ინტერვიუები
დიმიტრი ლორთქიფანიძე: უნდა შედგეს „მოლაშვილის სია“!
13:07 / 07.07.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძე: უნდა შედგეს „მოლაშვილის სია“!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„მოლაშვილის სიის" საფუძველზე „ნაციონალურ მოძრაობას" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს!"

 

აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ვესაუბრებით საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ცნობილ უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში საინტერესო ინიციატივას ახმიანებს.

საქართველოს ტერიტორიიდან რუსის ჯარი გავა!
12:38 / 06.07.2016
საქართველოს ტერიტორიიდან რუსის ჯარი გავა!

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოსთვის „უბლოკო სტატუსის“ მინიჭებას ითხოვს და ხელმოწერებს აგროვებს. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში არც ნატო-ს და არც რუსის ჯარისთვის ადგილი არ არის:

— დიდი იმედი მაქვს, რუსეთთან ურთიერთობის ისე დალაგებასა და დარეგულირებას შევძლებ, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსის ჯარი გავა! ეს არ არის ერთ და ორ დღეში გადასაწყვეტი პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტის უნარი შემწევს! მოსახლეობის ხელმოწერები მჭირდება იმისათვის, რათა პარლამენტში შესვლის შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიტანოთ და ქვეყნის ძირითად კანონში ჩავწეროთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იდგეს რომელიმე უცხო ქვეყნის ჯარი და საქართველო არ უნდა იყოს რომელიმე სამხედრო ალიანსის წევრი. ყველამ ვნახეთ, რაც განაცხადა სტოლტენბერგმა — საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის ყოვლად წარმოუდგენელი და ქვეყნისთვის უდიდესი ხიფათის შემცველი რამ! თვითონ რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, რომ ნატო-ში არავინ მიგვიღებს.

გიგლა ბარამიძის ინტერვიუ
00:10 / 22.06.2016
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ

გიგლა ბარამიძე:

ქართველმა ხალხმა „ოცნება“ ნაცების გზას უნდა გაუყენოს!

საქართველოში სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადება-არგამოცხადების პერიპეტიების განხილვა მთელი გასული კვირა არ წყდებოდა. სწორედ ამ თემით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, მეცნიერებათა დოქტორთან და ყოფილ პოლიტდევნილთან გიგლა ბარამიძესთან.

 

გიგა ბარამიძე: “კვირიკაშვილი მარგველაშვილის ბედს გაიზიარებს”
14:10 / 21.06.2016
გიგა ბარამიძე: “კვირიკაშვილი მარგველაშვილის ბედს გაიზიარებს”

რატომ არ არის ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრების დადგენით დაინტერესებული, რატომ არ იცვლება საარჩევნო კოდექსი, რა ბედი ელის კვირიკაშვილს?  ამ თემებზე “ახალ თაობას” “დემოკრატიული მოძრაობის”
ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

თამაზ მეჭიაურის მიერ პარტიის შექმნას ზოგიერთი პოლიტიკოსი პირდაპირ დემოკრატიულ მოძრაობას უკავშირებს. ერთ-ერთი ვერსიით, ივანიშვილს ისეთ პრორუსულ პარტიებთან ვაჭრობა მოსწყინდა, როგორიც თქვენი და ინაშვილის პარტიაა და მეჭიაური შექმნა. მართლა ასეა საქმე?

ნინო ბურჯანაძე: ამ პოლიტიკურ რეალობაში, ნატოში გაწევრიანება, სახელმწიფო ღალატია
12:09 / 21.06.2016
ნინო ბურჯანაძე: ამ პოლიტიკურ რეალობაში, ნატოში გაწევრიანება, სახელმწიფო ღალატია

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, ამ პოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ნატოში შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე საბოლოოდ უარის თქმას ნიშნავს.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ, „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

