ინტერვიუები
ნინო ბურჯანაძე: „ოპოზიციურმა ერთობამ „ოცნებისა“ და „ნაცების“ სიამტკბილობას ხელი უნდა შეუშალოს“
11:59 / 01.04.2014
ნინო ბურჯანაძე: „ოპოზიციურმა ერთობამ „ოცნებისა“ და „ნაცების“ სიამტკბილობას ხელი უნდა შეუშალოს“

თქვენი და ქდმ-ს  გაერთიანება ეს არის მხოლოდ საარჩევნო გაერთიანება, თუ მოავალშიც გაგრძელდება ანამშრომლობა ?

ჩვენ არაერთგზის ვთქვით, რომ ძალიან ინტენსიურად ვესაუბრებოდით არასაპარლამენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს. ჩვენ ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ ოპოზიციური გაერთიანება და ერთობა  უნდა იყოს ორიენტირებული არა იმისათვის, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე დაიდოს შედეგები და მთავარი ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ რომელიმე პარტიამ სამასიათასიანი ან ნახევარმილიონიანი დაფინანსება მიიღოს, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ძლიერი ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუშლის იმ სიამტკბილობას, რომელიც არის „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომელიც გააკეთებს სერიოზულ  განაცხადს ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოლოტოვის კოქტეილები არ გვქონდა“
12:38 / 27.03.2014
„ჩვენ მოლოტოვის კოქტეილები არ გვქონდა“
პარლამენტის ექს-სპიკერი, ნინო ბურჯანაძე განმარტავს, თუ რატომ დადგა იმის დრო, რომ საქართველოს ლიდერებმა „ვლადიმერ პუტინს დაურეკონ“
„ვზგლიადთან“ ინტერვიუში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მხრიდან უარის თქმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
- აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ იგი სწორედ ასე მოიქცეოდა.. მე უფრო ის მაღელვებს, რომ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ არაეფექტური მოქმედების გამო „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ ფერფლისაგან აღდგენის შესაძლებლობა მიიღო. „ნაცმოძრაობა“ გამოცოცხლდა, ისევ ძველებურად, დიდგულად ლაპარაკობს. ეს განპირობებულია საქართველოს ახალი ხელისუფლების გაუბედაობითა და არაკომპეტენტურობით. სააკაშვილის წინააღმდეგ შეიძლებოდა არგუმენტირებული სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო, დღეს კი მას შესაძლებლობა მისცეს ხმამაღალი განცხადებები აკეთოს „პოლიტიკური დევნის“ თაობაზე.
ვალერი შოშიაშვილი – ვაუჩერები კი დაარიგეს, მაგრამ გლეხები მას დღემდე ვერ ანაღდებენ
18:05 / 19.03.2014
ვალერი შოშიაშვილი – ვაუჩერები კი დაარიგეს, მაგრამ გლეხები მას დღემდე ვერ ანაღდებენ

19 მარტს, 12:00 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ კახეთის კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში (გურჯაანი, ნონეშვილის N1) პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ნაკლოვანებები.

„პირველ ეტაპზე, სასოფლო სამეურნეო იარაღის შეძენა ვაუჩერით სპეციალურ მაღაზიებში შეიძლებოდა, თუმცა ორმაგ ფასად. მაგალითად რომელიმე ერთი სასოფლო სამეურნეო იარაღი თუ ჩვეულებრივ მაღაზიაში ღირდა 50 ლარი, იქ სადაც ვაუჩერის განაღდება შეგეძლო, იგივე სასოფლო სამეურნეო იარაღი 100 ლარად იყიდებოდა ვაუჩერზე.

მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მეორე ეტაპზე. დარიგდა 50 ლარის ღირებულების ვაუჩერი, რომლის განაღდების საშუალებაც გლეხს დღემდე არ მისცემია.

