცია ათქმევინა „ევროპული საქართველოს“ წევრი იყო.

გერმანიის კანცლერი საქართველოში ვიზიტამდე რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. მან პუტინთან ყველაფერზე ისაუბრა, მაგრამ საქართველო არ უხსენებია. მან მშვენივრად იცის  რუსეთს საქართველოს ტერიტორიები რომ აქვს ოკუპირებული, მაგრამ ამაზე სიტყვა არ დასცდენია.

სტუდენტებს გერმანიის კანცლერთან სწავლაზე და გაცვლით პროგრამებზე უნდა ელაპარაკათ, ოკუპირებული რეგიონების საკითხი კი მამუკა ბახტაძეს უნდა დაესვა. ზორბა ბიჭმა ისიც კი ვერ გაუბედა მერკელს, რომ ეთქვა იქნება თქვენ გვიშუამდგომლოთ რუსებთან რომ დაკარგულ ტერიტორიებზე დიალოგი დავიწყოთო. მითუმეტეს რომ რამდენიმე წლის წინ მერკელს თავად აქვს ნათქვამი, შუამავლის როლს მე ვიკისრებ თბილისსა და მოსკოვს შორისო.

ამის ნაცვლად ზორბა ბიჭმა გერმანელს სტუმარს რაღაც ნახატი აჩუქა. გინდა დრეზდენის მუზეუმიდან გამქრალი ტილო აჩუქე და გინდა ნადირშაჰის უძვირფასესი ხალიჩა, ასე არაფერი არ გამოა.

- თქვენი აზრით, რატომ არ სთხოვა ბახტაძემ მერკელს შუამავლობა? ვერ გაუბედა?

- ვერც გაუბედა და მაგის გარდა, რუსეთთან დიალოგის ეშინიათ. ვინ უნდა აწარმოოს მოსკოვთან მოლაპარაკებები ზორბა ბიჭმა თუ მძმეწონიანმა პრეზიდენტმა? ხელისუფლებაში კაცი არ არის, რომელიც დაკარგულ ტერიტორიებზე დაელაპარაკება რუსეთს.

რუსეთის გარეშე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემა არ მოგვარდება. ამ პრობლემის მოგვარების გარეშე კი საქართველოს ნატოში არ მიიღებენ.

ანგელა მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით არავინ მიიღებს. პირდაპირ გვითხრა ისიც რომ სანამ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემა არ მოგვარდება ამ ორგანიზაციაში ვერ შევალთ.

საინტერესო განცხადება გააკეთა ევროკავშირთან დაკავშირებითაც. გასაგებად აგვიხსნა, რომ იქ ახლო მომავალში ვერ გავწევრიანდებით.

ნატოს კარებს რომ ასე ადვილად არ გაგვიღებენ და ევროკავშირში ჯერ არ მიგვიღებენ, ამაზე ჩვენს პარტიას არაერთხელ უსაუბრია. ახლა ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა თქვა და იქნებ მას მაინც დაუჯეროთ.

- ნატოზე ასეთ განცხადებებს რომ აკეთებდით, მაგიტომაც მოინათლა თქვენი პარტია პრორუსულად.

-  მერკელიც პრორუსულია? ის რუსეთთან მართალია კარგ დაოკიდებულებაშია, მაგრამ ამას ისე აკეთებს რომ თავისი ქვეყნის ნინტერესები დაიცვას. ჩვენც შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, მაგრამ არ ვაკეთებთ. იმის ნაცვლად რომ ტერიტორიების დაბრუნების გზები ეძებონ, მოსახლეობას ატყუებენ ნატოსა და ევროკავშირში შევდართო. მერკელის განცხადების შემდეგ, ეს ტყუილი აღარ გაჭრის.

ერევანში ჩასულმა ანგელა მერკელმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ სომხეთი არის რუსეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. არ შეიძლებოდა ჩვენი ქვეყანაც ასეთი გზით წასულიყო? შეიძლებოდა, მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს, ზორბა ბიჭმა, რომელიც ლანდივით დატანტალებდა კანცლერის გარშემო თუ პრეზიდენტმა, ან პარლამენტის თავმჯდომარემ?.

უკვე გითხარით რომ მერკელმა შესანიშნავად იცოდა ვისთანაც ჩამოდიოდა საქართველოში. და ამიტომაც არ გაიყოლა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან. ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის ფაქტიურად სილის გაწვნა იყო.

ქართველი ერის ყველაზე დიდი შეცდომა არის ის რომ ჩვენ არ ვუყურებთ ჩვენ თავს თვითკრიტიკულად და არ ვაღიარებთ იმ კატასტროფულ შეცდომებს, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ. აქ არაფერ შუაში არაა არც კრემლი, არც დასავლეთი და არც ჩინეთის კედელი. ხალხმაც უნდა აღიოს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე. ეს ხელსუფლება მათ აირჩიეს. რეალობას ვერ ვხედავთ და ამიტომა ვართ გაბითურებული. იმედია ახლა მაინც აღარ მისცემენ „ოცნება=ბოცნებას“ ხმას.

- 2011 წელს საქართველოში ვიზიტად მყოფმა სარკოზმა განაცხადა, მმართველ პარტიას მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის გადავა ოპოზიციაში. ერთ წელიწადში საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. იგივე გაიმეორა მერკელმა. თქვენი აზრით, ეს შემთხვევითი დამთხვევაა თუ ჰზავნილი?