გიგლა ბარამიძის ინტერვიუ
14:25 / 15.06.2016
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ
ისევ ტყუილი!
სანამ თქვენ ფუფუნებაში ტკბებოდით და ძალაუფლების ხიბლით ჩავარდნილებს არ გესმოდათ ხალხის გასაჭირი, თქვენმა მატარებელმა ჩაიარა!
ქვესათაურიიიიიიიიიიი
`ქართულ ოცნებას~ მკვდარსა და ცოცხალს აგინებენ სოფელსა თუ ქალაქში~
ნინო სამხარაძე
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში გვამყოფებს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს, მაგრამ ახსნა არა აქვს ევროკავშირის ამ ქმედებას, მაშინ, როცა საქართველომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შესაძლებელი იყო. საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა ვილიამსონი განცხადებას აქვეყნებს და ამხელს `ნაციონალურ მოძრაობას~, რომელიც, ფაქტობრივად, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას სჩადის: `ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის, მაგრამ არა იმდენად, როგორც ზოგიერთ ქართულ, სავარაუდოდ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ლობირებენ საკუთარი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის საწინააღმდეგოდ და ამას აკეთებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არ არის მოქალაქეობრივი, ან პატრიოტული საქციელი. ეს ნარცისიზმი და ავადმყოფობაა...~ ამ ავადმყოფების დასჯა ვერ მოახერხა `ქართულმა ოცნებამ~ და თავში გასაკეთებელ საქმეს ახლა იწყებენ და პიარისთვის პარლამენტი `ნაცმოძრაობის~ მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაუგებარ დოკუმენტს იღებს. `ქართულ ოცნებას~ კი ვეტყოდი, აიკარით შუბლზე ეგ თქვენი დოკუმენტი, თუ აქტი და კარდაკარის პრინციპით იარეთ, მაინც არავინ დაგიჯერებთ იმიტომ, რომ არ გაასამართლეთ `ნაცმოძრაობა~, როგორც დამნაშავე ძალა და ისე ძლიერად აქვთ ფესვები გამდგარი, რომ მათი ამოძირკვა უკვე გვიანია. მათ შეაღწიეს ყველა სფეროში და ვიდრე თქვენ ტკბებოდით ფუფუნებაში და ძალაუფლების ხიბლით ჩავარდნილებს არ გესმოდათ ხალხის გასაჭირი, 2012 წელს გასაქცევად გამზადებული ჩემოდნებზე მჯდომი `ნაცმოძრაობა~ გაძლიერდა. სწორედ იქ დაგხვდებათ მათი მქადაგებელი, სადაც არ ელოდებით.
`ალიას~ კითხვებს პასუხობს `დემოკრატიული მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე.
_ თქვენი აზრით, ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი რატომ დამუხრუჭდა და რატომ შეიქმნა ყალბი მოლოდინი, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ?
_ მახსენდება ქართული ფილმი `რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ~, პატარძალს რომ მოსტაცებენ გიორგი შენგელაიას გმირს, სოფლის მოსამართლესთან რომ მივა და ეუბნება, _ გეკუთვნის, მაგრამ მაინც არ გეკუთვნისო. ასეა ევროპა ჩვენს მიმართ, კი გვეკუთვნის ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ არ გვაძლევენ. ეს არის სასაცილო ანეკდოტი, სატირალი რომ არ იყოს... იცით, რა მაინტერესებს? ეს ჩვენი მთავრობა გასტროლიორებად რომ იქცნენ, კვირაში ექვსი დღე რომ ევროპაში არიან და ტურისტებივით ჩამოდიან საქართველოში, შედეგები მაინც გვანახონ. ამათი გაკეთებული საქმე გინახავთ?!. აგვიხსნან, რაში იხარჯება ბიუჯეტის თანხები, ევროპაში მოგზაურობის ფუფუნება გვაქვს ჩვენ?!. ჯერ იყო და გვაცნობეს, მაპ-ზე უკეთესს მივიღებთო, ახლა გვეუბნებიან, რომ ვარშავის სამიტზე სასწაულის მომსწრენი გახვდებით და საქართველო ნატო-ში უფრო მეტად იქნებაო. ამ ტერმინების თამაშმა ხომ დაგვტანჯა. ახლა გეკითხებით, ეს რისი მანიშნებელია, თუ არა იმისა, რომ ხელისუფლება არ არის თავის ადგილზე.
_ ამ ტერმინებზე მახსენდება დავით უსუფაშვილის განცხადება, ევროკავშირის დღევანდელი გადაწყვეტილება უფრო მეტ და უკეთეს მოლოდინს აჩენსო, ვიზალიბერალიზაციას გადავახტებით და ევროპაში მიგვიღებენ? რა უნდა იყოს ის `უკეთესი~?