,,უსუფაშვილს, ნუ დაავიწყდება, რას ითხოვდა ოპოზიციაში ყოფნის დროს’’
14:19 / 17.03.2014
,,უსუფაშვილს, ნუ დაავიწყდება, რას ითხოვდა ოპოზიციაში ყოფნის დროს’’
,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს’’ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე საარჩევნო კიდექსის აუცილებელ ცვლილებასა და პარტიის სიახლეებზე საუბრობს.
მისი თქმით, „50-ს პლიუს ერთი“ სასაცილო და არაფრის მომცემი შედეგია.
- აპრილში ტარდება სერიოზული ყრილობა, ჩვენი სიახლეა ის, რომ ჩვენი პარტიის მუდმივი განახლება ხდება ახალგაზრდათა სახეებით. ძირითადად ვეყრდნობით პროფესიონალიზმის და ერთგულების პრინციპს. გარდა ამისა, ჩვენ უკმაყოფილონი ვართ საარჩევო კოდექსით, რომლის შესახებაც არაერთხელ აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ - ეს არ არის ის კოდექსი, რომელიც საშუალებას იძლევა, მონაწილეობა თავისუფალ საარჩევნო გარემოში მივიღოთ.
ირაკლი ჭყოიძე - "ვერ ესწრება", "გაგებით მოვეკიდოთ" და "მივჯირყვნოთ" - აი, სამი ვეშაპი, რომელზეც "ქართული ოცნების" ბრტყელი ხელისუფლება დგას
14:11 / 17.03.2014
ირაკლი ჭყოიძე - "ვერ ესწრება", "გაგებით მოვეკიდოთ" და "მივჯირყვნოთ" - აი, სამი ვეშაპი, რომელზეც "ქართული ოცნების" ბრტყელი ხელისუფლება დგას
"დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყოიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩამოყალიბებულ წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.
- ბატონო ირაკლი საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვენ იყავით ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი ცესკო-ში. მოგვიანებით მონაწილეობდით ინტერფრაქციული ჯფუფის მუშაობაში "დემოკრატიული მოძრაობიდან", საზოგადოებას ახსოვს თქვენი კომენტრები ამ პროცესების მიმდინარეობის დროს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან და საერთოდ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. ახლა, როდესაც ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებისაგნ რაიმე დამატებით ცვლილებებს აღარ უნდა ელოდეს არასაპარლამენტო ოპოზიცია, როგორია თქვენი შეფასება სარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, არჩევნებამდე სამი თვით ადრე?
როგორ აფასებს გამგებლობის კანდიდატი ვალერი შოშიაშვილი გურჯაანის ხელმძღვანელობას?
16:19 / 04.03.2014
როგორ აფასებს გამგებლობის კანდიდატი ვალერი შოშიაშვილი გურჯაანის ხელმძღვანელობას?

ქართულ პოლიტიკაში ერთი წლის წინ გამოჩნდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის ფლანგზე იბრძოდა. ბიზნესმენი და “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” კახეთის რეგიონული კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი აპირებს ძალები თვითმმართველობის არჩევნებში მოსინჯოს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატურაზე კონკურენტს ვერ ხედავს და გამარჯვებისთვის ემზადება. იქამდე კი, სანამ 15 ივნისის შედეგი გაირკვევა, “ბლიცის” კითხვებს პასუხობს.

- ბატონო ვალერ, გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ აპირებთ, თვითმმართველობის არჩევნებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე იყაროთ კენჭი. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

ქეთი ზაქარეიშვილი - კარს მომდგარი არჩევნების წინ ,,დემოკრატიული მოძრაობის“ დაჯარიმება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო
00:00 / 17.02.2014
ქეთი ზაქარეიშვილი - კარს მომდგარი არჩევნების წინ ,,დემოკრატიული მოძრაობის“ დაჯარიმება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო
პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ პრესსპიკერის ქეთი ზაქარეიშვილის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ ,,რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, აუდიტის სამსახურმა პარტია 65 ათასი ლარით უსამართლოდ დააჯარიმა.
,,აუდიტის სამსახური იმაში გვედავება, რომ ვითომ ,,დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 32 ათასი ლარის შემოწირულობა დამალა და პარტია 65 ათასი ლარით დააჯარიმა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამის დამტკიცებას სასამართლოშიც ვცდილობდით, მაგრამ მოსამართლემ ჩვენი არგუმენტები არ გაითვალისწინა. აუდიტის სამსახურის უსამართლო მოთხოვნა, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო სახეები - თორდია და მოგელაძე წარმოადგენენ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ასევე თვალსაჩინო მოსამართლემ ილონა თოდუამ დააკმაყოფილა. სწორედ ესაა უბედურება, რომ თორდია აუდიტის სამსახურის უფროსია, მოგელაძეც ისევ ამ სტრუქტურაში მუშაობს, მოსამართლეებიც იგივე არიან და ,,დემოკრატიული მოძრაობა“ კვლავ, 2102 წლის პირველ ოქტომბრამდე არსებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“-განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გიგლა ბარამიძე - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დავდებთ
00:00 / 14.02.2014
გიგლა ბარამიძე - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დავდებთ
რეგიონული განვითარების სამინიტრო, თავისი ბიუჯეტით, ნარმანიას იმიჯსა და პოპულარიზებაზე მუშაობს;
ხელისუფლების მხრიდან მცდელობაც კი არ არის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს;
„ქართულმა ოცნებამ“, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიტანა თავისი და პრეზიდენტი პრაქტიკულად დანიშნა, დაახლოებით ასე უნდათ მერების და სხვა თანამდებობის პირების „დანიშვნაც“.
ბევრ საკითხში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა;