პარტიის მედია
ვალერი გელბახიანი ექსპერტი
17:00 / 17.09.2016
ვალერი გელბახიანი ექსპერტი

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ პროგრამის შესახებ

მინდა ხაზი გავუსვა ,, ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წინასაარჩევნო პრეზენტაციის სოციალურ პაკეტს. მე, რა თქმა უნდა არ ვემხრობი გადასახადების შემცირებას, იმიტომ რომ ეკონომიკა უნდა იყოს ჯანსაღი და გადასახადებიც უნდა იყოს შესაბამისი, რადგან ამ შემოსავლებიდან გადავწყვიტოთ სოციალური პრობლემები, მაგრამ როდესაც საუბარია და სხვა პარტიებიც აქტიურად უთითებენ ამაზე, აუცილებელია ციფრების მოყვანა, ბიუჯეტის შემოსავლის წყაროები, - რითი იზრდება ბიუჯეტი, რომ ეს სოციალური პაკეტები შეივსოს და მოხდეს ფინანსური უზრუნველყოფა -ეს მაგალითისთვის. 
ახლა მინდა შევეხო მთავარს, უბლოკო სტატუსს. ის კითხვები რაც ხშირად ებადება ყველას, რომ უბლოკო სტატუსით ხომ არ ვშორდებით ევროპას ?! ვიტყოდი, რომ ჩვენ, არც ერთ საერთაშორისო ვალდებულებაზე არ ვამბობთ უარს. ანუ, ის სამხედრო ვალდებულებები, რაც აკისრია ქვეყანას ყველა იმ ვალდებულებას ვასრულებთ. არ გავდივართ არც ერთი ურთიერთობიდან, არც ერთი კონვენციიდან, არც ერთი ხელშეკრულებიდან, ყველაზე ვიღებთ ვალდებულებას, რაც ამართლებს უბლოკო სტატუსს. ჩვენ დღევანდელი მდგომარეობით, ისედაც ვართ უბლოკო სტატუსი. ვმონაწილეობთ როგორც ნატოს, ეუთოს, ამერიკული სხვა და სხვა ღონისძიებების მისიებში, ასე რომ ჩვენ საერთაშორისო მისიებში ვმონაწილეობთ, უბლოკო სტატუსით, დღევანდელი სტატუს ქვო მდგომარეობა ეს არის. ამითომ არაფერს არ ცვლის, საფრთხეები არ იცვლება, საერთაშორისო მიმართულება არ იცვლება და მე მგონია რომ უფრო გაამყარებდა ეს პოზიცია უბლოკო სტატუსის იდეას. პირადად ვეთანხმები ამ იდეას ყველა ნაწილში, მაგრამ ვფიქრობ რომ არგუმენტაცია ამ ნაწილშიც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი. რაც შეეხება პროგრამას, რა თქმა უნდა არის ძალიან მოცულობითი, სრულყოფილი, მე ვეცნობი ყველა პარტიის პოლიტიკურ პროგრამას და თქვენი პრეზენტაცია არის სერიოზული, (სამოთხის პროგრამა) . რათქმაუნდა პოლიტიკური პროგრამა ყოველთვის უნდა იყოს იმედის მომცემი და რეალური. მე , როგორც ამომრჩეველს, იმედი უნდა მქონდეს, რომ თუ ამ პარტიას დავუჭერ მხარს, ეს ყველაფერი უნდა იყოს განხორციელებული. რაც შეეხება სამართლებლივ ნაწილს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმები აუცილებლად გატარდეს. ქ-ნო ნინო, თქვენი სლოგანიც აბსოლუტურად გამართლებულია, ,,ერთიანი საქართველო” და ,,ძლიერი ეკონომიკა’’, მაგრამ აი ეს ერთიანი საქართველო, პოლიტიკური რეფორმების გარეშე არ იქნება. მექანიზმი, რომელმაც უნდა შეკრას ეს ერთიანობა, აუცილებლად უნუდა მოხდეს კონსტრუქციული რეფორმები. ჩვენ აფხაზეთს როგორ შემოვიერთებთ, უნიტარული პრინციპით ?! ვერ, მოქმედი სამართლით ვერ შემოვიერთებთ. მე ვამბობ, რომ საჭიროა ამისი გაცხადება პოლიტიკურ ტრიბუნაზე, რომ ჩვენ გავატარებთ პოლიტიკურ რეფორმებს, იმისთვის, რომ ეს ერთიანობა შევკრათ. ამიტომ, მე მგონია, რომ ეს არის ამ საკითხში საკვანძო ნაწილი. სრულიად ვეთანხვები, ქ-ნ ნინოს, რომ ქვეყანაში, ახალგაზრდობაში, სერიოზული პრობლემაა ნარკოპოლიტიკის კუთხით. ეს დასჯის და გამკაცრების პოლიტიკა, არ იძლევა არანაირ ეფექტს. ნაცვლად იმისა, რომ პრევენციულმა ინსტიტუციებმა იმუშაოს, ნაცვლად იმისა, რომ სარეაბილიტაციო პროგრამები გამოდიოდეს, დასჯა გახდა პრობლემის ძირითადი გადამწყვეტი და ეს ასე არ უნდა იყოს. ასე, რომ ნარკოპოლიტიკაში გადასადგმელია დეკრიმინალიზაციური ნაბიჯები. მაგალითად, მარიხუანა შეიძლება იყოს დასჯადი მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დასჯადი წესით გამოცხადება, ეს არის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის მარცხი ახალგაზრდობის მიმართ და მინდა რომ საზოგადოებისთვის უფრო ყურმისაწვდომი იყოს ის ფაქტი, რომ ამ პარტიას აქვს სერიოზული ხედვა ახალგაზრდებთან მუშაობის თვალსაზრისით და ბუნებრივია მათი ყურადღებაც უნდა გადმოვიდეს პროგრამის ამ ნაწილზე. აქვე მინდა შევეხო ,,საბინაო ფონდს“ , რომელიც შესანიშნავი იდეაა ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. რა თქმა უნდა რა თანხაც აქ არის მითითებული ( 50 000 000 დოლარი) არ არის საკმარისი, მაგრამ სახელმწიფოს უნდა ემეტებოდეს თავისი ახალგაზრდებისთვის ეს თანხა, რიგ ქვეყნებში სამშენებლო კომპანიებიც კი ჩართულები არიან მსგავს პროექტებში ჩართულები და უკეთესი პრაქტიკაა ეს. მე ამ პარტიასთან ვთანამშრომლობ და ვუსურვებ წარმატებას.