_ როცა ამხელა თანამდებობის პირი ხარ და გაუგებარ სიტყვათაწყობით სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე ასე საუბრობ, ეს კიდევ მეორე შეკითხვაა. რას ნიშნავს, უარს გვეუბნებიან და საზოგადოებაში აჩენ ახალ მოლოდინს, თურმე უკეთესს უნდა ველოდოთ. სათქმელი მეტი არაფერი აქვთ. მე გეტყვით, რომ ამას არავინ ეკითხება და ტყუილად იღებენ ხელფასს, თვითონაც იციან, რაც ხდება მათ თავს, უბრალოდ, სამსახურში მიდიან, ხელფასებს იღებენ და ქმნიან ილუზიას, რომ წარმოადგენენ მთავრობას და ქვეყნის პირველი, მეორე თუ მესამე პირები არიან. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას ხელისუფლების გარეშეც მშვენივრად მიიღებს ნატო და ევროკავშირი, მაშინ, როცა ეს მათ დასჭირდებათ. უბედურება სწორედ ესაა, ჩვენ მათ მეგობარ ქვეყნებს ვუწოდებთ, მაგრამ არ იქცევიან, როგორც მეგობრები და პარტნიორები. საწყენია, რომ ჩვენი ხელისუფლება თავს ვერაფერს აბამს. ივანიშვილმა თავის ინტერვიუებით დაადასტურა, რომ ეს ხელისუფლება რეალურად არავითარი ძალაუფლების მატარებელი არ არის. ეს არის ფიქციური ხელისუფლება. ივანიშვილის თქმით, ზოგი `კარგი ბიჭი~ ყოფილა, ზოგი `ხათრით მინისტრია~, ეს არის საბავშვო ბაღი. ამ ყველაფრის ფაქტობრივი ხელმძღვანელი არის ადამიანი, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია. მან არათუ იცის, ვინ უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ თანამდებობაზე, არამედ ისიც კი იცის, ვინ რას ლაპარაკობს და რას წერს `ფეისბუკშიც~ კი... და ჩვენი მინისტრები რომ ამბობენ, დამოუკიდებლები ვართ და ივანიშვილს არაფერს ვეკითხებითო, ჩვენ არ გვჯერა ამ ტყუილების. ივანიშვილმა თავის ინტერვიუებში დაადასტურა, რომ ის არის მმართველი.
_ ამერიკის ელჩიდან დაწყებული, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები ივანიშვილს მიანიშნებენ, რომ არაფორმალურ მმართველობაზე თქვას უარი, წინააღმდეგ შემთხვევაში განიხილება მისდამი სანქციების დაწესება, მაგრამ ვის ატყუებენ ისინი, თუ არაფორმალური მმართველია, რატომ ხვდებიან ბიძინა ივანიშვილს? ეს მან ინტერვიუშიც თქვა, რომ შეხვდა აშშ-ს ელჩს იან კელის და განიხილეს მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის `რუსთავი 2~-ის საკითხი. ვინ ვის ატყუებს? თავად დიპლომატიური კორპუსი რატომ არ იცავს პოლიტიკურ სტანდარტს?
_ ძალიან საინტერესო კითხვაა, ამ კითხვაშივეა პასუხი. როდის აქეთ იცავდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დიპლომატიურ სტანდარტებს? ძალიან კარგად იციან, ვინ არის საკითხების გადამწყვეტი და იმასთან მიდიან. გეკითხებით, ნებისმიერი მედიის დაბლოკვის მცდელობა, მით უმეტეს არჩევნების წინ რომ გაუმართლებელია, ამას რად უნდა ამერიკის ელჩის დიდაქტიკა?! აშშ რომ გადაწყვეტს საკითხს, მერე აყენებენ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს საქმის კურსში. ასე იყო ღარიბაშვილის შემთხვევაში და ასეა კვირიკაშვილის დროსაც.
_ ივანიშვილი აპირებს, რომ კარდაკარ იაროს და მოსახლეობას იმ პარტიების ანატომია მოუყვეს, ვინც მისი კონკურენტები არიან. როგორც ჩანს, `ნაციონალებთან~ ერთად მისი სამიზნე არის ის ე.წ. ნათელაშვილისა და კუკავას ე.წ. ერთკაციანი პარტიები. რაც შეეხება `დემოკრატიულ მოძრაობას~, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მეჭიაურს ბურჯანაძის ჩასაძირად შეუქმნა პარტია, ასევ მიზანში ჰყავს ამოღებული პაატა ბურჭულაძე და ხაზს უსვამს, _ ნუ მოიტყუებაო... მაშ ასე, როგორ შეძლებს იგი დაამტკიცოს სხვების სისუსტე და საკუთარი ძლიერება?
_ როცა სჭირდება ივანიშვილს, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა, როცა უნდა _ პოლიტიკოსი. ვინ ეკითხება პარტიების დახასიათებას, ვის აინტერესებს მისი აზრი სხვა პარტიების შესახებ? მას ხალხი სთხოვს პასუხს იმ დაპირებების გამო, რაც არჩევნებზე გასცა და არ შეასრულა. აუხსნას მოსახლეობას, რა იყო ამის მიზეზი, რატომ მოატყუა ხალხი, სხვის ბოსტანში კენჭებს რატომ ისვრის, ყველამ თავის ბოსტანს მიხედოს. სხვა პარტიების ხარჯზე საკუთარი პარტიის პოზიციების გამყარება უნდა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ჩართულია საარჩევნო მარათონში. ნახა, რომ კულისებში მისი დგომა არ შველის `ქართულ ოცნებას~, მკვდარსა და ცოცხალს აგინებენ სოფელსა თუ ქალაქში, ამიტომ გადაწყვიტა, ყველა რეზერვი გამოიყენოს, როგორმე შეინარჩუნონ პოზიციები 2016 წელს. ივანიშვილის განცხადებებს დრამატულად არ აღვიქვამთ, მთავარია, არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ.
ისევ ტყუილი!
სანამ თქვენ ფუფუნებაში ტკბებოდით და ძალაუფლების ხიბლით ჩავარდნილებს არ გესმოდათ ხალხის გასაჭირი, თქვენმა მატარებელმა ჩაიარა!
"ქართულ ოცნებას" მკვდარსა და ცოცხალს აგინებენ სოფელსა თუ ქალაქში"
ბესო დანელიას ინტერვიუ
14:30 / 11.06.2016
ბესო დანელიას ინტერვიუ

ბესო დანელია: `ხმალაძეს ცხვირწინ დავუხიეთ კანონპროექტი'

 

ბერძენიშვილმა გვითხრა, გარეთ გამოდითო, გავედით, ის კი თამარ კორძაიას ამოეფარა

მმართველი ძალა ყაჩაღობაზე გადავიდა

ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სკანდალი მწიფდება. ლეიბორისტების, პატრიოტთა ალიანსის და დემოკრატიული მოძრაობის კუთვნილ უფასო სარეკლამო საეთერო დროს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს უნაწილებენ. ეს ცვლილებები რესპუბლიკელებმა მოამზადეს.

როგორ აპირებს კუთვნილი უფასო სარეკლამო დროის დაცვას ოპოზიცია, რატომ დაიწყეს ჩხუბი რესპუბლიკელებმა? - ამის შესახებ ახალ თაობას დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება.

გიგლა ბარამიძის ინტერვიუ
14:08 / 01.06.2016
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ
გიგლა ბარამიძე: `ბიძინა ივანიშვილი შანტაჟზე გადავიდა~
`ყოფილი პრემიერი მეორე წრეზე აპირებს წასვლას~
`ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ნაციონალების გადასარჩენად~
რა გზას დაადგა ივანიშვილი, რა გარიგებაა ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის, ვინ და რატომ ატეხა რუსთავი 2-ის გარშემო გაუგებარი ამბები, ამ თემებზე `ახალ თაობას~ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
_ `ქართული ოცნების~ პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ცოტა ხნის წინ გამოვიდა და ნაცმოძრაობა გარემოების მსხვერპლად შერაცხა. ბიძინა ივანიშვილმა კი ამ დღეებში განაცხადა, მთელ ჩემს რესურსს გამოვიყენებ, ეგენი უკან რომ არ დაბრუნდნენო. თქვენი აზრით, რა ხდება `ქართულ ოცნებაში~, რატომ აკეთებენ ასეთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს?
_ რა ხდება და თავს ვერაფერს აბამენ. ბიზნესი ერთია, მაგრამ კადრების შერჩევა და თანამდებობაზე ყოფნისას პრინციპულობის შენარჩუნება, სულ სხვაა. რას ითხოვთ იმ გუნდისგან, რომელიც ჯერ შეიკრიბა, მერე დაიშალა. ახლა გარბიან და გამორბიან. სად გინახავთ, სამთავრობო გუნდში იყოს პარტია და ოპოზიცია ვართო, გაიძახოდნენ. ეს გახლავთ ჩვეულებრივი პროვინციული, ქართული პოლიტიკური აჯაფსანდალი, სადაც მთქმელი თავის სიტყვაზე პასუხს არ აგებს.
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს მოსახლეობის დაშანტაჟება. 3 წლის წინ მან გამოგვიცხადა, თუ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არ აირჩევთ, გავნაწყენდები და პოლიტიკიდან წავალო. ახლაც ასე იქნება, შემოგვაჩეჩებს თავის კანდიდატს და მერე ეს კანდიდატი მისი მტერი გახდება. საქართველო კი ამათი დაპირისპირების მძევლად იქცევა ხოლმე.
მე მას არასდროს დავუკარგავ იმ დამსახურებას, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. გვიყვება, ტირანია იყო და ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, ისევ ისინი დაბრუნდებიანო. მართალია, უნიათოები ვართ, მაგრამ ხალხს მაინც არ ვაუპატიურებთ და არ ვხოცავთო.