-  კულტურულად უთხრა წადითო, აბა პირდაპირ ხომ არ ეტყოდა წიხლებით ხართ გასაყრელიო. ასეთ დონის პოლიტიკური ფიგურა აქ საჭორაოდ არ ჩამოვიდოდა. აქ არ გაიყოლა, იქ არ გაიყოლა ხელისუფლების პირველი პირები და პირდაპირ უთხრა. მოემზადეთ ოპოზიციაში გადასვლისთვის.

- თქვენი აზრით, გადავა „ოცნება“ ოპოზიციაში?

- ესენი ოპოზიციაში ვერ წავლენ, როგორც კი ხელისუფლებას ჩამოშორდებიან, ეგრევე გაქრებიან. უკვე სამარცხვინო და ენით აუწერლია ის მდაბიორულ-პლებეური ცნობიერებითი პროვინციალიზმი და სიბრიყვე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას და მათთან დახლოებულ პოლიტიკოსებს რომ სჭირთ. არ მინდა ქიმერებს გამოდევნებული ერი გავხდეთ, რომელიც მერკელის ნათქვამ სიტყვას _ ოკუპაცია _ ჩაეჭიდება.

ამ ერთი სიტყვის გამოკიდებას სჯობია ის გავაანალიზოთ რატომ არ იყო საქართველოში ეკონომიკის მინისტრი, რატომ არ დახვდა პრემიერი კანცერს აეროპორტში.

- თქვენი აზრით, რატომ არ დახვდა?

- უთხრეს, პროტოკოლის მიხედვით შენ კი არა, საგარეო საქმეთა  მინისტრი უნდა დახვდესო. ამ ზორბასაც მეტი ტვინი კი არა აქვს. იმდენიც ვერ მიხვდა რომ გერმანიის კანცლერი საქართველოში კვარტალში ერთხელ არ ჩამოდის.  ტრამპი მართალია სულ დასცინის მერკელს, მაგრამ არაა საქართველო აშშ და არც ზორბა ბიჭია ტრამპი.

სომხეთში დააკლდათ რამე აეროპორტში პრეზიდენტიც რომ დახვდა და პრემიერიც. გერმანიის კანცერი ქუჩაშიც გაატარეს, სადაც მას ხალხი ტაშს უკრავდა. მას საქართველოშიც დაუკრავდნენ ტაშს.

- ნამდვილად დაუკრავდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გერმანიამ საქართველოს დიდი დახმარება გაუწია.

- გერმანიას საქართველოსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ნოე ჟორდანიას და მის უდღეურ, მენშევიკების მთავრობას სახელმწიფო-სტრუქტურული ინსტიტუტები გერმანელებმა შეუქმნეს.

თბილისში იდგა გერმანული პოლკი. ინგლისის ყველაფერს აკეთებდა, რომ პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია საქართველოდან გაეძევებინა.

ამ მიზნით ააბუნტეს ინგლისელებმა სომეხი დაშნაკები. ჯერ თბილისში მოძებნეს ექსტრემისტულად განწყობილი ეთნიკური სომხები. მათ იარაღიც დაურიგეს. ეს აჯანყება არ გამოვიდა. ამბავი გასკდა. ჟორდანიას  მთავრობამ ჯარის შეკრება ვერ მოახერხა და კახეთში მოაგროვეს 500 კაცი, ინგლისელების მიერ შეიარაღებული დაშნაკები კახელებმა განაიარაღეს.

ინგლისელებ მაინც არ გაჩერდნენ და ახლა სომხეთში გააქეზეს ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები. 1918 წლის დეკემბერში სწორედ ისინი შემოვარდნენ საქართველოში წითელი ხიდის მხრიდან. გენერალმა მაზნიაშვილმა დაშნაკები საქართველოს ტერიტორიიდან გაყარა და ერევნამდე აპირებდა მათ დევნას, მაგრამ ინგლისელებმა გააჩერეს.

საზღვრების გაყოფის დროს ინგლისელებმა აჩუქეს სომხებს ქართული მიწები. ასე იმიტომ გააკეთეს, რომ დაშნაკები ჩუმად ყოფილიყვნენ და ინგლისელებზე სიმართლე არ ეთქვათ.

გერმანულ ყაიდაზე მოაწყო თურქეთის რესპუბლიკამ თავისი არმია. საქართველოც იგივეს გაკეთებას  აპირებდა. კადეტები გერმანულ სამხედრო სასწავლებლებში უნდა გაეგზავნათ, მაგრამ მათი უმეტესობა მეთერთმეტე არმიასთან ბრძოლაში დაიღუპა. საქართველომ კი დამოუკიდებლობა დაკარგა.

ქართული ინტელიგენცია განათლებას ძირითადად გერმანიაში ღებულობდა. ამ ქვეყანასთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება გვქონდა. ამიტომაც არ შეიძლებოდა მერკელთან მსგავსი უპატივცემულობის გამოჩენა. ვალში არც მერკელი არ დარჩენილა _ მან საქართველოს ხელისუფლება არ გაიყოლა საოკუოაციო ხაზთან, რაც როგრც გითხარით, სილის გაწვნის ტოლფასია.

 

FaceBook Twitter Google