 

პატივისცემით,

ექსპერტი, იურისტი, პოლიტიკოსი

ვალერი გელბახიანი

 

ვახტანგ მაისაია ექსპერტი
16:56 / 17.09.2016
ვახტანგ მაისაია ექსპერტი

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ პროგრამის შესახებ


მინდა აღვნიშნო, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური გუნდი, გამოირჩევა მაღალი, დახვეწილი პოლიტიკური კულტურით, რაც გამოიხატება იმით, რომ თავად ქ-ნ ნინო , არა თუ უსმენს და პატივს სცემს საექსპერტო და აკადემიური წრის წარმომადგენლებს, არამედ დიდი მოთმინებით უსმენს და ხშირად იზიარებს მათ მოსაზრებებს და სწორედ პარტიის კონცეპტუალური და მაღალ დონეზე შესრულებული პოლიტიკური პროგრამაა არის ამისი ნათელი მაგალითი, როგორვც ქ-ნი ნინოს შესანიშნავი, უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გაკეთებული ანალიზი. მინდა ვთქვა, რომ მე ვარ თანამებრძოლი იმ ადამიანებისა, რომლებმაც ერთად შევძელით და დავამარცხეთ ,,დრაკონი“ და ეხლა ვებრძვით იმას რომ ეს ,,დრაკონის“ სინდრომი დავამარცხოთ, რომელიც გაცილებით უფრო საშიში და ძლიერია. როგორც პოლიტიკურად რეპრესირებულმა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინოს და მთელ მის გუნდს, იმ დახმარებისათვის და სოლიდარობისთვის, რომელიც მათ, სააკაშვილის ჯურღმულებში პოლიტიკური პატიმრების მიმართ განახორციელეს, იმ უმძმეს პერიოდში როდესაც თვითონაც უმძიმესი გამოწვევის წინაშე იდგნენ. სწორედ ეს პოლიტიკური ძალა იყო იმ დროს ერთადერთი იმედის ნაპერწკალი და მათ დიდი წვლილი მიუძღვით ამ ურჩხულის დამარცხებაში.

რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკურ პროგრამას, ბევრი პოლიტოლოგი და ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი, პროფესიულ ღირსებად ჩათვლიდა, რომ ყოფილიყო ამ დოკუმენტის თანაავტორი ან თუნდაც ავტორი, მათ შორის მეც. ლექსიკონური კუთხით, იმდენად კარგად არის წარმოჩენილი ის პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და მე გამოვყობ რამდენიმე მათგანს: 
1. თავდაცვის და უსაფრთხოების სამხედრო ბლოკი, სადაც როგორც პროფესიონალებისთვის ისე არაპროფესიონალებისთვის ძალიან გასაგებად არის ახსნილი თუ როგორი უნდა იყოს თავდაცვითი პოლიტიკის პრინციპები და ამოცანები. 
2. ქ-ნი ნინომ და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა პირველმა წამოწია საკითხი, სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ეს არ არის პოლიტიკური თემა, ეს არის უსაფრთხოების პირველი მიმართულების ამოცანა იმიტომ, რომ თუ სამართლიანობა არ აღდგა, ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა და შესაბამისად შეიძლება პოლიტიკურ დაძაბულობასა და სამოქალაქო ომსაც ქონდეს ადგილი. 
3. ენერგო და სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც ახლახანს დაინერგა, რამოდენიმე უნივერსიტეტის სასწავლო კურსად და მიხარია, რომ ქ-ნმა ნინომ ეს პოლიტიკურ ღირებულებად გადაიყვანა და პოლიტიკურ კონტექსტში განიხილა თავის პროგრამაში. ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ პირველი პოლიტიკური გუნდია, რომელმაც ასე ღირსეულად და მაღალ პროფესიულად წარმოადგინა თავისი დოკუმენტი.

რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ჩემი პროფესიული მიმართულებით არის: რა თქმა უნდა მე ვრჩები ჩემი ევროატლანტიკური კურსის მომხრე, რომელიც ჩემი ღირებულებითი არჩევანია, თუმცა, ის თემა რომელსაც ეწოდება ,,უბლოკო სტატუსი“ საერთაშორისო, მეცნიერული კუთხით კარგად აპრობირებული მოვლენაა, იმიტომ, რომ ეს უკავშირდება ნეიტრალიტეტის განსაკუთრებულ ფორმას, რომელსაც ეწოდება ,,პოზიტიური ნეიტრალიტეტი“. ასევე ,,უბლოკო სტატუსი“ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უარს აცხადებს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურისა და ორიენტაციისაკენ. მაგალითად მოვიყვან ავსტრიას, ფინეთს და მოლდოვას. მეორეს მხრივ, ,,უბლოკო სტატუსი“ არის ერთ-ერთი გარანტია სეპარატიზმთან ბრძოლის საკითხში. 
რაც შეეხება გამოწვევების საკითხს, გავაკეთე ერთგვარი კვლევა და დავასკვენი, რომ დღეს ვართ ერთგვარი ცივი ომის პირობებში. 
საქართველო კვიპროსიზაციის დილემის წინაშეა, როდესაც ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულია უცხო ქვეყნის ჯარი. აქედან გამომდინარე, ,,უბლოკო სტატუსის“ გამოცხადება არ არის მხოლოდ ჩვენი ნება, მიღწეული უნდა იყოს გარკვეული კონსესუსი დიდი გავლენის ქვეყნებისგან, რომლებსაც გააჩნიათ პირდაპირი ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ. 
მე სრულებით ვეთანხმები ქ-ნ ნინოს, რომ დღეს საქართველო გახდა არა სუბიექტი საერთაშორისო პოლიტიკის, არამედ ობიექტი და დღეს საქართველო იმყოფება ერთგვარ იზოლაციაში და გაურკვევლობაში საგარეო პოლიტიკურ პროცესთან მიმართებაში და ჩვენ სწორად ვერ აღვიქვამთ იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც ჩვენს ირგვლივ იქმნება. ბინებრივია აღნიშნული საკითხის წამოწევა იქნება კარგი ანალიტიკური მოდელი, რომ სწორად დავინახოთ პროცესები რომელიც ქვეყანაში ვითარდება.