ეს ყველაფერი ნაციონალებთან შეთანხმებული თამაშია. ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკური სპექტრის პოლარიზებას ახდენენ. ერთ მხარეს ნაციონალები არიან, ხოლო მეორე მხარეს _ მკვდარი `ქართული ოცნება~. ყველაფერს აკეთებენ, რომ თავისუფალი სივრცე ამოავსონ, რათა ჯანსაღმა ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტში შესვლა ვეღარ შეძლონ. რაც უნდა იხუნტრუცონ, ჯანსაღი ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მაინც მოხვდება.
ძალიან მიკვირს, რატომ მიდის მოქმედი პრემიერის ასეთი გამწარებული ქება-დიდება. მისი პოზიცია არის ის, რომ არა აქვს პოზიცია. ქარი საითაც დაუბერავს, იქით იხრება _ ხან მემარჯვენეა, ხანაც მეოცნებეა. მაინც ვერ მოასვენა გამჩენმა და `ოცნებაში~ ისეთი კადრი მოიყვანა, რომელმაც სისულელეს სისულელე მოაყოლა. დავით კოღუაშვილის აზრით, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელები ნიჭიერი ხალხი ყოფილა.
იმ ხალხის მიმართ აქვთ ნოსტალგია, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისს სისხლისღვრა მოაწყვეს და ვამპირებივით 2 გვამს ითხოვდნენ. ამ მონატრებას იმ გუნდის წევრი განიცდის, რომლის მამა და მარჩენალი ივანიშვილია. ამის შემდეგ როგორ უნდა დავუჯეროთ ამათ წერილებს და განცხადებებს. რისიც მჯერა, ისაა, რომ ამათ ერთადერთ მიზანს პარლამენტში თავის შეყოფა წარმოადგენს.
ძალიან მიკვირს იმ ხალხისაც, ვინც ივანიშვილის წერილისგან თუ ეპისტოლესგან რაღაც სასწაულს ელოდა. თავადაც აღიარებს, რომ ეს ნაშრომი სრულყოფილი არაა და დაგვპირდა, სრულყოფილად ტელეგამოსვლებით დაგელაპარაკებითო. მერე დაამატა, კიდევ უფრო სრულყოფილად სექტემბერში გამოვიტან ჩემს მოსაზრებებსო. ეს კაცი თავადაც გრძნობს, რომ არ დააკმაყოფილა ხალხის ინტერესი.
_ სამაგიეროდ, მისი თანაგუნდელები არიან აღფრთოვანებული. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს ამ წერილმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა გაახსენა.
_ ილია ჭავჭავაძეს რომ ახსენებ, ეს ადამიანი კარგად უნდა იცოდე. მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობა არავისთან მოსატანი არ არის, მაგრამ `ქართულ ოცნებაში~ ხომ პატრონყმური დამოკიდებულებაა. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე იყო, მისი ნათესავები ამბობდნენ, ილია ჭავჭავაძის მაგვარი ბრძენი კაცი მხოლოდ ივანიშვილიაო. ხვალ ვიღაც გაიმეორებს ამას და გააგრძელებენ ასე.
ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა როგორ უნდა მოვთხოვო იმ ხალხს, რომლებმაც დამოუკიდებლობის ფასიც კი არ იციან. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ისეთი მიღება და ფიცის დადების ცერემონიალი გამართეს, რომ მოსახლეობა არ დაასწრეს. სამაგიეროდ, თავისთვის ტრიბუნები გაიკეთეს, შემოსრიალდნენ მერსედესებით და ყვავებივით ჩამოსხდნენ.
პომპეზურად მოგვილოცეს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი და გგონია, რომ ახლა დასცხებენ საქართველოს ჰიმნს. მეტი არაა ჩემი მტერი. ამ მონებმა ჯერ ამერიკელების სამხედრო ორკესტრი შემოიყვანეს და ამერიკული ცამპა-ცუმპა გვესმოდა. მერე ატყდა პოლონელების, ინგლისელების და ბალტიისპირელების ცამპა-ცუმპა. ბოლოს გაახსენდათ 19 ქართველი კაპრალი, რომლებსაც ნატოს ლენტები გაუკეთეს და ეს უდიდეს მიღწევად ჩათვალეს.
_ რა ჩათვალეს მიღწევად, ნატოს ლენტები?
_ სწორედ ნატოს ლენტები ჩათვალეს საოცარ მიღწევად. იმისთვის ღვრიან ჩვენი ახალგაზრდები ავღანეთში სისხლს, რომ ნატოს ლენტები გაგვიკეთონ? თან ეს მაშინ ხდება, როცა საოკუპაციო ხაზთან ჩვენს თანამოქალაქეს კლავენ. ამ დროს ხელისუფლება გაპარული და ჩასვრილია. სიმბოლური იყო ისიც, რომ როცა თინიკო ხიდაშელი ნატოს ლენტებით ბაქიბუქობდა, მთელ დასავლეთ საქართველოს და ზუგდიდს მკლავებზე შავი, წუხილის და უპატრონობის ლენტები ეკეთა და მტრის მიერ დახვრეტილ ახალგაზრდა კაცს კრძალავდა.
_ მოდით, ისევ ივანიშვილის ეპისტოლეს დავუბრუნდეთ. თქვენ თქვით, რომ ის შანტაჟის გზით მიეჩვია ხალხთან საუბარს. როგორ გგონიათ, ამ არჩევნებზეც აიძულებს ხალხს ვინმე მიუღებელი პერსონის არჩევას?
_ ყველაფერს გააკეთებს, რომ მისთვის მისაღები კადრი აირჩიოს მოსახლეობამ. საჭირო თუ გახდა, ამ კანდიდატს ხელს მოკიდებს და ისევე ჩამოატარებს სოფელ-სოფელ, როგორც ეს მარგველაშვილის შემთხვევაში გააკეთა. მის გამო ლამის მთელი საქართველო ფეხით მოიარა, ახლა კი სადმე რომ ჩაუვარდეს, საკუთარი ხელით დაახრჩობს. ამ წერილში ის გვპირდება, რომ არჩევნებში ჩაერთვება და სოფელ-სოფელ დაივლის ამ ქვეყანას. მერე რა ვქნათ, სხვამაც რომ არ გაამართლოს. როდემდე უნდა ვუყუროთ ამათ დაპირისპირებას.
ბევრი შეფასება მოვისმინე, მაგრამ მთავარი მომენტისთვის არავის მიუქცევია ყურადღება _ მან ოფიციალურად დააფიქსირა, რომ მეორე წრეზე შემოდის ქართულ პოლიტიკაში.
_ შესაძლებელია, ისევ ხელისუფლების სათავეში ვიხილოთ?
_ არა მგონია, რაიმე თანამდებობას დათანხმდეს. ახლა სადაც არის და როგორც არის, ამაზე უკეთეს მდგომარეობას ვერ ინატრებს. ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და ჭკვიანურად მოაწყო ყველაფერი. მის ხელშია მთელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება. ფინანსები საკუთარი აქვს და ქონებას ნუ დავუთვლით. ყველაფერს ეგ აკონტროლებს, მაგრამ რამე რომ მოხდეს, არაფერზე პასუხს ეგ კაცი არ აგებს.
პრემიერს როცა უნდა, მაშინ შეცვლის და რად უნდა, რომ პრემიერის პოსტზე იყო. ფარდის უკნიდან მშვენივრად მართავს პროცესებს. თან ხომ ხედავთ, გუნდის წევრები როგორ ამკობენ, ერთი ეძახის, ილია ჭავჭავაძე ხარო, მეორე ეტყვის, შოთა ხარ, რუსთაველიო. დავით აღმაშენებელიღა გვაკლია და ამიტომ გვაქვს საქმე კარგად. ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ მუშაობენ.
იმის მაგივრად, რომ ამ ინსტიტუტების გაძლიერებაზე იფიქრონ, იმავე მდინარეში გვიპირებენ შეთრევას, რომელშიც 2012 წელს ერთხელ უკვე შევედით. ახლა რომ აყვირდნენ, ნაციონალების დაბრუნება დაუშვებელიაო, ერთი მათგანი მაინც რატომ არ მოვიდა 26 მაისს რუსთაველზე. სადაც 5 წლის წინანდელი სისხლიანი ღამე გავიხსენეთ. თანაც ივანიშვილი ამბობს, რომ სისასტიკის შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. ჩვენ რომ არა, დღევანდელი ხელისუფლება იმ კაბინეტებში არ იჯდებოდა და სირცხვილი მათ, რომ ერთი მათგანიც კი არ მოვიდა რუსთაველზე. მხოლოდ 2 კინკილა დეპუტატი ვნახეთ იქ.