 

პატივისცემით,

სამხედრო ექსპერტი,

ვახტანგ მაისაია

 

მიხეილ ჯიბუტი პროფესორი
18:09 / 16.09.2016
მიხეილ ჯიბუტი პროფესორი

ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა პროგრამის შესახებ

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით, მინდა შევეხო რამდენიმე კონკრეტულ თემას. უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ თქვენ და თქვენს პარტიას, 2016 ლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამის წარდგენა და მისი საჯაროობა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სხვადასსხვა დროს მქონდა თქვენი გუნდის წევრებთან შეხვეწდრები. არ შემიძლია დადებითად არ აღვნიშნო, თქვენი პარტიისთვის, დამახასიათებელი ღიაობა. ჩვენ ბევრჯერ გვქონია გადაკვეთის წერტილები, სადაც გარკვეულ საკითხებზე  ვეთანხმებით არა  ერთმანეთს, თუმცა ეს თქვენი გუნდის გადაწყვეტილებაა და ყველასათვის მისაბაძი უნდა იყოს, იმიტომ რომ არჩევნები არის კონკურენცია და კონკურენციაში უნდა იყოს გამარჯვებული, მხოლოდ სწორი ნაბიჯები, აზრები და ქმედებები.

პროგრამა, რა თქმა უნდა არის დინამიური,  თუმცა მე შევეხები ორ მიმართულებას, სადაც ვისურვებდი, რომ დოკუმენტი კიდევ უფრო განვითარდეს წინა საარჩევნო შეხვედრებისთვის.  ეს არის უფრო მოჭარბებულად  დარგობრივი,  ტერიტორიული, რეგიონალური  მიდგომების მიმართულებით  და მეორე განვითარდეს გენდერული მიმართულების მიდგომები,  მითუმეტეს თქვენს პარტიას გენდერული სახე საკმაოდ ლამაზად  და ჭკვიანურად აქვს წარმოდგენილი.     
თქვენ ალბათ დელიკატურობის გამო არ ბრძანეთ, მაგრამ მე მინდა ერთი რამ ვთქვა: - ეს არჩევნები, თავიდანვე, კანონმდებლობით არის წამხდარი, იმიტომ რომ თვითომ არჩევნების საკანონმდებლო ბაზა, ქმნის იმას, რომ არჩევნებისადმი იყოს  უნდობლობა. მინდა დავასახელო მხოლოდ ორი ფაქტი: - პირველი,   საარჩევნო სიაში (ვასახელებ წყაროს), ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულია 3 500 000-ზე მეტი ამომრჩეველი, ცენტრალური სტატისტიკური დეპარტამენტის საიტზე კი -  მოსახლეობის რაოდენობა 3 700 000-ია. დღეს დაიწყო სასწავლო წელი და გამოცხადდა ციფრი, რომ 519 000-მდე მოსწავლე წავიდა სასწავლებლად. მეორე ციფრი, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეხება არის 400 000, შემდეგი ციფრი არის, რომ არჩევნებში მონაწილეობას 18 წლიდან იღებენ და თუ 3 700 000-ს გამოვაკლებთ 35000000-ს, დარჩება  200 000, შესაბამისად ეს ციფრები არის ძალიან არეული.  მეორე , - ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, ხმას აძლევს არავის, ესეიგი მე,  არ ვითვლები ადამიანად.  ვიცით რომ დათვლის დროს 5% უნდა ჩაითვალოს, ამ 5% პროცენტში (მისულთა შორის ) ადამიანმა რომელმაც არავის არ მისცა ხმა  და გამოხატა თავისი ნება,  არ არის აღრიცხული. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე მივიდა 100 კაცი, 50-მა არავის მისცა ხმა, შესაბამისად 5% -იანი ბარიერი ავტომატურად  ხდება 2.5%.