_ რატომ არ მოვიდნენ იქ ხელისუფლების წარმომადგენლები?
_ იმიტომ, რომ ხალხთან გამოსაჩენი პირი არ აქვთ. იმ ეპისტოლეში კი წერს ივანიშვილი, ესა და ეს გავაკეთეო, მაგრამ იმაზე არაფერი აქვს ნათქვამი, რა არ გააკეთა. სამართლიანობა არ აღადგინეს, ეკონომიკა ვერ გააუმჯობესეს, სისტემური დანაშაული არ აღმოფხვრეს. იმის მაგივრად, რომ ჯალათები და მკვლელები ციხეში გაეშვათ, ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს და თან მილიარდებიც გაატანეს.
_ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობაზე უფრო ეფექტურია ჩვენი მთავრობაო, ამბობს ივანიშვილი და ამაზე რას ფიქრობთ?
_ სასაცილოა ეს ყველაფერი. სხვა რომ აღარავინ აქებს, თავად დაიწყეს საკუთარი თავის ქება. რასაც ახლა ვიტყვი, მთელ `ქართულ ოცნებას~ ეხება. არის მედიცინაში ტერმინი ავტოეროტიზმი. ამით ნარცისი იყო გატაცებული. ფილოსოფიაში ეს შევიდა, როგორც ნარცისული კომპლექსი. ამათაც ნარცისიზმი შეეყარა, მაგრამ ის ოხერი ლამაზი მაინც იყო. ისეთი ლამაზი იყო, წყალში რომ ჩაიხედა, საკუთარი თავი შეუყვარდა. ესენი არც ეგეთი ლამაზები არიან და რამ შეაყვარათ საკუთარი თავი ასე! ქვეყანაში პროვინციალიზმის პარადია, ამათაც გაუვიდა და აბა ჰე. ჰგონიათ, თავს რომ `იდურაკებენ~, სხვებიც ასე შტერდებიან.
რატომ ჰგონიათ, რომ ვერ ვხვდებით იმ გეგმას, რაც მათ ნაციონალებთან დაკავშირებით აქვთ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა თქვა, რომ მომავალ პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა ისევ ნაციონალური მოძრაობა იქნება. ვინ ეკითხება ძიძიგურს, როგორ და რანაირად გადანაწილდება პარლამენტში კვოტები. ერთმანეთი უნდათ და სჭირდებათ. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ნაციონალები არ გაქრნენ. უსუფაშვილმა, როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შევიდა, განაცხადა, ქართული დემოკრატიის უმთავრესი ამოცანა ნაციონალების გადარჩენააო და მეტი რაღა უნდა გვითხრას.
რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებიც ამ მიზანს ემსახურება. სპეციალურად იქცევიან ასე უხეშად და გაუგებრად. ყველანაირად ცდილობენ ვიღაცების გამოღვიძებას, რათა ისინი რუსთავი 2-ს და ნაციონალებს დაუდგნენ გვერდით.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება არ უნდათ, ნაციონალები ამტკიცებენ, რომ `ოცნების~ მიზანი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებაა.
_ რაში სჭირდებათ რუსთავი 2. ტელევიზიის ხელში ჩაგდებას მაშინ აქვს აზრი, თუ მის მართვას შეძლებ. ამათ კი ამის თავი არ აქვთ. ამის თავი რომ ჰქონდეთ, იმ ტელევიზიას მომართავდნენ, რომელსაც ისინი აკონტროლებენ. ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ უნდა ამ ტელეკომპანიის გაქრობა. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება თავის სიკრეტინესთან მარტო რჩება. მერე როგორ გაუძლებენ ისინი რეალურ ოპოზიციას? ამიტომაც დაჰქათქათებენ თავზე ნაცმოძრაობას და რუსთავი 2-ს.
.........
.................