პატივისცემით ,

სრული პროფესორი,

მიხეილ  ჯიბუტი.

ზურაბ გარაყანიძე პროფესორი
18:01 / 16.09.2016
ზურაბ გარაყანიძე პროფესორი

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ წარმოდგენილის პროგრამა

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების ანალოგიური დოკუმენტებისაგან, რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა:

- მასში პარტიის უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად პრინციპად პრევენციული დიპლომატიის გადაქცევაა დასახელებული; აღნიშნული პრინციპის ცხოვრებაში დანერგვა პარტიამ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო.

ამ პერიოდში ევროკომისიის გადაწყვეტილებით შეწყდა რუსული გაზის ევროკავშირში მიწოდების „სამხრეთის ნაკადის“ პროექტი. თავისი უზადო პრევენციული დიპლომატიური ალღოს წყალობით პარტიის თავმჯდომარემ, ქ-ნმა ნინო ბურჯანაძემ მმართველ კოალიციას მოუწოდა „გაზპრომთან“ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებების გამართვა, საქართველოს ტერიტორიით რუსული გაზის თურქეთში ტრანზიტზე. ამ საკითხზე 2015 წლის 28 იანვარს ქ-ნმა ნინომ „ჰოლიდეი ინნ“-ში კონფერენციაც კი გამართა ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, სადაც მოწონებული იქნა და დროულად ჩაითვალა მისი ეს ინიციატივა. მთავრობის მხრივ პასიურობის პირობებში, თურქეთმა რუსეთს შესთავაზა შავის ზღვის გავლით ახალი გაზსადენის - „თურქული ნაკადის“ აგება;

უფრო მეტიც, პარტიის ზემოაღნიშნული პრინციპის აქტუალობა დამტკიცდა 2015 წლის 24 ნოემბერს რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შედეგად „თურქული ნაკადის“ პროექტის შეჩერების პირობებშიც. უკიდურესად გართულებულ რუსულ-თურქულ ურთიერთობებს დაემატა პოლონეთის მთავრობის მიერ „გაზპრომის“ ახალი პროექტის - „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის (რომელშიც „გაზპრომს“ უნდა გადაემისამართებინა „თურქული ნაკადის“ გაზი) აკრძალვა. იმ პირობებში, როდესაც რუსეთ-უკრაინის ე.წ. „ხარკოვის შეთანხმებას“ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტზე 2019 წელს ვადა ეწურება, ხოლო ჩინეთში გაზის ექსპორტის ორივე პროექტი - „ალტაი“ და „სილა სიბირი“ „გაზპრომმა“ უსახსრობის გამო ამოიღო საინვესტიციო პროგრამიდან, „გაზპრომის“ ექსპორტი ჩიხში აღმოჩნდა და მოსკოვი სავარაუდოდ პოლიტიკურ დათმობებზეც კი იყო წამსვლელი. სწორედ ამ პირობებში ქ-ნმა ნინო ბურჯანაძემ კვლავ გამოთქვა რუსული გაზის საქართველოზე ტრანზიტის წინადადება. მთავრობამ კვლავ პასიური პოზიცია აირჩია. შედეგად, ა/წ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის გამო ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, 9 აგვისტოს ვ. პუტინთან პეტერბურგში შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტმა რ.-ტ. ერდოღანმა თვითონ შესთავაზა მას „თურქული ნაკადის“ განახლება. 2-ჯერ დაიკარგა დიალოგის რეალური შანსი.

- პროგრამაში პარტიის ერთ-ერთ მიზნად საქართველოს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონიდან თანამშრომლობის სივრცედ გადაქცევაა დასახული. ამ მხრივ საინტერესოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პოტენციალის გამოყენება.

საჭიროა ყაზახეთის გიგანტური „კაშაგანის“ კონსორციუმში მონაწილე აშშ-ის, იტალიის, ყაზახეთის ენერგო გიგანტებთან თანამშრომლობა.ამ საბადოდან 2016 წლის ბოლოს განახლებული „კასპიის მილსადენი კონსორციუმის“ ნავთობსადენით (კაშაგანი-ატირაუ-ნოვოროსიისკი) და მერე ტანკერებით, ახლანდელი 27 მლნ. ტონის ნაცვლად, ყოველწლიურად 68 მლნ. ტონა ნავთობის „თურქული სრუტეებით“ ექსპორტია დაგეგმილი. თურქეთის მხრივ ბოსფორის კრიტიკული ეკოლოგიური მდგომარეობით მანიპულირება კარგი შანსია, რომ ეს ნავთობი (შესაძლოა აფხაზეთის გავლით, ან შავი ზღვით ანაკლიის ნავსადგურამდე მოტანით) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიტვირთოს მსოფლიო ბაზრებზე. ამით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით არა მარტო მსხვილი ენერგო კომპანიები, არამედ ცენტრალური აზიის ისეთი სერიოზული პოლიტიკური აქტორიც დაინტერესდება, როგორიცაა ყაზახეთი.

- პროგრამაში ახლებურადაა წარმოჩენილი„მწვანე ენერგეტიკის“ საკითხიც. კერძოდ, ელექტროენერგიის სეზონურ იმპორტზე და გენერაციის დეფიციტზე დამყარებული ქართული ელექტროენერგეტიკა, ენერგიის განახლებად წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობის წასახალისებლად და შესაბამისად, გარემოზე მიყენებული ზარალის მინიმიზაციის მიზნით საჭიროებს ე.წ. "მწვანე ტარიფს", რომლის ძირითადი პრინციპებია:

- ენერგიის განახლებადი წყაროების ელექტრულ ქსელთან მიერთების გარანტია;

- ენერგიის განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული მოცულობით შესყიდვის გრძელვადიანი კონტრაქტების შეუფერხებლად გაფორმება;

- ენერგიის განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებაზე ბიუჯეტიდან დანამატის უზრუნველყოფა.

ტრადიციულ ენერგიასთან განახლებადი ენერგიის სიძვირის გამო, სუბსიდიები ავტომატურად უნდა გამოიყოფოდეს. თანხები დინამიურად უნდა დარეგულირდეს საინვესტიციო დანახარჯებში ცვლილებებისა და საოპერაციო და სხვა ხარჯებში ცვლილებების შესაბამისად. მაგალითად, გერმანიაში რეგულარულიად ხდება განახლებადი ენერგიის სუბსიდირების გადახედვა მათი ყოველწლიური შემცირების მიზნით, რათა ამ სექტორს მეტი კონკურენტულობა ჰქონდეს ტრადიციულ ენერგეტიკასთან.

ზემოაღნიშნული პრინციპების განხორცილების მიზანია ელექტროენერგეტიკულ ბაზარში განახლებადი ენერგიის ისეთი ინტეგრაცია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ელექტროენერგიის საბითუმო ფასებზე მათი გავლენა. აქვე აღსანიშნავია, რომ განახლებადი ენერგიისთვის გამოსაყოფი ფინანსების შეუფასებლობამ შეიძლება არასრულყოფილი კონკურენცია გამოიწვიოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის შიგნით და მცირე შემოსავლები მივიღოთ დანახარჯების ასანაზღაურებლად.