 

გიგლა ბარამიძე: "ბიძინა ივანიშვილი შანტაჟზე გადავიდა"

"ყოფილი პრემიერი მეორე წრეზე აპირებს წასვლას"

`ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ნაციონალების გადასარჩენად~

რა გზას დაადგა ივანიშვილი, რა გარიგებაა ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის, ვინ და რატომ ატეხა რუსთავი 2-ის გარშემო გაუგებარი ამბები, ამ თემებზე `ახალ თაობას~ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 

გიგლა ბარამიძის ინტერვიუ
14:31 / 13.05.2016
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ

"პაატა ბურჭულაძე ამერიკის პროექტია"

 

გიგლა ბარამიძე: 'ის საქართველოს პრეზიდენტობისთვის ემზადება'

 

`ივანიშვილი ქაჯანასავით უნდა გადმოდგეს და თანაგუნდელებს უყვიროს, წადით, წადით!~

რატომ წავიდა პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში, ვინ დგას მის უკან? გაუწევს თუ არა ოპოზიციურ პარტიებს კონკურენციას, რა გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ბიძინა ივანიშვილს? _ ამის შესახებ `ახალ თაობას~ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

“როცა მე მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ, უკვე უკან აღარ ვიხევ და ალბათ, სწორედ ეს არის სიძლიერე…”
23:25 / 23.04.2016
“როცა მე მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ, უკვე უკან აღარ ვიხევ და ალბათ, სწორედ ეს არის სიძლიერე…”

მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის, როგორც ჯერ არშემდგარი ჟურნალისტისთვის, ძალიან დიდი პატივია, წარვმართო ინტერვიუ პოლიტიკოსთან, რომელიც აქტიური და ცნობადი ფიგურაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.