 

ზურაბ გარაყანიძე

ეკონომიკის დოქტორი

სტუ-ს პროფესორი

 

ცენტრალური ოფისი
12:53 / 07.09.2016
ცენტრალური ოფისი














  • თბილისი, საქართველო
    აბულაძის ქ.N 8 0160
    ტელ: (+995 32) 2 55 03 77; (+995 32)2 55 03 88
    ელ-ფოსტა: mail@democrats.ge
თბილისის ორგანიზაციები
12:11 / 07.09.2016
თბილისის ორგანიზაციები











 

 

  • ვაკე შტაბის უფროსი - მაია ცინცაძე


    ტელ: 551 44 55 83
    ელ-ფოსტა: maiatsintsadze17@gmail.com


    • ჩუღურეთი დ. აღმაშენებლის  5. 
      შტაბის უფროსი - ბაჩო შატბერაშვილი 
      ტელ: 032 2 96 38 77 ; 591 44 50 68
      ელ-ფოსტა: buchi719@mail.ru

    • საბურთალო კარტოზიას  6. 
      შტაბის უფროსი - ოთარ თავართქილაძე 
      ტელ: 591 88 88 87
      ელ-ფოსტა: ototavartkiladze@gmail.com

    • სამგორი მოსკოვის გამზირი  18. 
      შტაბის უფროსი - მანუჩარი ომანაძე 
      ტელ: 568 600 600; 591 80 11 30
      ელ-ფოსტა: momanadze@gmail.com

    • ნაძალადევი გურამიშვილის 12ა. 
      შტაბის უფროსი - ნოდარ მელაძე 
      ტელ: 593 94 00 30  
      ელ-ფოსტა: meladze-nodo@mail.ru

    • კრწანისი პუშკინის 19
      შტაბის უფროსი:  ნოდარ თეთრაძე 
      ტელ: 2 93 18 20; 599 50 52 59 
      ელ-ფოსტა abramishvilibeso@gmail.com

    • გლდანი ო. ხიზანიშვილის  30. 
      შტაბის უფროსი - ბესო დანელია 
      ტელ: 599 22 46 46; 591 83 81 81
      ელ-ფოსტა: besodanelia@yahoo.com

    • მთაწმინდა რუსთაველის გამზირი 20. 
      შტაბის უფროსი - ნანი ჯღამაძე 
      ტელ: 591 44 50 97
      ელ-ფოსტა: kaxa.kere@yahoo.com

    • მთაწმინდა რუსთაველის გამზირი 20. 
      შტაბის უფროსი - ნანი ჯღამაძე 
      ტელ: 591 44 50 97
      ელ-ფოსტა: kaxa.kere@yahoo.com

    • ისანი ლეხ კაჩინსკის 6. 
      შტაბის უფროსი - ნინო ჭეიშვილი. 
      ტელ: 591 44 50 94
      ელ-ფოსტა: ninotcheishvili62@gmail.com

     

     


    მაჟორიტარები
    18:37 / 02.09.2016
    მაჟორიტარები
    თბილისის მაჟორიტარები


    • მთაწმინდის 1-ლი საარჩევნო ოლქი - გრიგოლ (გიგლა) ბარამიძე

    • ნაძალადევის 18-ე საარჩევნო ოლქი - დიმიტრი ლორთქიფანიძე


     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

    • კრწანისი მე-7 საარჩევნო ოლქო - გიორგი ახვლედიანი



     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     


    • გლდანი 22-ე საარჩევნო ოლქო - ბესიკ დანელია


     

     

     

     

     

     

     








    • გლდანი 20-ე საარჩევნო ოლქი - ლალი კაპანაძე



















    • დიდუბის 15-ე საარჩევნო ოლქი - ბექა პეტრიაშვილი



















    • საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქი - მიხეილ კაჭკაჭიშვილი






















    • საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქი - მიხეილ ხომერიკი



















    • ვაკის მე-3 საარჩევნო ოლქი - დავით წერეთელი



















    • სამგორის 13-ე ოლქი - გურამ ფალავანდიშვილი